Monday, January 5, 2009

გეი ფილმები - თავშესაფარი (Shelter)

ამერიკის გეი საკაბელო ქსელის პირველი მხატვრული ფილმი თავშესაფარი (Shelter) 2007 წელს გამოვიდა. ძალიან თბილი, გულის გამათბობელი ფილმი ლამაზი სიუჟეტით. ფილმი დიდი ეკრანისთვის ყოფილა განკუთვნილი, თუმცა კრიტიკების წყალობით ფილმი მაინც სატელევიზიოდ დარჩა. მიუხედავად იმისა რომ სან ფრანცისკოს გეი და ლესბი ფილმების ფესტივალზე ფილმმა ვერ მოახერხა პრიზის აღება, მე უდიდესი სიამოვნებით ვუყურე. მოგეხსენებათ ჩვენ არც ისე გაბლატავებულები ვართ ლამაზი და თბილი გეი ისტორიებით, რომელსაც არ ჭირდება დიდი ტვინის ჭყლეტვა. იმას ვგულისმობ, რომ ჩვენთან ყოველთვის პოპულარობით ის გეი ფილმები სარგებლობენ, რომელიც ტვინის დაძაბვას მოითხოვს და აგატა კრისტობას რათა დაადგინო ვინაა ამ ფილმში გეი, ან ვინ ვინ გაჟიმა.

გირჩევთ ფილმი გადმოწეროთ, რომანტიულ ტალღაზე განეწყოთ (დარჩეთ ჰომოფობი სასტავის გარეშე) და დატკბეთ ერთი ლამაზი გეი ისტორიით.

მინდა ავღნიშნო მუსიკა. მათლა უზადოდ ედება ფილმის ყოველ სცენას (Shane Mack - Lie to Me).

ფილმი ინგლისურადაა ოღონდ რუსული ტიტრებით. ეს მე მგონი ოპტიმალურია მათთვის ვისაც ფილმის ნახვა ორგინალში სურს და მათთვისაც ვინც კარგად არ ფლობს ინგლისურს და რუსულად სურს თვალის მიდევნება.

ლინკი ქართულ სერვერზეა და სწრაფად ჩამოტვირთავს. დააჭირეთ აქ!

ისიამოვნეთ!

მოკლედ, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს Yak Lhu-ს ლინკის მოწოდებისათვის. მიხარია რომ ჩვენი ქომიუნითი ცოტ ცოტათი ცოცხლდება.
Thanks Lhu ;)
ფილმის თრეილერი შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ზე

6 comments:

Alexander said...

ვნახოთ ვნახოთ აბა რა ხდება ამ ფილმში, დეტალურ კომენტარს მოგვიანებით დავდებ! კიდევ ერთხელ გილოცავ ახალ წელს და ქომიუნითის გამოცოცხლებას :) განსაკუთრებით ცოცხალი 3–ში ღამე–დილით იყო და შევეცდები თუ არ დამეზარა ჩემს ბლოგზე დავწერო :)

00bitch00 said...

david martla magari fimia madloba imas vinc mogawoda da shenc ratqmaunda")

Anonymous said...

არაფრის დევიდ ;-) მართლა კარგი ფილმია!

Alexander said...

აუ აუ აუუუუ... ძალიან მაგარი ფილმია, მადლობა დავით და მადლობა Yak Lhu!!!
ბევრი ემოცია აღმიძრა ამ ფილმმა და სულგანაბული ვუყურებდი, ორივე გმირი ძალიან საყვარელია ზაკიც და შონიც. ბევრ მომენტში ძალიან განვიცდიდი, იმიტომ რომ მსგავსი სიტუაციები არაერთხელ მქონია. რა თქმა უნდა ეს ფილმი "კონკიას" ერთერთი ვარიაციაა, მაგრამ ძალიან ლამაზი და საყვარელი, თბილი და ტკბილი. ზაკზე დავეცი, ლამის ვიყმუვლო, ისეთი საყვარელია. არც შონია ნაკლები, მოკლედ მაგრად ვისიამოვნე და ძალიან ვისიამოვნებდი, ეს ფილმი რომ ტელევიზიით გავიდეს და ნახონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მთლად კითილგანწყობილნი არ არიან გეების მიმართ.

nickgersamia said...

ყველაზე ლამაზი ფილმი რომელიც ოდესმე მინახავს, მის გმირზე trevor wright- ზე შეყვარებული ვარ მგონი :))) რაც შეეხება მუსიკას, აქ shane mack-ის დამსახურება მნიშნელოვანია მართლაც,მოკლედ ამ ფილმს სემიძლაი 24 საათი ვუყურო და არ მომბეზრდება , დიდი მადლობა ბლოგის ავტორს ამ კეთილი რჩევისთვის, მოკლედ ხალხნო გიყვარდეთ ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება!!!

nickgersamia said...

ყველაზე ლამაზი ფილმი რომელიც ოდესმე მინახავს, მის გმირზე trevor wright- ზე შეყვარებული ვარ მგონი :))) რაც შეეხება მუსიკას, აქ shane mack-ის დამსახურება მნიშნელოვანია მართლაც,მოკლედ ამ ფილმს სემიძლაი 24 საათი ვუყურო და არ მომბეზრდება , დიდი მადლობა ბლოგის ავტორს ამ კეთილი რჩევისთვის, მოკლედ ხალხნო გიყვარდეთ ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება!!!

Blog Widget by LinkWithin