Friday, March 20, 2009

სურათები მილანის მოდის კვირეულის კულისებიდან

შვედურმა ჟურნალმა Dorian ახალ გამოშვებაში საინტერესო ფოტოები შემოგვთავაზა მილანის მოდის კვირეულიდან. ფოტოგრაფი ანდრეა ბენედეტის (Andrea Benedetti) კულისებს მიღმა გადაღებული სურათები ცოტათი მაინც გვიკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას და სურვილს ერთი თვალით შეიჭყიტო კულისებს მიღმა. ფოტოებზეა მოდელები ნილს ბატლერი (ტრუსების ამარა რომ დგას და შარვლის ჩაცმას ლამობს), ტყუპები ჯონათან და კევინ ფერეინა, მიგელ იგლესიასი და შონ ო'პრი, მოკლედ ყველა ცხელი და სექსი ბიჭი :)

ისიამოვნეთ!





















ჟურნალის ოფიციალური გვერდი - Dorian
ფოტოგრაფის ვებ გვერდის ლინკი Andrea Benedetti

Thursday, March 19, 2009

მარლონ ტექსეირას ახალი სექსი ფოტოები

რამოდენიმე ხნის წინ პატარა ბრაზილიელი ბიჭის მარლონ ტექსეირას (Marlon Teixeira)შესახებ დავდე პოსტი სურათებითურთ. პატარა მარლონიკო ასაკის მიუხედავად უკვე Dior სახეა და ამ წარმატებას მოდების სახლის გარდა ბებიასაც უნდა უმადლოდეს.

ევროპაში გამოფრენამდე მარლონმა სააგენტოში Way Model ახალი ფოტოები გადაიღო და ჩვენც დიდი სიამოვნებით გთავაზობთ გაბურძგნულწვერიან პატარა ანგელოზს. რა სხვანაირია არა?

/უწვერულვაშო მარლონის ფოტოები და წინა პოსტი ნახეთ აი აქ! /








Tuesday, March 17, 2009

მადონას ფლეიბოი ხესუსი რიოში დაბრუნდა


/მადონა და ხესუს ლუზი ნიუ იორკში, იანვარი 2009/

ჩემი ბლოგისა მკითხველებს და საერთოდ "სელებრიტი ჭორნიუსის" მოყვარეულებს გემახსოვრებათ ამბავი მადონას ახალი გასართობი ბიჭუნას ხესუს ლუზის შესახებ, რომელიც მადონა დეიდამ ბრაზილიაში ააგდო. ამბები რაზეც მე არ დამიწერია, მაგრამ აქტიუტრად მუშავდებოდა პიკანტური ამბების მოყვარულთა სამყაროში სხვადასხვანაირი იყო - ზოგი ამბობდა რომ მადონა ხესუსს ბრაზილიაღი აღარ უშვებდა, ზოგი იმასაც ამტკიცებდა რომ ხესუსი სახლში დამესიჯებასაც ვერ ახერხებდა. მერე ბაზარი მიდიოდა იმაზე, რომ კრუელა დეიდამ ხესუსი მოდელების სააგენტოში - Ford Models შეტენა... იმაზეც იყო ბაზარი ხესუსი მადონამდე სტივენ კლეინს ჟიმავდა, ანუ ტიპს ვინც ხესუსი მადონას გადაღებებისთვის შეარჩია. მოკლედ დიდი გარჩევები იყო. არ დამიწერია, რადგანაც ფოტომასალა ამ ამბებზე არავიც დედამიწაზე არ მოეპოვებოდა. ახლა კი შეგვიძლია მადონას ბიჭის შესახებ ამბები გავაგრძელოთ.

ხესუსი რიოში დაბრუნდა. რაღა თქმა უნდა პაპარაცემბა აეროპორტშივე დააფიქსირეს (მე მგონი მებაჟეებს გაუმაზეს მაყუთი) და ხესუსის წამებაც დაიწყო. (ისე რა მოეწონა ამ თვალებამოღამებულ ბრაზილიელში ამ ქალს ვერ გავიგე)

/ხესუს ლუზი რიოს აეროპორტში/



ხესუს ლუზი ჯიმშიც არ მოასვენეს, თუმცა როგორც ჩანს თვითონაც დიდად არ გაუწევია წინააღმდეგობა. მალე გონი მოიკრიბა და ჟურნალისტებსაც გაუშინაურდა. როგორც თინეიჯერი "მუსუსი" ამბობს ჭორები იმაზე რომ მადონაც ნიუ იორკში ჩაკეტილი ჰყავდა გადაჭარბებულია. ოჯახსაც ვურეკავდი და მეგობრებსაცო. არც "ფორდ მოდელებში" არ ვიწყებ მუშაობასო და რა სისულელეა მე და სტივენის საყვარლობის ამბავიო. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ხესუსი მართლა მიიწვია სააგენტომ - Ford Models (ერთ ერთი ყველაზე გავლენიან-მაყუთიანი სააგენტოა) და ბრაზილიაში იმიტომ დაბრუნდა რომ აშშ სავიზო რეჟიმი არ დაერღვია და ახლა სამუშაო ვიზას ელოდება, რომ ისევ მანჰეტენზე, მადონას სასახლეში გადაბარგდეს. მალე ალბათ სტივენ კლეინთიან ამურჩიკების ამბავსაც მოეფინება ნათელი.

/ხესუს ლუზი ჯიმში/


ყველაზე მაგარი კი გუშინ მოხდა. ხესუსმა მეგობრებისთვის party მოაწყო. რაღა თქმა უნდა ფართი კარნავალიზებული იყო. ზოგს არაბის ფორმა ეცვა, ზოგსაც მონღოლი მისდევდა... ხესუსი კი ნიტო ალკაპონეს ნიტო თბილისელი საპოჟნიკის ფორმაში გაიჩითა. გატრეტილ აყროყინებულ ბავშვებს პოლიციაც კი ეწვიათ და სიჩუმისაკენ მოუწოდათ.

/გულიანკა ვერანდაზე/


ყველაზე მაგარი გვიან ღამით მოხდა, როდესაც გარეთ მდგარ პაპარაცებს ხესუსის ძმაკაცები ესტუმრენ და სურათების მიყიდვა შესთავაზეს. მათი თქმით ხესუსი პიდარასტი არაა და სტივენ კლეინს არ ხერხავს და ვაფშემც ძალიან მაგარი როჟააო. პაპარაცებს თვალები აენთოთ სიხარულისგან, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს ეკითხათ ხესუსის სურათებს რა პონტში აბარიგებთო. ბიჭებმაც მიუგეს, ეს ხესუსის იდეაა და თავად გამოგვაგზავნაო. მოკლედ ბრაზილიელი ბიჭის სურათები (ქვევით) პაპარაცებმა 4300 აშშ დოლარად შეიძინეს და ჩვენც გაგვიზიარეს.

/არა მგონია ამ სურათების მაგ ფულად ყიდვა, ჭკვიანური აზრი იყო /




მოკლედ ბევრი ვიბოდიალე დიდი არაფრის გამო, მაგრამ მადონა დეიდას ამბების მოყოლა მიყვარსხოლმე და ახალი ამბები თქვენც გაგიზიარეთ. ისე მადონამ თავის ცხოვრებაში ვინც მოსტ**ა ყველას თუ ფრიალ ფრიალით ურიგებენ ჟურბალისტები ფულს დაიწყებოდა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, აბა რა.. ;)

წინა პოსტები ამ თემაზე - დააწკაპუნე აქ!

Sunday, March 15, 2009

დევიდ ვანსის სამოთხის სხეულები

ფოტოგრაფმა მაიამიდან დევიდ ვანსმა (David Vance) ახალი ფოტოალბომი გამოაქვეყნა - სახელწოდებით "სამოთხის სხეულები". იმედი მაქვს ასეთი სხეულები დედამიწაზეც დაიარებიან და ოდესმე სადმე გადავაწყდები. ჩემი ბლოგის ხშირი სტუმრები ალბათ იცნობთ ფილიპ ფუსკოს, რომელიც დევიდ ვანსის ობიექტივში სუპერ სექსუალურია, განსაკუთრებით კი მისი "პატარა ფილიპი", რომელიც ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება :))









გირჩევთ აუცილებლად დაათვალიეროთ დევიდ ვანსის საიტი, განსაკუთრებით კი "ღმერთების" გალერეა (დააწკაპუნე აქ).

Tuesday, March 10, 2009

ჩასაყლაპი ფოტოები

არ ვიცი რატომ დავარქვი ამ ფოტოებს ჩასაყლაპი... რაღაც სველია და ქვიშიანი :) არ მიყვარს როცა ქვიშა კბილებზე კრაწუნობს (if you know what i mean, lol), მაგრამ მართლა ჩასაყლაპია პატარა ჯეიმს ველში და რა ვქნა :)







Monday, March 9, 2009

ახალთ-ახალი ბრაზილიული ხორცი მოდის სამყაროში

ამ პოსტში მინდა კიდევ ერთი ბრაზილიელი მოდელი წარმოგიდგინოთ, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ გააცნო ფართო საზოგადოებას სააგენტომ "40 Graus Models".
პაბლო მორაის (Pablo Morais) ძალიან ცხელი (ნუ ისეთი ცხელი ვერა როგორიც ნასციმენტოა, მაგრამ..) და სულ თოთო მოდელია, რომელიც ამ ინდუსტრიაში პირველად გამოჩნდა. პაბლო

ხოდა, გამოჩნდა და "რაზვრატნიკი" ფოტოგრაფები, მაღალი მოდის ჟურნალების რედაქტორეები და ბილწი ბლოგერები სულ მიწაზეც აფორთხა :) არ ვაჭარბებ, მე პირადად ახლაც ვფორთხავ ;) პაბლო დიდ კარიერას გაიკეთებს თუ თავისი მონაცემები სწორი მიმართულებით გამოიყენა. მთავარია, სადმე რიოს მოსახვევებში მადონას არ გადაეყაროს, თორემ საწყალი ხსუსის ბედს გაიზიარებს და აღმოჩნდება ნიუ იორკის ჯურღმულებში, ჩვენი თვალებისაგან შორს, ვეძმა დეიდის ტყვეობაში.







ოფიციალური ლინკი - 40 Graus Models

მეთიუ მიტჩემი სიდნეის გეი და ლესბი კარნავალს წინამძღვრობს

გასულ ვიქენდზე სიდნეიში ტრადიციული გეი და ლესბი "მარდი გრასი" ანუ კარნავალი ჩატარდა. 1978 წლიდან მოყოლებული სიდნეის გეი და ლესბი კარნავალი უდიდესია მსოფლიოში. კარნავალის კოლონებს გასული წლის მსოფლიოს გეი სამყაროს საერთაშორისო გმირი მეტიუ მიტჩემი წარუძღვა. ჩემი აზრით მიტჩემმა მანდვილად დაიმსახურა ყოველი ჩვენთაგანის პატივისცემა მართლა გმირობისათვის საკუთარი თავის, ქვეყნის და რაც მთავარია "ჩვენი" საზოგადოების სასახელოდ.


სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი გეი ივენთის მეთაურობა პატივიცაა და რაც მთავარია პატარას ძალიან უხდება. თუმცა უკვე პატრა აღარაა :) მიტჩემი 2 მარტს 21 წლის გახდა, ანუ სრულწლოვანების ასაკს მიაღწია :)

ნახეთ კარნავალის ვიდეო და ძალიან საყვარელი მეთიუ. ძალიან მინდა იქ ყოფნააა :'((

ძველი პოსტები მეთიუ მიტჩემზე ნახეთ აქ!

Sunday, March 8, 2009

პატარა ქალაქის ბიჭები

ფოტოგრაფმა მარიანო ვივანკომ (Mariano Vivanco) ჟურნალისათვის « Numéro Homme » ახალი ფოტოსერია "პატარა ქალაქის ბიჭები" გადაიღო. ფოტოები ვივანკოს ჩვეულ და გენიალურ სტილშია გადაღებული; ცხელი ბიჭებით, პატარა ამერიკული ქალაქებისათვის დამახასიათებელი ზმანით, ჯინსებით, "პადწიაჟკებით" და უნიფორმით. მოკლედ, კლასიკური გეი ფანტაზია რა :) ისე შთაბეჭდილება მრჩება რომ მოდაში 80-იანი წლები ბრუნდება. იმედია დაბრუნება მარტო "ვარიონკა" ჯისებით არ იგეგმება და 80-იანებისათვის დამახასიათებელი კომპლექტი სრულიად იქნება წარმოდგენილი - თავისი მუსიკით, სექსით, ახალი აღმოჩენებითა და საინტერესო ხალხით - ოღონდ პირამიდა ჯინსების გარეშე :)) (დარწმუნებული ვარ 80-იანების ბოლოდ დაბადებული მკითხველები ვერც ერთ სიტყვას ვერ გაიგებდით ამ ჩამონათვალიდან, შედარებით უფროსს თაობას კი კარგად ემახსოვრება).

მოდელი ალან ქერი (Alan Carey)



მოდელი პრებენდს რეიდი (Prebends Reid)



მოდელი საიმონ ნესმანი (Simon Nessman)



ბმულჩიკები:
წინა პოსტები მარიანო ვივანკოს ფოტოებით ამავე ბლოგზე - დააწკაპუნეთ აქ!
მარიანო ვივანკოს ოფიციალური საიტი - დააწკაპუნეთ აქ!

სარვამარტო სიურპრიზი მარჯ სიმპსონისაგან; პლიუს ბონუსი

სამწუხაროდ ბლოგზე ხშირად ვერ ვახერხებ ლესბი ამბების განთავსებას. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ მაგ საკითხებში საკმაოდ გაუთვითცნობიერებელი ვარ და მიჭირს ან თემის არჩევა ან სურათების იმ გემოვნებით შერჩევა, რომელიც ორიენტაციით ჩვენი (გეების) "ნათესავების" გემოვნებას დააკმაყოფილებს. არ ვამბობ, რომ რთულია, უბრალოდ ჩემთვის უცხო სფეროა. გეებთან ბევრად ადვილია - ცოტა გემოვნება, ცოტა ჰომოეროტიკა, ცოტა კუტუმიცინი, ცოტა "პერო" და ციცინათელები და ეგაა :)) მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბალაყუნო პატარა სიურპრიზი სიმპსონების ჰომოსექსუალ ფანებს (ქალებსაც და კაცებსაც). მარჯ სიმპსონი ქალთან ზასაობს. მე მაგრა გამისწორდა :)) იმედია თქვენც :))

ხო, ბონუსი კი მეორე ვიდეოა, იმდენად ვნებიანი ლესბი ზასით, რომ მეც კი რაღაც სისხლი ამიშხაპუნდა. 8 მარტს გილოცავთ ჩემო კარგებო ;)
მეორე ვიდეო. (ლინკი YouTube-ზე გადაგიყვანთ). ნახეთ ემილის და ნაომის კოცნა სერიალიდან - Skins

გრძნობები

ძალიან მომენატრა ჩემი ბლოგი. იმედია მომავალ კვირაში გავცოცხლდები და ჩვეული პერიოდულობით გავაგრძელებ პოსტვას :) ახლა კი, როგორც "ექსკუზი" ამ სურათებს ვპოსტავ. ფოტოები სარეკლამო კამპანიისათვისაა გადაღებული თუ არ ვცდები, თუმცა ამ ფოტოებმა მე პირადად ბევრი ნაცნობი ემოცია გამახსენა და რაღაც მელანქოლიურ რომანტიკულ განწყობაზე მომიყვანა. მოდელები არც თუ ისე მილაშკები არიან, თუმცა ფოტოები იმდენად მგრძნობიარეა, რომ ორივე უსაყვარლესად გამოიყურება. და კიდევ, 8 მარტს გილოცავთ გოგოებო ;)









Blog Widget by LinkWithin