Sunday, March 8, 2009

პატარა ქალაქის ბიჭები

ფოტოგრაფმა მარიანო ვივანკომ (Mariano Vivanco) ჟურნალისათვის « Numéro Homme » ახალი ფოტოსერია "პატარა ქალაქის ბიჭები" გადაიღო. ფოტოები ვივანკოს ჩვეულ და გენიალურ სტილშია გადაღებული; ცხელი ბიჭებით, პატარა ამერიკული ქალაქებისათვის დამახასიათებელი ზმანით, ჯინსებით, "პადწიაჟკებით" და უნიფორმით. მოკლედ, კლასიკური გეი ფანტაზია რა :) ისე შთაბეჭდილება მრჩება რომ მოდაში 80-იანი წლები ბრუნდება. იმედია დაბრუნება მარტო "ვარიონკა" ჯისებით არ იგეგმება და 80-იანებისათვის დამახასიათებელი კომპლექტი სრულიად იქნება წარმოდგენილი - თავისი მუსიკით, სექსით, ახალი აღმოჩენებითა და საინტერესო ხალხით - ოღონდ პირამიდა ჯინსების გარეშე :)) (დარწმუნებული ვარ 80-იანების ბოლოდ დაბადებული მკითხველები ვერც ერთ სიტყვას ვერ გაიგებდით ამ ჩამონათვალიდან, შედარებით უფროსს თაობას კი კარგად ემახსოვრება).

მოდელი ალან ქერი (Alan Carey)



მოდელი პრებენდს რეიდი (Prebends Reid)



მოდელი საიმონ ნესმანი (Simon Nessman)



ბმულჩიკები:
წინა პოსტები მარიანო ვივანკოს ფოტოებით ამავე ბლოგზე - დააწკაპუნეთ აქ!
მარიანო ვივანკოს ოფიციალური საიტი - დააწკაპუნეთ აქ!

1 comment:

Alexander said...

საყვარლობაა :)

Blog Widget by LinkWithin