Saturday, November 15, 2008

აბა ვისი ტაკოებია?

Yummyyyyy....... ;)
კარგია არა???? ;)

ჩვენი (ქართველების, რა..) სიამაყე!

Thursday, November 13, 2008

ოდეკოლონი გეი მამაკაცის ცხოვრებაში

ოდეკოლონი მამაკაცის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია. ოდეკოლონის სუნი ბევრს ამბობს მისი მეპატრონის ხასიათის, თვისებების, განწყობისა და სტილის შესახებ. ოდეკოლონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეი საყაროში. არჩევანის მრავალფეროვნება ხშირად დამაბნეველია და გვირთულებს გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში პარფიუმერიის ინდუსტრიამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ ყველა უგერგილო "სელებითის" სურვილი აქვს შექმნას საკუთარი სუნამო და შეასაღოს დაბნეულ მომხმარებელს. არადა ინგრედიენტები როგორც წესი ერთიდაიგივეა თუმცა კომბინაციების უსასრულო შესაძლებლობას იძლევა. პარფიუმერიის რეკლამა უზარმაზარ მასშტაბებს ღებულობს და ხშირად პარფიუმს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობთ რომ მასზე ლამაზი ბიჭია გამოსახული, ან კონსულტანტი გოგონა იმდენად გვაბნევს რომ მზად ვართ ყველაფერი შევიძინოთ ოღონდ გავაღწიოთ მაღაზიიდან.

მინდა რამოდენიმე რჩევა გაგიზიაროთ ოდეკოლონის მოხამრებასთან დაკავშირებით და ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ ასორტიმენტთან დაკავშირებით.


ოდეკოლონი ინტიმური სითხეა და თავისთავად არსებობს წესები რომელიც მნიშვნელოვანია დავიცვათ, რადგან ნებისმიერ ინტიმურ საქმეში მნიშვნელოვანია სექსუალურობა და არა სიპახაბნე.

დაისხით მცირე პორციები. დიდი ოდენობით დასხმული პარფიუმი ხშირად გამაღიზიანებელია გარსშემომყოფთათვის და დიდი ოდენობით მისი გამოყენება უდონობად. ოდეკოლონის სუნი არ უნდა გაწუხებდეთ არც თქვენ და არც სხვას. სუნი მხოლოდ პირად სივცეში მოახლოებისას უნდა იგრძნობოდეს. პარფიუმის სურნელი ასე უფრო ინტიმური ხდება. გახსოვდეთ რომ ხშირი გამოყენებისას თქვენ ვეღარ გრძნობთ ოდეკოლონის სუნს, თუმცა სხვები ამას კარგად გრძნობენ.

ნუ გამოყენებთ ოდეკოლონს სხვა სუნებთან კომბინაციაში, მაგალითად გაპარსვის შემდეგ წასმული ავთერშეივი სრულიად სხვა არომატს სძენს თქვენს პარფიუმს. ამიტომ ისარგებლეთ ან უსუნო ავთერშეივით ან ჩამოიბანეთ ოდეკოლონის დასხმის წინ.

ცუდი ტონია ყოველ დღე სხვადასხვა ოდეკოლონის გამოყენება. ეს თქვენს ინდივიდუალურობას აკნინებს. თანაც როგორც წესი ტანისამოსი ადვილად ითვისებს წინა დღით დასხმული კოლონის სუნს და ერევა ახლადდასხმულს. რაც საბოლოო ჯამში საზიზღარ ეფექტს გვაძლევს. აირჩიეთ ერთო ან ორი სახის კოლონი და თუ მაინცდამაინც ახლ სუნზე გადასხვლა გინდათ, შეიძინეთ ახალი ძველი კოლონის გათავების შემდეგ. მე მაგალითად მსოლოდ ორი სახის სუნამოს ვხმარობ (რა თმა უნდა ცალ ცალკე, ერთიდან მეორეზე მხოლოდ რამოდენიმე კვირის ან თვის შემდეგ გადავდივარ). გაითვალისწინეთ რომ თქვენ არა მარტო სახით არამედ სუნითაც გცნობენ გარშემომყოფნი.
არანაირად არ დაისხათ სხეულზე შხაპის გადავლების გარეშე (მითუმეტეს თუ წინა დღის სხვა პარფიუმი იხმარეთ). ყველა ადამიანი თავისი უნიკალური სუნის მფლობელია. კოლონის სურნელი თქვენი სხეულის სუნთან შერევისას ქმნის განსაკუთრებულ ეფექტს. ამიტომ ეს კოლონის არჩევისასაც გაითვალისწინეთ. ის რაც უხდება სხვას შეიძლება არ მოგიხდეთ თქვენ. უმჯობესია თუ ტესტერს კანზე დაისხავთ და რამოდენიმე საათის შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას თუ რომელი კოლონი იყიდოთ. სხეულის სუნი სწორედ უნიკალურობას სძენს პარფიუმს და ქმნის მრავალფეროვნებას. ერთი და იგივე სუნამო სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ეფექტს იძლევა.

სუნამოს შეძენისას ნუ ეძგერებით ერთდროულად რამოდენიმეს. ეს დამაბნეველია. ნუ დაისხავთ ხელზე რამოდენიმე სუნამოს, აუცილებლად დაიბნევით. და გაითვალისწინეთ რომ სუნამო მაღაზიაში სხვა არომატს იძლევა და გარეთ სხვას. შეძენისას ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს მოდურია თუ არა ოდეკოლონი. მოდურია ის სუნი რომელიც თქვენ გიხდებათ.
როგორც წესი სასურველია ზამთარში უფრო თბილი, მოტკბო სუნები გამოიყენოთ. აი ზაფხულში კი ტკბილი სუნი გამაღიზიანებელია. ამიტომ გირჩევთ გრილი არომატის არჩევას.
არასოდეს დაისხათ ოდეკოლონი ტანისამოსზე. მხოლოდ სხეულზე. უჯობესია კისერთან, ყურთან ახლოს, იქ სადაც არტერიები გადის. სისხლის პულსაცია ხელს უწყობს არომატის გაფანტვას. დასხმა შესაძლებელია მაჯებზეც. არანაირად არ მიისხათ იღლიებთან (ეს საშინელებაა). და თუ სასიამოვნო პაემანი გაქვთ წინ და მაინცდამაინც გინდათ "თქვენს პატარა მეგობარსაც" კოლონის სუნი ასდიოდეს დაისხით ძალიან მცირე ოდენობით. ისაც დიდი ხნით ადრე და შეეცადეთ არომატის პირველი ფაზა (ასე 10 წთ) არა ტრუსებში არამედ სუფთა ჰაერზე აორთქლდეს. ვგულისხმობ იმას რომ ტრუსებს ეგრევე ნუ აიწევთ და რაც მთავარია პარფიუმი თქვენი მეგობრის თავს მოარიდეთ. მიისხით მხოლოდ ბოქვენზე. (ისე მე მაინც არ გირჩევდით ამის გაკეთებას) რა თქმა უნდა დაისხით მხოლოდ დაბანილ ტანზე!

ნებისმიერ პარფიუმს რამოდენიმე ფაზა აქვს. პირველი მძაფრი ფაზა მალევე გადის, რის შემდეგაც ძიღითადი ფაზა იწყება. ასე 4 საათის შემდეგ კი მესამე ტონი იწყებს გამოვლინებას. ამიტომ შერჩევისას ჯობია ყურადღებას ამ სამივე ფაზას მიაქციოთ. რაც მთავარია, პარფიუმი უნდა მოგწონდეთ არამარტო თქვენ, არამედ იმ ხალხსაც ვინც თქვენტან ყველაზე ხშირადაა.


როგორც უკვე ვთქვი სურნელის არჩევა ძალიან ინტიმური რამეა. ამიტომ მაინცდამაინც ნუ იყიდით საჩუქრად, თუ რა თქმა უნდა არ იცით რომ იდ ადამიანი ამ სუნს ხმარობს, ან მისი ყიდვა უნდა. აჩუქეთ სასაჩუქრე ვაუჩერი (ეს უკვე ყველა პარიუმერიის მაღაზიას აქვს თბილისში) და ამით პარფიუმის არჩევის მხიარულებასაც არ მოაკლებთ თქვენს მეგობარს. პარფიუმერიის მაღაზია გარწმუნებთ ყველა გეისთვის სათაყვანებელი ადგილია. და კიდევ, ნამეტანი ნუ ენდობით კონსულტანტი გოგონების რჩევას. გახსოვდეთ რომ მათ პროდუქტია აქვთ გასასაღებელი. და კიდევ, პარფიუმერია მხოლოდ მაღაზიაში იყიდეთ!

კიდევ ერთი ეშმაკობა მათთვის ვისაც წინ "დეითი" ელოდება. პაემანზე წასვლის წინ გაითვალისწინეთ თქვენი პარტნიორის სიმაღლე. თუ ის თქვენის სიმაღლისაა ან ცოტათი დაბალია, ოდეკოლონი ყელის არში დაისხით. თუ თქვენზე მაღალი მაშინ ერთი მისხმა თმაზეც მიისხურეთ. ჩახუტებისას, თუნდაც გვერდი გვერდ სიარულისას ვნებას უფრო გააძლიერებს. ნუ გააკეთებთ ამას ხშირად თორემ თმებს დაემშვიდობებით!

ახლა ასორტიმენტს რაც შეეხება. ჩემი აზრით ყველა ლეგენდარული არომატი პარფიუმერებმა 80-90 წლებში შექმნეს. დიდი ხანია ახალი გამორჩეული სურნელი არავის გამოშვია. თუ პარფიუმერი წელიწადში 2 სუნს უშვებს ეს უკვე კომერციაა და გოიმების დაგოიმება. ყველა ჩართი და ამ საკითხში გარკვეული ადამიანი უპირატესობას ძველ, ლეგენდარულ სუნებს აძლევს. ჩემს ჩამონათვალში მოყვანილი ოდეკოლონების 98% 2000 წლამდეა შექმნილი. ამ არომატებს მასა დიდი ხანია მასიურად აღარ იყენებს. ამიტომ ინდივიდუალურობის მიღწევა ამ პარფიუმერიით უფრო შესაძლებელია. 16 საუკეთესო ოდეკოლონი ჩემი ჩამონათვალია. აქედან მხოლოდ 4-5 თუ ვხმარობ საერთოდ. ისნი საკმაოდაა განსხვავებული ერთმანეთისაგან და არ შეიძლება ყველას იდეალურად მოუხდეს. მათი თანმიმდევრობა პირობითია და არა ხარისხის მიხედვით.

1. Le Male - Jean Paul Gaultier
2. Hugo - Hugo Boss
3. Black Code - Giorgio Armani
4. Aqua Di Gio - Giorgio Armani
5. L'Eau D'Issey - Issey Miyake
6. Yves Saint Laurent M7

7. Eternity -CK
8. Clinique Happy for Men
9. One- CK
10. Be - CK
11. Pi - Givenchy
12. Joop Nightflight - Joop!
13. Fierce - Abercrombie
14. Paco - Paco Rabanne
15. Cool Water - Davidoff
16. Angel - Thierry Mugler
წარმატებებს გისურვებთ!

Wednesday, November 12, 2008

მარკ უოლბერგის ძალიან ძველი მაგრამ ძაალიან გემრიელი ვიდეო

ინტერნეტში მარკ უოლბერგის ძველისძველ სარეკლამო კლიპს გადავაწყდი. CK-ს ტრუსების შესანიშნავად გამოიყურება უოლბერგის გემრიელ ტაკოებზე. გაიხსენეთ წარსული ;)

ისე ბევრს არც კი ახსოვს, რომ უოლბერგის კარიერა მუსიკით დაიწყო. 90-ანებში მარკ უოლბერგი რეპერი მარკი მარკი იყო. Marky Mark and the Funky Bunch დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, ხოლო VH1-მა მარკი მარკი 1990 წლების ყველაზე ცხელი მომღერალების 40-ეულში 1 ნომრად დაასახელა. დღეს ის ძალიან წარმატებული პროდიუსერი და მსახიობია. იყო ნომინირებული ოსკარზე და პატივი ქონდა ეთამაშა ისეთ მსახიობენთან ერთად რომელბსაც სკორსეზემ The Departed-ში მოუყარა თავი.



მარკ უოლბერგს ახალგაზრდობაში რამოდენიმე ჰომოფობიური გამოხტომაც ქონდა. ბრიტანეთის ტელევიზიის პოპულარულ თოქ-შოუში უოლბერგი შაბა რანკსთან ერთად იყო მიწვეული სტუმრად. შაბა რანკსმა ურცხვად განაცხადა, რომ "ყველა გეი მსხვერპლად უნდა შეეწირად თავიანთი ცოდვებისათვის". უოლბერგმა ხმა არ ამოიღო და ამით თითქოს დაეთანხმა გამოსირებული შაბას სიტყვებს. თუმცა მოგვიანებით უოლბერგმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ იმდენადა დაიბნა რომ ვერ მოახერხა შეკამათებოდა "მომღერალს". ცხოვრება მიდის და ასეთი რაღაცეები წლების შემდეგ ავიწყდება ხალხს. უოლბერგი გეების ყველაზე სასურველ მამაკაცთა ლისთებში ყოვლეთვის წამყვან ადგილებზეა. სხვათაშორის უოლბერგი ერთ ერთი ყველაზე რეალური კანდიდატურა იყო ენგ ლის ფილმში "კუზიანი მთა" მთავარ როლზე. თუმცა როგორც თანამშრომლობა რაღაც არ გამოვიდა.


ძალიანაც კარგი თუ არ გამოვიდა, ენგ ლის ნამდვილად არ შეშლია ფილმისთვის მსახიობების შერჩევა.

მარკ უოლბერგი, დღეს ძალიან მდიდარი, წარმატებული მსახიობი და კარგი მეოჯახეა. თუმცა 90-იან წლების თავქარიანობა, რეპერობა, კოკაინი და 25-ჯერ ბოსტონის პოლიციაში გატარებული ღამე მაინც მისი ისტორიის ნაწილად რჩება.


ფეხბურთი და მოკრძალებული ფანტაზია

რაღაც ფანტაზიებმა შემაწუხა დღეს სპორტულ თემებზე და რამოდენიმე კითხვა და აზრი დამებადა რომელიც გადავწყვიტე ბლოგზე გამეზიარებინა ;)

ძააალიან სექსია დევიდ ვილლა..

მაგრამ მარტო რატომ წვალობს ვერ გავიგე.. დაგვიძახოს და ვანახებთ ეგ როგორ კეთდება ;)

ვილლაზე ხომ ვგიჟდები მარა კასილასზეც ჭკუა მეკეტება.... და ორივე ერთად რა მაგარია?...


აი ამსურათმა კი გამაგიჯა... ბიჭებო მესამე გჭირდებათ აშკარად და არ იცით ამის შესახებ.. დამირეკეთ და მანდ ვარ :)) მარა, მერე ეგრევე მუხათგვერდში მომიწევდა! კასილასს და ვილას ერთად ნაღდად ვერ გაუძლებდა ჩემი ბებერი გული :)))

ასევე მაბოდებს ფერნანდო ტორესზე.. ნახეთ რა სიხარულია :) თითქოს ძალიან მორცხვი და მორიდებულია, მარა რას ურტყავს????


ასე რომ შემოგაფრინდება, მერე ვეღარ იყვი მორცხვი და ნაზიაო :))



ისე ერთი რჩევა არა მარტო ტორესს: როცა ასეთი ღირსების მეპატრონე ხარ, ჯობია პლავკები გაიხადო და ზღვაში ისე შეხვიდე... რა მოწყენილია და რა ეულია.... არა, მაინც ნაზი და მორცხვია.. უფრო p ვიდერე a
მე ორივე მაწყობს :)))ფეხბურთელებზე რადგან ვბაზრობთ კრიშტიანუს გარეშე ვერ დავასრულებ :)

ძალიან უხდება ეს მაისური, მის მამაკაცურობას მთელი სილამაზით წარმოაჩენს..

რატო წუწნი ბიჭო თითებს... ისე მეც მიყვარდა ახალგარდზობაში :)))) არა??
რას არ გავიღებდი რომ ამ სურათში სქოლარის ადგილას ვყოფილიყავი. ჰიჰიჰიიი...
მოკლედ, მე კიდევ ბევრი ვინმე მაგიჟებს და ასე რომ გავაგრძელო ძალიან შორს შევტოპავ. ტაკ ჩტო პაკაა ;)

გაიცანით ჰოლანდიელი ოლიმპიელი ეპკე ზონდერლანდი

ჰოლანდიელმა ოლიმპიელმა ათლეტმა ეპკე ზონდერლანდმა ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთა :). სამწუხაროდ პეკინში ოქროს აღება ვერ მოახერხა, მაგრამ რად გინდა ოქრო როცა ასეთი განძის მატარებელი ხარ ;)

ისე, ნეტა ქართველი ოლიმპიელები როგორი იქნებოდნენ??? ... მე მგონი ეპკეს არავინ ჩამოუვარდებოდა, განსაკუთრებით ზოგ ზოგიერთები ;) მარა რათ გინდა... არ უნდათ რომ ხალხს კიდევ ერთხელ ასიამოვნონ! იფ იფ იფფფ.... :))

Monday, November 10, 2008

წყალქვეშ და რამე.... უუუ ვიდეო

ყოვლეთვის მინდოდა მეცადა წყალქვეშ ;) ძალიან მაგარი ვიდეოა. აუცილებლად ნახეთ!

Saturday, November 8, 2008

სიყვარულის ისტორია ბანკოკიდან (Bangkok Love Story)

ძალიან საყვარელი გეი ფილმი, რომელიც ჩემდა გასაოცრად ტრილერის პონტშია აწყობილი. კრიმინალი, ქუჩური გარჩევა, ორი „ძერსკი“ მაგრამ ძალიან სიმპატიური ბიჭი, რომელებიც „ქუჩაში“ იწყებენ ურთიერთობას და ლოგინში აგრძელებენ. სხვისგან დამალული სიყვარული, საიდუმლო შეხვედრები და ოცი წელი წომელიც წამიერად გადის, მაგრამ გრძნობებს ვერაფერს უშავებს. ფილმი „კუზიან მთას“ წააგავს, თუმცა არის სცენები რომელიც „The Talented Mr. Ripley” ეხმაურება, ჯად ლოს და მეთ დეიმონის რომანტიულ გარეირნებას გაგახსენებთ სკუტერით.
ოპერატორი შსანიშნავად მუშაობს და იმდენად სექსუალურად წარმოაჩენს ორი მაჩოს შიშველ სხეულს, რომ ნერწყვის ყლაპვით დაიღლებით. ფილმი მგრძნობიარე მელოდრამაა, თუმცა გულში ძალიან მაცდუნებელ აზრებს გიღვივებს. მიმზიდველი სასიყვარული სცენები, წვიმაში დანამული სხეული, მამაკაცის ულამაზესი კანის დეტალები, ვნებიანი კანი, სექსის ოფლის ნამი შიშველ სხეულზე... მოკლედ გაჩითეთ სადმე და აუცილებლად ნახეთ.

ესეც ფილმის ტრაილერი.



და ესეც არაოფიციალური ტრაილერი. მმმაგარია ;)

Thursday, November 6, 2008

დღეს სამყარო შეიცვალა

ბავშობიდან მჯეროდა, რომ იქ სადღაც ოკეანის გადაღმა შეგიძლია მიაღწიო ყველაფრს, შეგიძლია იყო თავისუფალი, შეგიძლია იყო ბედნიერი, შეგიძლია იყო ის ვინცა ხარ, შეგიძლია დაიბადო შავკანიანად მაგრამ გახდე პრეზიდენტი. დღეს ობამამ დაამტკიცა, რომ „ამერიკული ოცნება“ არსებობს და ეს მხოლოდ ჰოლივუდის ლამაზი ფილმი არაა. დღეს ამერიკელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სუპერ სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. დღეს სამყარო მართლა შეიცვალა. დემოკრატები ბრუნდებიან და მათთან ერთად ბრუნდება იმედი სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის. ეს მთელს მსოფლიოს და საქართველოსაც შეეხება მომავალში.

არ მინდა ბევრი გავაგრძელო და იმაზე ვილაპარაკო რატომ უხარია მთელ „ჩვენს ქომიუნითის“ დემოკრატების დაბრუნება და ობამას გამარჯვება. პოსტს მადონას ფრაზით იმ დავამთავრებ დღეს რომ თქვა ამ ამბის გაგების შემდეგ - „დღეს ყველაზე მაგარი დღეა ჩემს ცხოვრებაში!“



Saturday, November 1, 2008

უილიამი თუ ჰარი?

პაუზა გამიგრძელდა.. უბრალოდ აქ არ გახლდით და იქ სადაც ვიყავი ბლოგებზე გამიჭირდა ფიქრი ;)

ლონდონი ცივი, ნესტიანი, ნისლიანი ქალაქია, რომელიც ბევრს დეპრესიას ან უახსიათობას კიდებს. განსაკუთრებით არასოდეს მიყვარდა, ამ თვისების გამო... თუმცა თუ თბილისური „ზასტოი“ ჭკუიდან გადაგიყვანს და გრილსა და ნოტიო ჰაერს ნისლიან ალბიონზე ერთი ორჯერ გადაყლაპავ, სუსხს ყურადღებას აღარ აქცევ და ადუღებული კლაბინგისა და გარყვნილების მორევში ეშვები. ცივი ქალაქი ცხელი კლუბებით გამორჩევა და თუ გრილი ინგლისური ტემპერამენტი არ გაკმაყოფილებთ შეგიძლიათ ნებირმიერი ტემპერამენტის, ფერისა და ფორმის „რომანჩიკებს“გადაეყაროთ(ხო, ახლა ასე ეძახიან..) . ველური თავაშვების შემდეგ კი დილით მიირთვათ ინგლიშ ბრექვეს თი და ფრანგული კრუასანი (ფრანგული იმიტომ რომ ინგლისური საჭმელი არ გაიშვა ხელიდან... ნუ ჩაიზე არაფერს ვამბობ :)), როგორც ნამდვილმა ჯენტელმენმა (ნუ უფრო ლეიდიმ) და ისაუბრო იმდენად განყენებულ თემებზე რომ ნერვიც კი არ აგიტოკდებათ. მაგალითად პრინცი უილიამი უფრო სექსია თუ ჰარი... :)))

ხოდა, გამომგზავრების წინ ვკამათობდით მე და ჩემი ძველი მეგობარი და გადავწყვიტე ამ თემითვე გამეგრძელებინა... ჰარი აშკარად უფრო სექსია... ქართული სტანდარტით უილიამი შეიძლება უფრო სიმპოა, მაგრამ ჰარიში არის რაღაც ველური და დაუოკებელი... თან როგორც თიმოტი მიმტკიცებდა უზარმაზარი „ღირსება“ გააჩნიაო.... ;)

პრესას თვალი გადავავლე და საინტერესო ფაქტს წავაწყდი. „სწორხაზოვანი“ გოგონები უილიამზე კარგავენ ჭკუას... აი „გზა-კვალ ახლართული“ ბიჭუნები კი ჰარიზე ეცემიან ;) ყველაზე მეტად კი იმაზე ვიკაიფე რომ ამ თემაზე დიდი კვლევებია ჩატარებული და ვერდიქტი მტკიცედაა გამოტანილია. გემოვნებიანი გეი სზოგადოება პრინც უილიამს, პინც ჰარის ამჯობინებს ;) თანაც ჩვენნაირად „თავქარიანი“, გართობის მოყვარული და კლაბერი ყოფილა.. ავღანური ვოიაჟებიდან გამომდინარე კი ვასკვნი რომ აშკარად „უინიფორმაც“ ყვარებია :)...
ბევრს აღარ გავაგრძელებ თორემ, რაღაც გეოგრაფ გია ჭანტურიას ვემსგავსები :))
(ჰარი ავღანეთში მსახურობდა, მისი უდიებულესობის სამშვიდობო შენაერთებში. როგორია?)
Blog Widget by LinkWithin