Saturday, November 1, 2008

უილიამი თუ ჰარი?

პაუზა გამიგრძელდა.. უბრალოდ აქ არ გახლდით და იქ სადაც ვიყავი ბლოგებზე გამიჭირდა ფიქრი ;)

ლონდონი ცივი, ნესტიანი, ნისლიანი ქალაქია, რომელიც ბევრს დეპრესიას ან უახსიათობას კიდებს. განსაკუთრებით არასოდეს მიყვარდა, ამ თვისების გამო... თუმცა თუ თბილისური „ზასტოი“ ჭკუიდან გადაგიყვანს და გრილსა და ნოტიო ჰაერს ნისლიან ალბიონზე ერთი ორჯერ გადაყლაპავ, სუსხს ყურადღებას აღარ აქცევ და ადუღებული კლაბინგისა და გარყვნილების მორევში ეშვები. ცივი ქალაქი ცხელი კლუბებით გამორჩევა და თუ გრილი ინგლისური ტემპერამენტი არ გაკმაყოფილებთ შეგიძლიათ ნებირმიერი ტემპერამენტის, ფერისა და ფორმის „რომანჩიკებს“გადაეყაროთ(ხო, ახლა ასე ეძახიან..) . ველური თავაშვების შემდეგ კი დილით მიირთვათ ინგლიშ ბრექვეს თი და ფრანგული კრუასანი (ფრანგული იმიტომ რომ ინგლისური საჭმელი არ გაიშვა ხელიდან... ნუ ჩაიზე არაფერს ვამბობ :)), როგორც ნამდვილმა ჯენტელმენმა (ნუ უფრო ლეიდიმ) და ისაუბრო იმდენად განყენებულ თემებზე რომ ნერვიც კი არ აგიტოკდებათ. მაგალითად პრინცი უილიამი უფრო სექსია თუ ჰარი... :)))

ხოდა, გამომგზავრების წინ ვკამათობდით მე და ჩემი ძველი მეგობარი და გადავწყვიტე ამ თემითვე გამეგრძელებინა... ჰარი აშკარად უფრო სექსია... ქართული სტანდარტით უილიამი შეიძლება უფრო სიმპოა, მაგრამ ჰარიში არის რაღაც ველური და დაუოკებელი... თან როგორც თიმოტი მიმტკიცებდა უზარმაზარი „ღირსება“ გააჩნიაო.... ;)

პრესას თვალი გადავავლე და საინტერესო ფაქტს წავაწყდი. „სწორხაზოვანი“ გოგონები უილიამზე კარგავენ ჭკუას... აი „გზა-კვალ ახლართული“ ბიჭუნები კი ჰარიზე ეცემიან ;) ყველაზე მეტად კი იმაზე ვიკაიფე რომ ამ თემაზე დიდი კვლევებია ჩატარებული და ვერდიქტი მტკიცედაა გამოტანილია. გემოვნებიანი გეი სზოგადოება პრინც უილიამს, პინც ჰარის ამჯობინებს ;) თანაც ჩვენნაირად „თავქარიანი“, გართობის მოყვარული და კლაბერი ყოფილა.. ავღანური ვოიაჟებიდან გამომდინარე კი ვასკვნი რომ აშკარად „უინიფორმაც“ ყვარებია :)...
ბევრს აღარ გავაგრძელებ თორემ, რაღაც გეოგრაფ გია ჭანტურიას ვემსგავსები :))
(ჰარი ავღანეთში მსახურობდა, მისი უდიებულესობის სამშვიდობო შენაერთებში. როგორია?)

2 comments:

Alexander said...

ჰარი გიჟია და გადარეული, ამითაც იზიდავს ალბათ გეებს. ქართველი გეების მაგალითზე რომ ავიღოთ, გაცნობის საიტზე უმეტესობას უწერია – ქალაჩუნები, მანერულები, დევკები და პიდოვკები შორს ჩემგანო. ხო და ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ადვილი გასაგებია, რატომაც მოსწონთ ჰარი.
გადასარევი სხეული აქვს და მისი რიჟა თმის საფარი "დიდ სიურპრიზებს" პირდება იმ ბედნიერს, ვისაც საშუალება ექნება ნახოს, რა იმალება მის შარვალში :) ნამდვილად არ ვიტყოდი უარს ასეთ გიჟთან გართობაზე. ერთი არ მესმის მხოლოდ, დაყლევებულ მამამის ასეთი შვილები როგორ გამოუვიდა. შეიძლება ეს ბიჭები სულაც არ არიან მაგისი შვილები :)

Anonymous said...

ისე გავკვნიტავდი მაგ ეშმაკუნას, თვალსაც არ დავახამხამებდი! ძალიან, ძალიან სექსია!

Blog Widget by LinkWithin