Wednesday, December 31, 2008

გავაცილოთ წელი 2008

მე მგონი დროა დავემშვიდობოთ ორომტრიალითა და ტკივილით სავსე 2008-ს. თუმცა ბევრი ლამაზი და ბედნიერი წუთებიც გვაჩუქა, მარა მაინც დორა წარმავალი წავიდეს და ჩვენ მისი მოგონებები დავიტოვოს. აბა ჰე!..... ;)

Tuesday, December 30, 2008

თეთრი და შავი ანგელოზები

ამ პოსტს, რომელიც ძირითადად სურათებისაგან შედგება, არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან და კომენტარები ამ თემაზე არ მიიღება. ;)

ანგელოზები, თეთრი და შავი. ზოგიერთი კანის ფერით ზოგიც კი ჩანაფიქრით. მე განსაკუთრებით მესამე სურათი მიყვარს. ვფიქრობ რომ ეს შერწყმა ძალიან სექსუალურია, ისევე, როგორც ქერუბიმი მეექვსე სურათზე. სხვათაშორის ამბობენ, რომ ანგელოზებს სქესი არა აქვთ, თუმცა ისინი ქრ. ლიტერატურაში მხოლოდ მამრობითი სქესისანი არიან.




Gay Duo






Sunday, December 28, 2008

ეპილაცია - სხეულიდან ჭარბი თმის მოცილება

გეი საზოგადოებაში სხუელზე თმა მნიშნელოვან პრობლემას წარმოადგენს და ჩვენთაგან უმრავლესობა ცდილობს როგორმე მოუაროს ამ პრობლემას. კაცი ისევე როგორც ქალი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ასე რომ ჩვენი გენეტიკა ჯერ კიდევ ატარებს ატავიზმის ამ ნაირსახეობას და თაობიდან თაობას გადაეცემა. სხეულზე თმის ინტენსიურობა ვარირებს სხვადასხვა ეთნოსის გენეტიკურ მემკვიდრეობაში და სხვადასხვა რასებს ის სხეულზე სხვადასხვაგვარად აქვს გამვლენილი. მაგალითად დიდი იშვიათობაა განსაკუთრებით თმიანი ჩინელი ან თუნდაც ინდიელი. ინდო-ევროპულ რასაში ის სხვადასხვაგვარი ინტენიურობითაა წარმოდგენილი. ცნობილია რომ ჩრდილოეთის ქვეყნების მამაკაცებს სხეულზე იშვიათი თმა აქვთ. ხმელთაშუაზღვიური ზონის ხალხებში კი ის შედარებით ინტენსიურია. თმის სიჭარბეს გენეტიკა, უფრო კონკრეტულად კი ჩვენს სხეულში ტესტოსტერონი (ჰორმონის) ოდენობა არეგულირებს.

გეი კულტურაში სხეულზე თმას სხვადასხვაგვარი აღქმა აქვს. ზოგისთვის ეს მამაკაცურობის სიმბოლოა და სხეული მიმზიდველი ატრიბუტია. ზოგისთვის პირიქით. ისე ჩემი პრაქტიკიდან, უთმო სხეულის ადმიანები ხშირად განიცდიან მის ნაკლებობას, ჭარბთმიანები კი პირიქით. დავა იმაზე, სექსუალურია თუ არა მკერდზე თმას დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ რეზულტატს არ მოგვცემს. მაშინ როდესაც არმანი ან გოწიე საკუთარი ოდეკოლონების რეკლამისათვის გაკრიალებულ მკერდიან მამაკაცებს იყენებს, ივ სენ ლორანმა დიდი შოკი მოახდინა, როდესაც ახალი ოდეკოლონის M7-ის რეკლამაში მკერდაუპარსავი სექსუალური მამაკაცი გადაიღო (ნუ, შოკი ისიც იყო რომ სარეკლამო ბანერზე ყმაწვილი დედისშობილა იყო წამოკოტრიალებული და საკუთარ უზადო ავლადიდებას აშურებდა კლიენტურას.
Samuel de Cubber M7, YSL

სხვათაშორის ისეთ ქვეყნებში როგორც საქართველოა ეს სარეკლამო ბანერი მხოლოდ წელს ზემოთ იყო დამზადებული.) შესაძლოა M7-ის პოპულარობას თავად სამუელ დე ქიუბერის (Samuel de Cubber) მაშოკირებელმა მამაკაცურმა სილამაზემ და წინადაუცვეთავმა პენისმაც შეუწყო ხელი. სხვათაშორის უკვე წამოჩიტულმა ჰარი პოტერმა დენიელ რედკლიფმა ასევე დაარღვია ე.წ. დასავლური ტრადიცია და არც ჟურნალ Details-ისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაზე და არც ბროდვეიზე ექუსის დადგმისათვის არ გაუსლიკინებია მკერდი. სურათებზე დენიელი ისეთივე ბუნებრივი და სექსუალურია როგორც თმა მის საყვარელ მკერდზე. ამ ფოტოებმა კრიტიკოსების სერიოზული კამათი გამოიწვია. რედლიფს იმასაც საყვედურობდნენ, რომ არაეთიკურია ჰარი პოტერის ბანჯგვლა მკერდით მარიაჯობა, მაგრამ საბოლოოდ მომხრეების აზრმა გადაძალა და რედკლიფის მამაკაცური მკერდი სექსუალრურად და მიმზიდველად შეირაცხა. მოკლედ თმის ქონა არ ქონის საკითხი ისეთივე საკამათო თემაა როგორც წინადაცვეთის პრაქტიკა. ფაქტი ერთია, გემოვნებაზე არ დაობენ და ეს ყოფნა არ ყოფნის საკითხს მთლიანად მეპატრონე წყვეტს და არა საზოგადოება.
Daniel Radcliffe, Equus

ფაქტია ისიც, რომ სილამაზის სტანდარტის დამწესებლები, ძველი ბერძნები და ასევე ძველი რომაელები ანტიკურ ხანაში თვლიდნენ რომ მამაკაცის (განსაკუთრებით თუ ის პატრიციუსია) სხეულზე თმას არაფერი ესაქმება. რომშიც, საბერძნეთშიც და ეგვიპტეშიც მამაკაცები სხეულზე თმას იპარსავდნენ ან იწიწკნიდნენ. ეს საკმაოდ მტკივნეული უნდა ყოფილიყო. დახედეთ ამ ანტიკურ ინსტრუმენტებს და თავადვე მიხვდებით ამას. ისინი სრულიად არ გავს თანამედროვე ჟილეტ სენსორს. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!

თმის საპარსი და საწიწკნი ანტიკური ინსტრუმენტები
ჩვენ ქართველებს, როგორც ხმელთაშუაზღვიური აუზის ზონის წარმომადგენლებს თმა სხეულზე ნამდვილად არ გაგვაკვირვებს. ხშირად ხშირია თმა როგრც მკერდზე ასევე ზურგზე (ფეხებზე აღარაფერს ვამბობ). სხეულზე თმას საქართველოშიც მედგრად ებრძვიან გეი კულტურის წარმომადგენლები. ეს პრაქტიკა ხშირია სპოტრშიც. არაფერს ვამბობ მსახიონებზე ან შოუ ბიზნესის წარმომადგენლებზე

მე თუ მკითხავთ თმის მოცილების მომხრე ვარ. თუმცა ის საკითხი, მოვიცილოთ თმა მთელი სხეულიდან თუ მხოლოდ რომელიმე ნაწილიდან თქვენი გადასაწყვეტია. ვპასუხობ რა ჩემი ბლოგის მკითხველის მიერ დასმულ კითხვას ამ პოსტში ამ საქმის ყველაზე გვრცელებულ მეთოდებს მიმოვიხილავ.

სხეულიდან თმის მოცილება

ეს თემა ძალზედ ინდივიდუალურია და თუ რომელ მეთოდს მინავიჭებთ პრეფერენცას ასევე ინდივიდუალურიად უნდა გადაწყვიტოთ. გირჩევთ ექსპერიმენტირებას. თუმცა გვახსოვდეს, რომ ამ საკითხს რეგულარული მიდგომა ჭირდება.

გაპარსვა - სხეულის გაპარსვა დასავლურ კულტურაში საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ელექტრო საპარსით ასევე ჟილეტის ან ნებისმიერი სხვა არაელექტრო საპარსი საშუალებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გამოიჩინეთ სიფრთხილე და საქმეს განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდეით. გამოიყენეთ დიდი ოდენობით ცხელი წყალი და საპარსი ქაფი. თმის გაპარსვა რეგულარულად მოგიწევთ. ელექტროსაპარსი იდეალურ ეფექტს არ იძლევა თუმცა დაზიანების შანსი ძალიან ცოტაა. ჟილეთით ან მისი ექვივალენთით პარსვა კანს კარგად ასუფთავებს თუმცა უხვად ნაკაწრი და კანის გაღიზიანება გარანტირებული გექნებათ, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე და განსაკუთრებით ზურგის ან უხერხულად მისადგომი არეების მიდამოებში.
ჩემი შეფასება: მე ამ მეთოდს ყველაზე ნაკლებ ეფექტურს ვუწოდებდი. მიუხედავად იმისა რომ პროცესი ტკივილთან არაა დაკავშირებული, ბევრია უხერხულობის, შემდეგი გაღიზიანების მომენტი და რაც მთავარია გაპარსული ტანის ეფექტი ზუსტად ისეთივიეა როგორც გაპარსული სახის. თმა თითქმის იგივე ინტენსიურობით დაიწყებს ზრდას, როგორც სახეზე.
თმის ელექტრო ეპილატორი - ამ მეთოდს მე საერთოდ არ განვიხილავდი, რომ არა შეკითხვა. არ გამოიყენოთ თმის ეპილაციისათვის ქალის თმის ეპილატორი. ეს არაეფექტური და ძალიან მტკივნეულია. მანქანა განკუთვნილია ქალის სუსტ თმაზე და ვერანაირად მოერევა კაცის მსხვილძირიან თმას. დაივიწყეთ ამაზე ფიქრი.
მალამო დელიპატორი - იგივე კრემი. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოშიც გამოჩნდა კრემ-დეპილატორები. ვიიტ, ნივეა და მრავალი სხვა კომპანია უხვად გვთავაზობს სხვადასხვა სახის ქაფებსა ტუ კრემებს. სამწუხაროდ მე მამაკიაცისათვის განკუთვნილი ჯერ არც ერთი მსგავსი პროდუქტი თბილისის მაღაზიებში არ შემხვედრია.
მიუხედავად ამისა მაინც რამოდენიმე დაკვირვებას გაგიზიარებთ. კრემ-დეპილატორი სასარგებლო არაა ალერგიული კანის ადამიანებისათვის. მისი სხეულზე გაჩერება დიდი ხნით არ შეიძლება. ეფექტი თითქმის იგივეა რაც გაპარსვის დროს და თმას მსგავსი სისწრაფით იზრდება. ერთადერთი სხვაობა ისაა რომ ეს მეთოდი უფრო ნაკლებ დროს წაგართმევთ და კანის გაჭრის ალბათობაც გამორიცხულია. კრემ-დეპილატორის გამოყენება არანაირად არ შეიძლება ინტიმურ და ნაზ ადგილებში. არანაირად არ გაიკაროთ გენიტალიების არეაში.

თმის ამოწიწკვნა - თუ ტანზე რამოდენიმე ღერი თმა გეზრდებათ ამოწიწკვნა შეიძლება კარგი მეთოდი იყოს. თუმცა თუ სხეულზე ჭარბი თმა გაქვთ, მაშინ რომაელების მსგავსად იყიდეთ რამოდენიმე მონა და მოემზადეთ მტკივნეული კვირის გასატარებლად. ამოწიწკვნა კარგი გამოსავალი არაა. თუ თმა ბუდიანად არ ამოვარდა ის მაინც დაიწყებს ზრდას ან ძველი თმის ნასახლარის მეზობლად ახალი ამოვა. მე ამ მეთოდს ძალიან არაეფექტურად, დროის ფუჭ ხარჯვად და მტკივნეულად ვაფასებ. ამის გარდა ვერ გეტყვით თბილისშ ადგილს სადაც ამას გააკეთებენ.

ელექტროლიზი - ანუ თმის ძირის ელეტრო ნემსით მოკვლა და ამოღება. ეფექტური რამეა იმ თვალსაზრისით რომ თმა ნელ ნელა წყვეტს ზრდას. თუმცა ამ პროცედურას სახლში ვერანაირად ვერ გაიკეთებთ. გჭირდებათ კოსმეტიკური მედიცინის ცენტრი და კვალიფიფიციური სპეციალისტი. კიდევ ერთი საკითხი. შესაძლოა ეს ისეთი ძვირი არ დაგიჯდეთ როგორც ლაზერული ეპილაცია, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ძალიან ძალიან ხშირად მოგიწევთ ცენტრში სიარული და თითოეული თმის ღერის მოცილება. გაითვალისწინეთ ისიცი რომ სხეულზე ეს ოხერი თმა მუდმივად იზრდება და ასაკთან ერთად ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება. პროცესი მტკივნეულია, თუმცა არც ისე ძალიან, რომ კრიჭა შეგეკრათ. თუ მაინც გინდათ ამ ეთოდის გამოყენება, აიღეთ ცნობარი ან დაუკავშირდით 09-ს, მოძებნეთ სამედიცინო კოსმეტიკის ცენტრები, წინასწარ გადარეკეთ და გაესაუბრეთ. დაადგინეთ ფასი, შეადარეთ მონაცემები ერთმანეთს და დარჩით სახლში. მე ამ მეთოდს დიდად ვერ სეგიფასებთ.

ეპილაცია ვაქსით - ან ბიოეპილაცია. ყველას ერთხელ მაინც გინახავთ როგორ იხევს მშვენიერი დეიდა ფეხიდან თმას ამ მეთოდის მეშვეობით. საინტერესო ისაა რომ ამ დეიდებს სახე არასოდეს ეცვლებათ, თუმცა გარწმუნეთ რომ პირველი სეანსის დროს თქვენი სახე ზალიან სეცვლება. მეთოდი ძალიან მტკივნეულია, თუმცა ტკივილი ცოტა ხანი გრძელდება და ძლიერია მხოლოდ პირველი სეანსების დროს. ეფექტი მუდმივი არაა, მოგიწევთ სალონში თვენახევარში, ორთვეში ერთხელ სიარული მაინც. ეს ინდივიდუალური მომენტია და თავად განსაზღვრეთ. ვაქსი თმას ბუდეებით იღებს და ეფექტიც მშვენიერია. პროცედურა არც თუ ისე ძვირი. აკეთებენ ძალიან ბევრგან სილამაზის სალონებში, თმცა გირჩევთ ეს წინასწარ გაარკვიოთ. დარეკეთ სალონში გაიგეთ პირობები. ჯობია თუ კარგ ანუ მაღალი კლასის სალონს შეარჩევთ ან გაიკითხავთ. დარწმუნებული ვარ რომ თქვენი ნებისმიერი დაქალი აუცილებლად დაგაკვალიანებთ ვისთან ჯობია ვაქსინგის გაკეთება. ნუ დაუჯდებით დამწყებს. მიუხედავად იმისა რომ ეს მეთოდი ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია კარგი სპეციალისტები ცოტაა. ცუდი სპეციალისტის მიერ გაკეთებული ეპილაცია კი დიდი ხნის ეფექტს არ მოგცემთ. პროცედურა მტკივნეული კია მაგრამ ტკივილი სულ უფრო სუსტდება, რადგან ხშირად პროცედურის გაკეთება ასუსტებს თმის ძირს, აცოტავებს მას. ხშირად ბევრი ადგილიდან თმა საერთოდ ქრება. ამ მეთოდით ძალიან ბევრი მამაკაცი სარგებლობს. მოსარიდებელი. მოკლედ მეთოდი მტკივნეულია, ჭირდება წელიწადში 5-6-ჯერ გაკეთება მარგრამ შედეგი სასიამოვნო და კარგი. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ფასი ვარისრებს იმ ადგილის მოცულობიდან რომელზეც უნდა გაგიკეთდეთ პროცედურა. მკერდი ან ზურგი 40-დან 60 ლარამდე დაგიჯდებათ. სალონს გააჩნია. ფეხი 15-დან 10 ლარამდე. მთელი სხეულის შემთხვევაში 80-100 ლარში ჩაეტევით. გააჩნია თმის სიხშირეს და დაფარვის მასშტაბს. რჩევა: არ დაიბანოთ საპნით ეპილაციის გაკეთებიდან 4-6 საათის განმავლობაში. კანის გაღიზიანების შემთხვევაში კი საუკეთესო გამოსავალია ჯერ მზეზე ან სოლარიუმში მსუბუქად გარუჯვა და შემდეგ ლოსიონის შეზელა, მხოლოდ ეპილაციიდან მინიმუმ ერთი დღის შემდეგ.
ლაზერული ეპილაცია - ალბათ ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. თმა ბოლომდე კვდება, თუმცა თავიდან დაგჭირდებათ რამოდენიმე ვიზიტი. აკეთებენ ასევე სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრებში, სამედიცინო კლინიკებშიც. დარეკეთ 09 ან მოძებნეთ ყვითელ ფურცლებში. შესაძლებელია პირველ წელს მოგიწიოთ სამჯერ ოთხჯერ მისვლა (ეს ისევ ინდივიდუალური საკითხია). სამაგიეროდ დასვენებული ინებით მომდევნო 4-5 წელი. შემდეგ კი პერიოდულად შეივლით ხოლმე კლინიკაში, ასე 2-3 წელში ერთხელ. რაც მთავარია ყოველი შემდეგი მისვლა უფრო იაფია, რადგან სულ უფრო ცოტა თმა გრჩებათ მოსაცილებლად. ეს ან ახლად ამოსული თმებია ან ძალიან ცოტა რომელიც ლაზერს გადაურჩა. ეს მთოდი სამკაოდ ძვირია, ფასი სხვადასხვაა კლინიკების მიხედვით და იანგარიშება კვადრატული სანტიმეტრის მიხედვით. პროცესი მტკივნეულია, შეგრძნებით გავს გემირელად მზის დამწვრობას. კანის მოშუშებასაც ზუსტად იგივე დრო ჭირდება როგორც გარუჯვის დროს. სამაგიეროდ შედეგი ძალიან კარგი, გლუვი სლიკინა კანია. არანაირად არ შეიძლება ლაზერული ეპილაციის შემდეგ თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მზეზე გარუჯვა. არ შეიძლება ამის გაკეთება პროცედურამდეც. ამაზე თავად სპეციალისტი დაგაკვალიანებთ. ასევე დაგაკვალიანებთ დეტალებზე თუ როგორ მოემზადოთ პროცედურისათვის, მაგ გაპარსვა და ა.შ. არ შეიძლება ლაზერის გამოყენება გენიტალიების არეში. ლაზერული ეპილაცია თითქმის უშედეგოა ღია ქერებისათვის. ლაზერის ეფექტურობას შავი თმა და მელომინი განაპირობებს. ქერა თმას კი ის უბრალოდ ვერ აღიქვავს.
ჩემი რეკომენდაცია მაინც ამ ბოლო ორი მეთოდისაკენ იხრება. თუმცა ჩამოთვლილი მეთოდებიდან კი თქვენთვის ყველაზე კარგი იქნება ის, რომელსაც თქვენ ყველაზე უკედ მოირგებთ.გაბდეულად მიდით სალონში ან კოსმეტოლოგიურ ცენტრში. ძალიან მალე ეს თქვენთვის ისეთივე მარტივი რამ იქნება როგორიც თმის შეჭრაა.

დასასრულისთვის ვიტყვი, რომ თავზე ზრუნვა ყველა მამაკაცს ჭირდება. ტანზე თმის ეპილაცია არ განსაზღვრავს იმას გეი ხართ თუ არა. არაა ლამაზი როცა საცურაო აუზში ორანგუტანგი ხტება.
შემდეგ პოსტებში თუ დაგაინტერესებთ უფრო დეტალურ რჩევებს მოგცემთ ამ მეთოდებთან დაკავშირებით. განვიხილავთ სხვა შესაძლებელ ვარიანტებს. მაგალითად ტანზე თმის გაუფერულებას. თუ დაგაინტერესებთ ვისაუბრებთ ბოქვენზე, გენიტალიების არეაში თმის მოვლის წესებზე. მომწერეთ კითხვებით - chictalks@gmail.com

Saturday, December 27, 2008

მისადგომად მოუხელთებელი პოზები

აეროპენისზე გამახსენდა კიდევ რამოდენიმე სურათი, რომელიც თავისი მიუღწევადობითა და მოუხელთებლობით გამოირჩევა. სურათები ერთ ერთ საიტზე აღმოვაჩინე, სადაც საგონებელში ჩავარდნილი ავტორი კითხვას სვავდა: დაუშვათ და ეს თქვენი ბოიფრენდიაო, როგორ მოუხერხებდით თუ საერთოდ მოუხერხებდით რამესო? ხოდა, მეც რამოდენიმე სურათზე ჩამოვყალიბდი და ჩემს პასუხებს გთავაზობთ. გთხოვთ, თქვენც მიაწეროთ კომენტარები და გამოხატოთ თქვენი აზრი. როგორ და რანაირად?


1. ამას ეხლა ვინ დაეწევა. თან დარტსის თამაში არც თუ ისე კარგად გამომდის. ისე ხტუნვის პონტში კენგურუსაც შეშურდება. მაინც მინდა ავღნიშნო, რომ ტაკოს ლოყები მოციონის დროს ძალზედ მიმზიდველად გამოიყურება :)


2. ეს განსაკუთრებით რთულად მისადგომია მგონი. დაჭერა არ ჭირდება მაგრამ სპაიდერმენი თუ არ ხარ ვერანაირად ვერ ააბობღდები ;)

3. ამას ნაღდად მარტო ბუდისტი თუ გაუგებს. ლოტუსზე თუ ვერ ჯდები თანაც უკუღმა აშკარად ამ ყმაწვილის კალთაში ჩამოჯდომა გაგირთულდება.
4. გენიალურია, თუმცა თუ სუხიშვილებში მთიულურს არ ცეკვავ .... ;)
5. უკომენტაროდ! ძალიან მაგარია!! ერთს ვიტყვი მხოლოდ - ბატუტი!
6. სპაიდერმენი არ ვიცი მარა, მისადგომად კიბე ნამდვილად დასჭირდება, ნუ ხარაჩოს გამოყენებაც შესაძლებელია მგონი!
7. ნუ ბოლოს და ბოლოს შეიძლება ტაკოზე კბენა. ცოტათი მაინც დაგიკმაყოფილებთ სექსუალურ ლტოლვას :)

მფრინავი კუტალია

ეს პოსტი პრაქტიკულად გამოხმაურებაა GayGuy-ის ერთ ერთ ბოლო პოსტზე სადაც ჰაერში სექსზე იყო ბაზარი. ჩემო GayGuy da Yak Lhu სამწუხაროდ ვერ მოვიძიე დისკუსიაში ნახსენები სურათები, თუმცა ვიპოვე მფრინავი კუტალია. რომელსაც გიძღვნით მთელი გულით და სულით :)) აეროსექსის რა მოგახსენოთ მარა ამ ყმაწვილის აეროპენისი ძალიან მომეწონა, იმდენად რომ აერომინეტის იდეამაც კი გამიელვა თავში, მაგრამ ალბათ სახიფათოა პოტენციისათვის ;) მიძნელდება დათმობა მაგრამ რადგან შეგპირდით, გჩუქნით თქვენი იყოს ;)

საახალწლო სუფრის აუცილებელი ინგრედიენტები

ქართული საახალწლო სუფრა განსაკუთრებული კერძებითა და ნუგბარით გამოირჩევა. თუმცა მათ ვისაც ექსპერიმენტები და მძაფრი განცდები გიყვართ, კიდევ რამოდენიმე გემრიელ ტავ კერძს შემოგთავაზებდით ;)
1. გოჭი ვაშლით - უგემრიელესია, საკბენად, გასალოკად, დასაგემოვნებლად და უნდა მიირთვათ 12 საათამდე. შეგიძლიათ მოამზადოთ და მერე მიირთვათ, როგორ მუცელზე გადმობრუნებული, ასევე ტაბაკასავით ბარკლებ გაფარჩხული. მოხმარების წინ მოხსენით თოკი (თუმცა შეგიძლიათ არც მოხსნათ, უბრალოდ ღვედები შასუსტოთ) და გაუხსენით საინფორმაციო ღრუ და გამოაცალეთ პირიდან ვაშლი. თუმცა შეგიძლიათ ისევ დაუხშოთ, მაგრამ გირჩევდით ამისათვის სხვა რამის დამოუენებას და არა ვაშლს ;)
2. დესერტი ყველა სუფრის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. თუმცა თუ ჯერ მარწყვი მიირთვით.... ნელ ნელა გოზინაყსაც ან ჩურჩხელას მიაგნებთ ;)
3. თუ მარწყვთან ერთად შოკოლადიც გიყვართ, 10ჯერ უფრო გემრიელი იქნება თუ მას პირდაპირ მკერდიდან მიირთმევთ. შოკოლადის ტლეკვა ძალიან რეკომენდირებულია.
4. და ბოლოს, დესერტების მეფე - ბანანა სპლიტი - ვანილის ნაყინით და ათქვეფილი ნაღების კრემით. .... აქ კომენტარების გაკეთება უკვე აღარ ძალმიძს.... მეც ხომ ადამიანი ვარ.... მმმმმმმმმმმ....

სანტა კაუსი ატმის ტაკოებით

ვინ თქვა რომ რუსული ტაკუცუნები სექსუალური არაა. დღეს ესრთ მეგობარ საიტზე წავიკითხე რაღაც რუსულ პონტშიო, დედის ამბავშიო აგვისტოს შემდეგაო მარა მაინც რაღაც რაღაცეები შეიძლება გვაინტერესბდესო. ხოდა რაღაც რაღაცეები მართლა გვაინტერესებს. როგორ შეიძლება სისხლი არ აგიჩუხჩუხდეს ანტონ ანტიპოვის ატამივით გემრიელი ტაკუცუნების გაჩითვის შმდეგ. თანაც საახალწლო პლავოჩკებში სანტა კლაუსიკის შაპოჩკით. ძალიან, ძააალიან გემრიელად გამოიყურება ;)
არა, ატამი არა.. მარწყვს უფრო გავს! ნიამ ნიამ ;)

Wednesday, December 24, 2008

შობას გილოცავთ !



ბედნიერ შობას გისურვებთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად!
შობა ადამიანების უდიდესი ნაწილისათვის სიხარულის, სიყვარულის, რწმენის, სიკეთის და სიცოცხლის უსასრულობის სიმბოლოა. განურჩევლად სქესისა და ორიენტაციისა შობა ყველას ახარებს.
ხოდა, მეც გილოცავთ, ვულოცავ თქვენს ძირფას ადამიანებს, თქვენს ოჯახებს, მეგობრებს და ყველას ვისაც ეს პლანეტა სახელწოდებით დედამიწა ძალიან უყვარს!
მთავარია სიკეთე და სიყვარული! ყველაფერი დანარჩენი თავის დროზე მოვა!
Merry Christmas and Happy Holydays!
ეს სურათები კი უბრალოდ სადღესასწაულო განწყობისათვის ;)

Coming Out at Christmas

Blog Widget by LinkWithin