Thursday, January 1, 2009

დილის ჩანახატი

ეს ისტორია რამოდენიმე დღის წინ მივიღე. ძალიან მომეწონდა და ბლოგზე გადავწყვიტე განმეთავსებინა. სხვათაშორის ავტორი გოგონაა. მისივე ნებართვით რამოდენიმე ფრაზა გადავაკეთე და სიტყვა გოგონა ბიჭით შევცვალე. სურათებიც ერთად შევარჩიეთ. როგორც ავტორი "ელენე" ამბობს ეს მისი ცხოვრების ისტორია და შემპირდა ამ ურთიერთობის დასასრულზე კომენტარი დამიტოვოს.

მეც გამოგიტყდებით და ამ ისტორიამ რაღაც ამბები გამახსენა ;)

თვალები ფრთხილად გავახილე. ოთახში ნელ-ნელა დილის სინათლე იპარებოდა. ფარდები წყვდიადის შენარჩუნებას ცდილობდნენ მაგრამ, სხივებს ძალა ემატებოდათ და ოთახის კონტურების გამოკვეთას ცდილობდნენ. ცხვირზე ცოტათი შემცივდა... ოთახში სასიამოვნო სიგრილე იგრძნობოდა. სქელი ფაფუკი საბნნს ქვეშ კი ძალიან თბილოდა... მეც ღრმად შევძვერი. ტანში სასიამოვნო გრძნობა მივლიდა. კუნთები არ მემორჩილებოდა. თვალებზე თითქოს ძილი მაწვებოდა და ცდილობდა კვლავ დამეხუჭა და სიზმარი გამეგრძელებინა. გული კი მოსვენებას არ მაძლევდა, თითქოს რაღაც ფრთხიალებდა, თითქოს ძალიან უხაროდა... გვერდიდან თბილ სუნთქვას ვგრძნობდი. სიამოვნება გულში მეღვრებოდა და ჩემი სხეულის ყოველ უჯრედს ენერგიით ავსებდა. სიფხიზლე ბურანს ებრძოდა. ცნობისმოყვარეობა კი უსაზღვრო კომფორტს, რომელსაც სიმშვიდის შენარჩუნება სურდა. თავში გასული ღამის წუთები მეორდებოდა. ღამით ნათქვამი ყოველი სიტყვა ჩურჩულით მეორდებოდა გონებაში. ყოველი შეხება, ყოველი ემოცია უსასრულოდ მეორდებოდა წარმოსახვაში.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვუყურებდი მისი სახის ნაკვთებს. თვალებს ვხუჭავდი, წამწამების ქვემოდან ვიყურებოდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხელი მის მკერდზე მედო. მინდოდა მოვფერებოდი მაგრამ გაღვიძების მეშინოდა. მისი სხეულის სურნელი თავბრუს მხვევდა. სადღაც სიღრმეში თბილი გრძნობა დაიძრა. მთელს სხეულზე მომედო და თვალებს დააწვა. ტკბილად ჩამეძინა.

მეგონა საუკუნე გავიდა. კედლის საათი მხოლოდ ცხრას უჩვენებდა.

შეიშმუშნა, მერე ღრმად ჩაისუნთქა. თვალები ნახევრად გაახილა. გვერდიდან ეშმაკურად გამომხედა და ტუჩების კიდეები გახსნა. მივხვდი რომ ასე მომესალა. გავუღიმე. გადმობრუდა და მკლავები შემომხვია. ზურგით ვიწექი და ყურის ძირში მისი თბილი სუნთქვა მეფერებოდა. მათბობდა. თითები თეძოებიდან კისრისკენ მიუყვებოდა. ძალიან ნაზად, ხავერდოვანი, თბილი ხელებით. ასეთი გრძნობდა ზღვის პირას მეუფლება ხოლმე, როდესაც ტალღები ჩემს გაღვიძებას ცდილობენ, ფეხებზე მელამუნებიან, მზის სხივები კი ბურანში მხვევენ, უსაზღვრო სითბოთი და სიმშვიდით მავსებენ.
წამოვდექით.
ყავის მანქანა ჩუმად ხრუტუნებდა. შხაპიდან კი წყლის წვეთების ხმა მესმოდა. ვერ მოვითმინე და თვალი შევავლე. წლის წვეთებში მისი სხეული კიდევ უფრო უნაკლოდ გამოიყურებოდა. ვიგრძენი, რომ სისხლი მომაწვა. ვერ გავუძელი. ყავა და სიგარეტი მომინდა სიგიჟემდე. ფინჯანში შავი სითხე დავასხი. სიგარეტს მოვუკიდე და დავეწაფე. რა გემირიელია ყავის თითოეული წვეთი და სიგარეტის ბურანი მათრობელა ღამის შემდეგ. ბედნიერი ვიქნებოდი გონებას კითხვები რომ არ მირევდნენ.

საწოლზე ჩამოჯდა. ისეთი ლამაზი იყო. გული კვლავ ამოხტომას ლამობდა. ყავა მანაც მოსვა. უცნაურად იღიმებოდა. თვალებში მიყურებდა. მზერას ვერ ვუძლებდი. შემეძლო 10 საუკუნე ასე მეყურებინა. კითხვები მახრჩობდა, მაგრამ სიმყუდროვეს დარღვევა არ მინდოდა. კიდევ გნახავ? გულში ვიმეორებდი. ხმამაღლა წარმოთქმას ვერ ვბედავდი.
ყავის სმა დაასრულა. საათს შეხედა. უხმოდ წამოდგა. გამიღიმა. ძალიან ახლოს მოვიდა. თვალებში ჩამხედა და გაყინულ ტუჩებზე თბილი ტუჩებით მაკოცა. თვალი ჩამიკრა და კარებიდან გავიდა. სახეზე კვლავ უცნაური ღიმილი უთამაშებდა.

თვალი გავაყოლე. კარის ხმა, რომ გავიგე ნერვიულად წამოვდექი, კვლავ სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯრიდან ქუჩას მივაშტერდი. რატომ არაფერი თქვა? ხასიათი წამიხდა. გულში თავს ვლანძღავდი ყეყეჩობისა და გაუბედაობსათვის. სიტყვების დიდი ხანია არ მჯერა და თითქოს არც ახლა მინდოდა ფუჭი სიტყვების გაგება. ის სითბო სადღაც დაიკარგა. გარეთ ქუჩა აიმღვრა. სიგარეტის ბოლი ყელს მწვავდა და ხორხთან მოწოლილი ბურთის გადალახვას ცდილობდა. ლოყები გამითბა. ცრემლები თუთუნს მლაშე გემოს აძლევდა. ვცდილობდი იმედგაცრუება გადამელახა. თავში წინა ღამის ამბები უსასრულოდ მეორდებოდა. შიგადაშიგ - რატომ არაფერი კითხე? მეძახდა თითქოს ვიღაც.

სახეზე წყალი შევისხი. სარკეში ჩემს ანარეკლს თვალებში ჩავხედე. დაიკიდე! პატარა ბიჭი აღარ ხარ რომ გამოეკიდო, - გავიფიქრე გულში.

გუშინ მივხვდი, რომ შეიძლება ერთმა ღამემ ცვხოვრება შეცვალოს. დილით კი ამას 5 წუთი დასჭირდა. გული გაილია. თითქოს სადღაც გაიპარა. ფიქრებში გავიხლართე.
ტელეფონმა დარეკა. გულმა ისევ ფრთხიალი დაიწო. საღამოთი გნახავ, ხო? - შემეკითხა ხმა.
სახეზე ღიმილი ამეკიდა. რა თქმა უნდა, - ვუპასუხე.

ოთახში ფერებმა იმატა. სხეულში თითქოს თბილი სითხე ჩამეღვარა. ისევ წამოვწექი. სადღაც ლოგინის სიღრმეში მის დატოვებულ სითბოს მივაგენი. ბალიშსაც მისი სხეულის სურნელი სდიოდა. ნეტარებით შევიშმუშნე. თვალები დავხუჭე. ღიმლი სახიდან არ მცილდებოდა - "ვნახავ და აუცილებლად ვეტყვი".

ვიცი, რომ დიდი ხანია თინეიჯერი აღარ ვარ და პატარა გოგუშკასავით არ უნდა ვიქცეოდე. ისიც ვიცი, რომ ყველა კაცი ამ ამბებზე ერთნაირად ფიქრობს. მათ შორის არც მე ვარ გამონაკლისი. მგარმ თავს მაინც იმ 14 წლის ბიჭივით ვგრძნობდი პირველად ბიჭს რომ აკოცა, ახლა ეიფორიაშია და ერთი კითხვა ახრჩობს - ვუყვარვარ?
"ვნახავ და ამჯერად ვეტყვი" - მიმეორებდა ხმა შიგნიდან.

6 comments:

Yak Lhu said...

არ უხდება ეს ისტორია ბიჭს! იყოს ისევ თავის ავტორის რა :-S

David M said...

:)) მე მომეწონა.
ვიყოთ ტოლერანტები ;)

Yak Lhu said...

კაი როგორც იტყვი :)

ამას წინათ ვუყურე კაი ფილმს და წაშლა დამენანა. ამიტომ ავტვირთე და იქნებ შენი ბლოგის მკითხველმაც ნახოს http://www.files.ge/file/350516/krysha-nad-golovoj-dvdrip-avi.html

David M said...

Thanks Lhu ;)
ახლა ვქაჩავ და მეც გავახალისებ თვალს.
როგორც ვხედავ Bangkok Love Story მოგეწონა ;)
ხვალ დავდებ ლინკს fron page-ზე

GayGuy said...

დილის ჩანახატს რაც შეეხება, რაღაც მარილი აკლია... ასეთი შთაბეჭფილება დამრჩა. ცუდი ნამდვილად არ არის, პირიქით, კარგიცაა, და კარგია კიდევ იმ გაგებით, რომ ჩემთვის ეს პრინციპში პირველი ქართული ლესბიური ნაწერია. დავით ბატონო, ქალის კაცით შეცვლის მიზანს ვერ ვხვდები ამ შემთხვევაში. როცა ლაპარაკი გრძნობებზეა, მემგონი სქესს მნიშვნელობა არ აქვს, და ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა ავტორისეული ვარიანტი დაგეტოვებინა. უფრო თამამად იქნებოდა შესაძლებელი მსჯელობა. თუნდაც იმაზე, რომ ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან რა დასკვნაც მაქვს – არ ვიცი იმის გამო, რომ ლესბოსელები მაინც ქალები არიან, თუ რის გამო, მაგრამ მათში მეტია მელანქოლია, დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, ვიდრე გეი მამაკაცებში. კი გეებიც არიან ისტერიჩკები და დეპრესარიკები, რამდენიც გინდა, მაგრამ მათ გარკვეულწილად, ნებისმიერ სიტუაციაში ცხოვრებაში ყველაზე ცუდიც კი შეუძლიათ მხიარულებისკენ და ხალისისკენ შემოაბრუნონ. ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის არ ვახვევ...

David M said...

რას ამბობ გეიგაი ლესბიანკები სად მოვლენ გეებთან ისტერიჩკობითა და დეპრესარიკობით :) კაცური ხალხია მაგათ შემოვევლე. ჩემებზე როგორ ვთქვა ცუდი მარა ზოგჯერრ მინდა ფანჯრიდან გადავაგდო ხოლმე სწორედ ისტერიკების გამო:)))

Blog Widget by LinkWithin