Tuesday, June 2, 2009

ოცნებაში

ეს ფოტოსერია ძალიან მომეწონა. თითქოს მომაჯადოვა.. ნოსტალგიურ, რომანტიულ განწყობაზე დამაყენა. ფოტოები ჟურნალმა 'Vanity Teen' გამოაქვეყნა და პროექტს 'ოცნებაში' დაარქვა (In a Daydream). ავტორმა ავფონსო ვეგამ (Alfonso Vega) კი ფოტოსერიას 'პრინცი მინდორში' უწოდა. ჩემთვის პირველი ვარიანტი უფრო ახლოსაა. სურათებს კარგად დაკვირდით, თითქოს იმ გარემოს სუნი, სიო და სიგრილე იგრძნობა. მოდელის მშვენიერი ტუჩებიდან კი სითბო და ძალიან ტკბილი გემო იღვრება. თვალებში უყურებ და უკვალოდ იკარგები ოცნებაში. უაზრო სენტიმენტალობა არ მჩვევია, ეს ალბათ Enya-ს Water Shows The Hidden Heart-ის ბრალია, რომელსაც ახლა ვუსმენ. ბევრი ვეცადე, მაგრამ მოდელის სახელი ვერაფრით მოვიძიე, ერთი ის ვიცი რომ Wilhelmina Models, Miami სააგენდოდანაა...







ფოტოგრაფის საიტისათვის დააწკაპუნეთ აქ -ალფონსო ვეგა!

2 comments:

Anonymous said...

ენიამ მეც ჩამითრია და ბიჭმაც ოცნებებში შემიტყუა, მაგრამ რატომ გგონია რომ ცისფერია? :( რატომ ამბობთ ყველა ლამაზ ბიჭზე ცისფერიაო, ჩვენ რაღა გვრჩება მაშინ? მე მართლა მიყვარს ცისფრები. ცუდი გაგებით არ ვწერ დედას გეფიცები. ძალიან გთხოვ ამიხსენი როგორ უნდა გავიგო ბიჭი ცისფერია თუ არა?
Love,მაკო

Alexander said...

მაკო, დავითის მაგივრად ცოტას მეც გიპასუხებ. მოკლედ დავითს სულაც არ უთქვამს, რომ გეიაო (ცისფერი ცუდი სიტყვაა), და საიდან მოიტანე რომ ცისფერია? :):):):)
ისე, რაც შეეხება ლამაზ ბიჭებს და რატომ ვამბობთ რომ "ცისფერია", საამისოდ ერთი პატარა ანდაზასავით არსებობს "ქალებს მოსწონთ ლამაზი, თბილი, მოალერსე და ყურადღებიანი ბიჭები, ასეთ ბიჭებს კი ფაქტია, მაგრამ სხვა ბიჭები მოსწონთ" :):):)
დანარჩენი შენ გასნაზღვრე. რაც შეეხება გამოცნობას, მასეთი რეცეპტები რომ გვქონდეს, ჩვენ თვითონაც გამოგვადგებოდა :) ყველა გეი ნაზი და მანერებიანი არ არის, და არც ყველა მანერებიანი და ნაზი გეია :):)

Blog Widget by LinkWithin