Tuesday, June 23, 2009

ზაფხულის ყველაზე მოდური რამე რუმეები

ინტერნეტ ჟურნალმა Out.com-მა ზაფხულის ყვეალზე ძერზკი შმოდკები შეარჩია და ფოტოგრაფ დაგ ინგლიშს ბაჰამის კუნძულებზე პატარა ფოტო ფანტაზია "მინდა რომ ჩემთან იყო" დაუკვეთა. ის, თუ რა გამოვიდა აქედან, თავად შეგიძლიათ იხილოთ. მე კი დავამატებ, რომ დიდი სიამოვნებით წავიშოპინგებდი, მაგრამ სად? ჟან პოლ გოწიეს და დოლჩე გაბანას "კოლექციები" თბილიში (ვაკე, ლილო, სულ ერთია სად), რომ იყიდება კუს ტბაზეც კი სირცხვილია ჩაიცვას თავმოყვარე ადამიანმა.


შორტები და პერანგი Louis Vuitton-ისაგან.


მარცხნივ: საცურაო ტრუსები Jean Paul Gaultier-საგან.
მარჯვნივ: ლურჯი, მოკლე საცურაო ტრუსები Moschino-საგან. საცურაო ტრუსები -ცისფერი თეთრი ზოლებით Dolce & Gabbana-საგან.


თეთრი პერანგი და მუქი ლურჯი შარვალი Burberry Prorsum-საგან. ყავისფერი ქამარი Giorgio Armani-საგან. მზის სათვალე Linda Farrow Luxe-ისაგან.


მარცხნივ: კრემისფერი ჟაკეტი Banana Republic. მუქი ლურჯი საცურაო ტრუსები Moschino-საგან.
მარჯვნივ: ღია კაკაოსფერი შორტები Opening Ceremony-საგან. მზის სათვალე Moscot-საგან. ცისფერი შორტები Kenneth Cole-ისაგან.


თეთრი საცურაო ტრუსები Emporio Armani-საგან. ლურჯი საცურაო ტრუსები Moschino-საგან.


მარცხნივ: ზოლებიანი საცურაო ტრუსები Emporio Armani-საგან.
მარჯვნივ: ზოლებიანი თხელი პერანგი Jean Paul Gaultier-საგან. მაღალყელიანი ხაკისფერი შარვალი Roberto Cavalli-საგან. წითელი "ბენდენკა" Tom Ford-საგან.


თეთრი ყვავილებიანი შორტები Thom Browne-საგან.


მარცხნივ: თეთრი საცურაო ტრუსები Emporio Armani-საგან. ლურჯი საცურაო ტრუსები Moschino-საგან.
მარჯვნივ: შავი კოპლებიანი ხალათი Tom Ford-საგან.

მარცხნივ: თეთრი ორბორტიანი პიჯაკი და მუქი ლურჯი შარვალი Yves Saint Laurent-საგან. მზის სათვალეები Moscot-ისაგან. სანდლები Dries Van Noten-ისაგან.
მარჯვნივ: ბამბის ლურჯი პერანგი და ზოლებიანი შარვალი Gucci-ისაგან. მზის სათვალეები Linda Farrow Luxe-საგან.


თეთრი საცურაო ტრუსები Emporio Armani-საგან.

Monday, June 22, 2009

ბიჭები ღვთაებრივი სხეულებითა და მომაკვდინებელი ღიმილით

ფოტოგრაფი დიდიო (Didio) ჩვეულებას არ ღალატობს. მზის, ტალღების, ოქროსფერი ქვიშის, ღვთაებრივი სხეულების და მომაკვდინებელი ღიმილის ცხელი კომბინაცია დიდიოს ფოტოებს განსაკუთრებულ სექსუალურობას ანიჭებს. ახალ ფოტოსესიაში დიდიომ ფერნანდო ფერნანდესი, ისააკ ფარისატო და ჯონას შულცბახი მიიწვია. ფოტოსესია გადაღებულია ჟურნალისათვის Men Evidence.









Friday, June 19, 2009

ედილსონ ნასციმენტო ზღვის ღმერთებს გააცოცხლებს

ჰოლანდიურმა გეი ჟურნალმა Winq გენიალური სიურპრიზი გაუკეთა ედილსონ ნასციმენტოს (Edilson Nascimento) ფანებს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ედისონი ჟურნალის სხვადასხვა ნომერისათვის ზღვის მითიურ არსებებს გააცოცხლებს. პროექტის ფოტოგრაფი პიტერ ჰენკეტია (Pieter Henket). ჩვენც პერიოდულად მოგაწვდით ახლა საინტერესო ფოტოებს პროექტიდან.













ინფორმაციის წყარო.

ლინკები:

Thursday, June 18, 2009

კიდევ ერთხელ სანტიაგო პერელტა

დღეს გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი დავაგდო სანტიაგო პერელტას (Santiago Peralta)ფოტოებით. ალბათ გახსოვთ წინა პოსტი სანტიაგოს გემრიელობებით. მე მგონი ფოტოგრაფი ბრუნო რენდის (Bruno Rand) არც ეს შედევრები დაგტოვებთ სერიოზული ნერწყვის-დინების გარეშე. იცით ჩემი სისუსტე ბრაზილიელი ბიჭებია, თუმცა სანტიაგოს გადამკიდე არგენტინელი ბიჭები ნელ-ნელა ჩემი და ჩემი ბლოგის ინტერესის საგანი ხდება. დიდი სიამოვნებით გავტლეკავდი სანტიაგოს ცვრიან ფერდებს არგენტინულ მალბეკთან (ჩემი საყვარელი წითელი ღვინო) ერთად. დარწმუნებული ვარ ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე მსოფლიოში განთქმული არგენტინული სტეიკები.







Wednesday, June 17, 2009

როკოკო, ბაროკო და არისტოკრატი პლავკებში

ძალიან ბევრი ვიცინე როდესაც ეს სურათები ვიპოვე. ერთი ჩემი მეგობარი გამახსენდა, რომელსაც სექსი ექსკლუზიურად რენესანსის "სპალნაში" უყვარს... ამას ვინ ჩივის, გიჟდება როკოკოზე, ბრჭყვიალა "ვითომ-ძველმანებზე" (აი ბაზრობაზე ანტიკვარიატად რომ ასაღებენ) და რაც მთავარია თითქმის ყოველთვის ყავს თავისზე ახალგაზრდა, დაკუნთული, მომუჟიკო, გაუპარსავი და როგორც თავად ეძახის არისტოკრატიული გარეგნობის ნამდვილი მამაკაცი; ნუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ჟიგოლო. მოკლედ, ამ პოსტის წერისას დავფიქრდი რომ სიტყვა "მეგობარი" გადამეტებულია :)

დავუბრუნდეთ პოსტს, ფოტოგრაფი შონ ვატერსი (Sean Watters), მოდელი დასტინ მოსი (Dustin Moss) სპეციალურად ჟურნალი Fantasticmag-ისათვის პირდაპირ ნიუ იორკიდან.








Tuesday, June 16, 2009

შიშველი, შიშველი, შიშველი, რაგბი!!!

რაგბის კულტი ახალ ზელანდიაში ახალ სიმაღლეებს აღწევს. დარწმუნებული ვარ, ეომ გასულ შაბათს ფრანგული და ახალ ზელანდიური სტუდენტური გუნდების შეხვედრა კიდევ უფრო გაზრდის ამ ველურად სექსუალური სპორტის რეიტინგს. სტუდენტური გუნდები მოედანზე შიშვლები შეხვდნენ ერთმანეთს. ცოტათი მაშოკირებელი, მაგრამ ძალიან მიმზიდველი სანახაობა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი. დავესწრებოდი რა, ფანატიც გავხდებოდი ამ სპორტის და აღარც იმაზე ვიმტვრევდი თავს, რა ხდება ნეტა თამაშის შემდეგ გასახდელშიმეთქი :)

გადაპურწკნეთ სურათები და მერე ვიდეოსაც შეავლეთ თვალი სრული შთაბეჭდილების მისაღებად! და კიდევ ერთი - მოვითხოვ აღსდგეს ანტიკურ ბერძნული ტრადიციები და თამაშის დროს სპორტსმენები შიშვლები გამოვიდნენ სტადიონებზე, კორტებზე, აუზებზე და ა.შ. ეს მოთხოვნე პირველ რიგში წყალში მხტომელებსა და წყალბურთელებს ეხებათ! :))














ესეც, შეპირებული ვიდეო ;)


Blog Widget by LinkWithin