Saturday, January 24, 2009

წარმოგიდგენთ ნიკ იანგქუესტს, ავსტრალიის პროფესიონალ რაგბტთა ლიგიდან

25 წლის ნიკ იანგქუესტი ერთ ერთი ყველაზე პოპულარული რაგბისტია, როგორც პროფესიული რაგბის ფანებში, ასევე უბრალოდ უბადლო მამაკაცების თაყვანისმცემლებში. განსაკუთრებული პოპულარობა იანგქუესტმა რაგბისთტა კალენდარში განთავსებული სურათების შემდეგ მოიპოვა. კალენდარში რომელიც ყოველწლიურად გამოდის ავსტრალიაში და საქველმოქმედო დანიშნულება აქვს რაგბისტები შიშვლები ან ნახევრადშიშვლები არიან. იანგქუესტის სურათები მუდმივად ქვეყნდება სხვადასხვა პოპულარულ ჟურნალებში. ნიკი დიდი სიამოვნებით იძლევა ინტევიუებს ასევე გეი ჟურნალებისათვის და სიამოვნებით პოზიორობს. წარმოგიდგენთ რამოდენიმე სურათს რომელიც ფრანგულ ჟურნალში Têtu და რამოდენიმე კალენდარში გამოქვეყნდა.


ნიკი რაღა თქმა უნდა თავიდანვე გეი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც სჩანს ამისათვის თავად ნიკი ზრუნავს. იგი ცნობილია სკანდალური გამონათქვამებით, მაგალითად ერთ ერთ ინტერვიუში ინაგქუესტმა გააპროტესტა ფაქტი რომ გასახდელში ავსტრალიელი რაგბისტები ტრუსებით იღებენ შხაპს და განაცხადა რომ თვითონ ყოველთვის დედიშობილა შედის შხაპის კაბინაში და ასე მოიქცევა ყოველთვის. იანგქუესტი ამბობს რომ სთრაიტია და მართლაც მშვენიერი მეგობერი გოგონაც ჰყავს, თუმცა, როდესაც ჟურნალისტებმა კითხეს არის თუ არა მამაკაცი ვისთვისაც ის ორიენტაციას შეიცვლიდა, იანგქუესტმა განაცხადა "დევიდ ბექჰემისთვის, თუმცა არ ვიცი ის იგივეს გააკეთებდა ჩემთვის თუ არა". მოკლედ, მაშოკირებელი ბიჭია ეს იანგქუესტი :)
ძალიან მაგარი ხარ ნიკ, მაგრამ რამდენადაც არ უნდა მომწონდე შენთვის ვერც ორიენტაციას და ვერც სქესს ვერ შვიცვლიდი :) ჩემი აზრით, ამას იტყოდა ყველა ნამდვილი გეი, ასევე მგონია, რომ ყველა ნამდვილი სთრაიტიც ასევე იტყოდა. რასაც ვამბობ თუ ჭეშმარიტებაა, მაშინ შენ რა გჭირს სიხარულო? ;)
და ბოლოს აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო YouTube-იდან. ინაგქვესტი გადაღებებზე Têtu Magazine-ისთავის. ძალიან სექსია ეს ბიჭი და რა ვქნა!


2 comments:

Alexander said...

საინტერესოა ბექჰემმა პასუხი გასცა თუ არა? დავიჯერო ახლა ქვაზე დახატული ვიქტორია ურჩევნია ამ ლამაზ ჭაბუკს? :):):):) მე რო ბექჰემი ვიყო, ამ წამსვე ავსტრალიაში გავფრინდებოდი :)

David M said...

უფფ, მაგათი სექსი მანახა და მერე რაც გინდათ ის მიყავით :))
არააა, კი არ მანახა შუაშ მამა, შუაში ჩამაწვინდა და მერეე........

Blog Widget by LinkWithin