Showing posts sorted by relevance for query Matthew Mitcham. Sort by date Show all posts
Showing posts sorted by relevance for query Matthew Mitcham. Sort by date Show all posts

Monday, March 9, 2009

მეთიუ მიტჩემი სიდნეის გეი და ლესბი კარნავალს წინამძღვრობს

გასულ ვიქენდზე სიდნეიში ტრადიციული გეი და ლესბი "მარდი გრასი" ანუ კარნავალი ჩატარდა. 1978 წლიდან მოყოლებული სიდნეის გეი და ლესბი კარნავალი უდიდესია მსოფლიოში. კარნავალის კოლონებს გასული წლის მსოფლიოს გეი სამყაროს საერთაშორისო გმირი მეტიუ მიტჩემი წარუძღვა. ჩემი აზრით მიტჩემმა მანდვილად დაიმსახურა ყოველი ჩვენთაგანის პატივისცემა მართლა გმირობისათვის საკუთარი თავის, ქვეყნის და რაც მთავარია "ჩვენი" საზოგადოების სასახელოდ.


სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი გეი ივენთის მეთაურობა პატივიცაა და რაც მთავარია პატარას ძალიან უხდება. თუმცა უკვე პატრა აღარაა :) მიტჩემი 2 მარტს 21 წლის გახდა, ანუ სრულწლოვანების ასაკს მიაღწია :)

ნახეთ კარნავალის ვიდეო და ძალიან საყვარელი მეთიუ. ძალიან მინდა იქ ყოფნააა :'((

ძველი პოსტები მეთიუ მიტჩემზე ნახეთ აქ!

Wednesday, February 4, 2009

მეთიუ მიტჩემი კვლავ სპონსორის გარეშე რჩება

პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი მეთიუ მიტჩემი (Matthew Mitcham ), რომელიც ერთადერთი "ღია" ჰომოსექსუალი ოლიმპიელი იყო, მსოფლიო საზოგადოებისა და გეი ქომიუნითის ყურადღების ცენტრშია. მიტჩემი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, და დიდი შემართებითაა განწყობილი შემდგომ ოლიმპიადაზე უფრო მეტი წარმატების მისაღწევად. თუმცა, მეთიუმ ჟურნალ Advocate-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა სინანულით აღნიშნა რომ სამწუხაროდ კვლავ არ ყავს სპონსორი, რომელიც აუციებელია ოლიმპიადანმდე ინტენსიური მომზადების დასაფინანსებლად. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მიტჩემის ქამინ აუთი დამაფრთხობელი იყო ბევრი კომპანიისათვის და თავს არიდებენ ცისფერი სპორტსმენის დაფინანსებას და მის სახელთან საკუთარი ბრენდის სახელის დაკავშირებას.

ამ მოსაზრებას მეთიც იზიარებს. მეთმა არაერთხელ გააპროტესტა მედია კომპანიების მიერ მისი და მისი პარტნიორის დისკრიმინირება. ოლიმპიადიდან ჩართვებისას სპორტსმენებს ყოველთვის გულშემატკივრობდნენ მათი ოჯახის წევრები და ჟურნალისტები სავალდებულო სახით გადასცემდნენ მათ კომენტარებსა და განცდებს. მეთის მეუღლე კი თითქმის ყოველთვის კადრიდან იყო ამოჭრილი. ჰომოფობ მედია მაგნატებს არ სურთ გეის ოქროს მედალოსანი ოლიმპიელის სახელთან ასოცირება. და გარკვეულწილად სურთ სხვა ოლიმპიელების დაშინება, რომლებიც ჯერ კიდევ მალავენ საკუთარ ორიენტაციას. დარწმუნებული ვარ 2012ში ლონდონის ოლიმპიადაზე ეს ხრიკი აღარავის გაუვა.

სანამ გეი საზოგადოება ჟივილ ხივილით აღნიშნავს პირველი გეი ოლიმპიელის ოქროს მედალს და მისი ულამაზესი ტანის კუნთების ცქერით ტკბება, მეთ მიტჩემი ძვირადღირებულ დროს აცდენს დაფინანსების არარსებობის გამო. იმედი მაქვს ჟურნალი Advocate თავისი გავლენით ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას.

ახლა კი, ძალიან საყვარელი და ძალიან საამაყო მეთი!







Blog Widget by LinkWithin