Tuesday, September 30, 2008

Milan Men’s Fashion Week

უბრალოდ გამიჩნდა სურვილი ჩემთვის რამოდენიმე საყვარელი დიზაინერის კოლექციის "ხცელი" მოდელი თქვენთვის გამეზიარებინა. არჩევანი ბევრი იყო, თუმცა მილანის Fashion Week მაინც სულ სხვაა. ისიამოვნეთ!

John Richmond spring/summer 2009 fashion show

Dsquared2 spring/summer 2009 fashion show

Dolce&Gabbana spring/summer 2009 fashion show
Giorgio Armani spring/summer 2009 fashion show

Gucci spring/summer 2009 fashion show

Friday, September 26, 2008

მამაკაცის ყველაზე ცხელი წერტილი

რჩევები არა მხოლოდ ჰომოსექსუალებისათვის
ეს სტატია არა მხოლოდ იმ ბიჭებისთვის იქნება საინტერესო ვისაც ბიჭებთან აქვს სექსი, არამედ გოგონებისთვისაც, რომლებსაც თქვენ წარმოიდგინეთ ასევე ბიჭებთან აქვთ სექსი. მოკლეთ ყველას ვისაც გაქვთ სექსი მამაკაცებთან და არ იცით თუ სად მდებარეობს მამაკაცის „წერტილი G” ანუ მამაკაცებისთვის „წერტილი P”.


პროსტატის მასაჟი ყოველი მამაკაცისთვის, იქნება სთრაიტი თუ ჰომო, განუმეორებელი სიამოვნებაა (არ ვგულისხმობ იმ მასაჟს რომელსაც უროლოგები საკუთარ კაბინეტში სექსუალური ან უროლოგიური პრობლემების მქონე მამაკაცებს უკეთებენ. ეს უკანასკნელი ვიზიტორების 90% კოშმარივით მოაგონდება). პროსტატის სექსუალური მასაჟი ტანტრული სექსიდან და კამა სუტრადან იღებს სათავეს და კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე მადლიერია თითებისათვის რომლებიც გამუმეორებელ სიამოვნებას გვანიჭებენ. არა აქვს მნიშვნელობა გეი ხართ თუ სთრაიტი, თუ პროსტატა გაქვთ ესე იგი მოგეწონებათ. გეი სექსში პროსტატის მასაჟი სხვანაირადაც კეთდება ;) (ანალურ სექს ვგულისხმობ), თუმცა დამატებით სასიყვარულო თამაშებში ამ ელემენტის ჩართვა მხოლოდ სრული სიამოვნებიაკენ გაგადგმილ ნაბიჯი იქნება.


რაც შეეხება ქსლბატონებს, თუ მოახერხებთ და დაიყოელიებთ თქვენს ქმრებს, ან საყვარლებს, უფლება მოგცენ და საჩვენებელი თითი ანუსში შეგაყოფინონ (საქართველოში ჰეტერო მამაკაცებს ეგეთები უტყდებათ) დამერწმუნეთ ისინი არასოდეს გიღალატებენ და არასოდეს გაიხედავენ სხვა ქალის მიმართულებით. ნუ შეგეშინდებათ ქმრის გაპიდარასტების, თუ კაცი მართლა სთრაიტია (ისე სადღა დარჩნენ ;)), ის არასოდეს გახდება გეი. ეს მხოლოდ ლეგენდებია.

პროსტატის მასაჟი განსაკუთრებით შთამბეჭდავ ორგაზმს და დიდი ოდენობით „семяизвержение-ს“ იწვევს.

მასაჟი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის და რაც მთავარია პროფილაკტიკური საშუალებაა პროსტატის კიბოს, ერექციის დაკარგვისა და იმპოტენციისათვის. შეეკითხეთ ექიმებს.




ეს ყველაფერი ასე კეთდება. იწყებთ მასაჟის გაკეთებას თეძოების (ბაყვების) შიდა მხარეს... ნაზად მაგრამ ხელის ძლიერი დაჭერით ეფერებით ინტენსიურად (წინასწარ დარწმუნდით, რომ ხელები თბილი გაქვთ და თქვენი კაცი ალერგიული არაა ღიტინზე). თეძოების შიდა მხარეზე სისხლის ბევრი კაპილარია განლაგებული და ეს ადგილი ყველაზე ნაკლებად ვარჯიშდება. ასე რომ მასაჟი დიდ სიამოვნებას ანიჭებს თქვენს პარტნიორს. ნელ-ნელა გადადით იმ ადგილის რბილ მასაჟზე, რომელიც ყვერებისა (Pardon my French) და ანუსის შორის მდებარეობს (ლათ.perineum, ქართულად არ ვიცი რა ქვია). პარტნიორი ამ დგროს ზურგზე წევს და ფეხები მოხრილი და გვერდებზე გაშლილი აქვს. რბილი წრიული მოძრაობებით მოეფერეთ ანუსის თავს. საჩვენებელი თითით შედით ანუსში. აუცილებელია თითი მანამდე ლუბრიკანტით ან წყალზე დამზადებული კრემით დაიმუშაოთ. შეღწევა რბილი და ნელი უნდა იყოს (თითს ნუ ატაკებთ! ამით კაიფს ჩაუშხამებთ). სურათზე ხედავთ თუ სად მდებარეობს პროსტატა. საზარდულთან ახლოს. თითით მომრგვალებულ ქსოვილის ქულას იგრძნობთ. ნელა დააწქით და დაუშვით თითი პროსტატას. თავიდან ვინც პირველად სინჯავს შეიძლება უცნაური გრძნობა დაეუფლოს. თუმცა მასაჟის ინტენსიურობასთან ერთად ემოცია ძლიერ მატულობს. მამაკაცების ნაწილი პროსტატის მასაჟის დორს ასოზე ხელის შეუხებლად ათავებს. ნაწილი კი იმდენად ახლოა ორგაზმთან რომ საკმარისია ასოზე ხელი მოკიდოთ ან უფრო კარგი და ტუჩები შეახოთ, რომ ნახავთ თუ რამდენს ითევდა თქვენი პარტნიორის დატენილი სათესლეები.

სექსი, გაბედულ და ექსპერიმენტის მოყვარულთათვის განსაკუთარებით სიამოვნების მომგვრელი რამაა. ამიტომ ნუ მოგერიდებათ. გაბედეთ და თავად დარწმუნდებით რომ ყოველი ახალი პოზა და შეგრძნება განსაკუთრებული ვნების და იმ სიახლის მომტანია, რომელზეც თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობების სიმყარის გარაქნტიაა დამოკიდებული.

სექსი გაბედულებს აჯილდოვებს. მათ კი ვინც ვერ მიხვდა რომ 21-ე საუკუნეში მისიონერულ პოზის გარდა სხვა რაღაცეებიც არსებობს, და ონანიზმი ხელის გულებზე ბალნის ამოსვლას ან დაბრმავებას არ უწყობს ხელს, ვერაფრით დავეხმარებით.
გირჩევთ გადახედოთ ამ ვიდეოს. სასარგებლო რჩევებია. ცდის შემდეგ არ დაგავიწყდეთ გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები.



Thursday, September 25, 2008

ქევინ სფეისის ხორვატიული არდადეგები

ჭორები იმის შესახებ რომ ქევინ სფეისი ფარული გეია დიდი ხანია არ ასვენებს, როგორც სენსაციების მოყვარულთ ასევე გეი საზოგადოებას. ბევრი თქმულა და დაწერილა. ჟურნალის „Esquire“ მიერ 1997 წეელს გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც ჟურნალი მისი ჰომო ორიენტაციის შესახებ აკეთებდა დასკვნას, სფეისს აღარასოდეს გაუცია კითხვაზე პასუხი გეია თუ არა. „Esquire-მა“ მოგვიანებით გადათქვა საკუთარი მტკიცება, თუმცა ფაქტებს რა დალევს?

საიტებზე გადავაწყდი რამოდენიმე რეგვენის მტკიცებას, რომ თურმე სფეისის ლონდონში „მეგობარი გოგონა“ ყავს, რომელთანაც დიდი ხნის სერიოზული ურთიერთობა აქვს და რომლის ვინაობაც არ სურს გაამხილოს, რომ არ შეაწუხონ. შეაწუხონ არა კეტონალი?! ეს ალბათ "ლატენტურ" ფაზაში მყოფი გეების ყველაზე პოპულარული ფრაზაა. ან კიდევ ქართული ფოლკლორიდან - "რა დროს ჩემი ცოლია, ჯერ ახალგაზრდა ვარ", "ჩემი შეყვარებული გოგონა ყველაზე ლამაზია, მაგრამ ვერ გაგაცნობთ მორცხვია" ან "ცნობილი ადამიანია და გამოჩენა არ უნდა" - ათასგვარი სისულელე.. "მე პატივს გცემ ძვირფასო, ამიტომ სანამ არ ვიქორწინებთ სექსი არ გვინა, მე ქალიშვილი უნდა მოგიყვანო" - და ათასი აბდაუბდა, რომლის თქმაც იმპროვიზებულად უწევს ბევრ გეის (როგორც ქართველს ასევე ბრიტანელსაც თქვენ წარმოიდგინეთ).

ის რომ ქევინ სფეისი ლონდონ პარკში (გეი კრუიზინგის არეა) ღამის 4 საათზე უცნაურ გარემოებაში გაძრაცვეს, ის რომ ის ხშირად ურთიერთობს გემოვნებით ჩაცმულ სექსუალურ მალალეტკა ბიჭებთან უკვე შეგვიძლია ისტორიას ჩავაბაროთ.

სურათებმა, რომელიც ცოტა ხნის წინად გამოქვეყნდა ხორვატულ საიტზე და მერე მთელს მსოფლიოში ბევრი გააოცა, ბევრმა კი თქვა - აი ხომ ვამბობდითო. ქევინ სფეისი ხორვატიის გეი ქლაბში ტაკოგაშიშვლებულ ყმაწვილს დუნდულებზე უწკაპუნებს. (თუმცა ზოგიერთ სურათებზე შიძლება მოგეჩვენოთ რომ თითის ტაკებას ცდილობს.)

მიდი, მიდი ქევინჯან, მანდ ია უნდა ამოვიდეს! ;)

Wednesday, September 24, 2008

ელენი და პორტია დაქორწილდნენ

სულ ერთი თვის წინ, 16 აგვისტოს ელენ დეჯენერეს და პორტია დე როსსი ოფიციალურად დაქორწინდნენ. ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ელენი და პორტია დღეს მეუღლეები არიან. ქორწილი ჰოლივუდში, ბევრლი ჰილსზე შედგა და მას მხოლოდ ალობლების ვიწრო წრე ესწრებოდა. მიუხედავად იმისა რომ პრესა არავის დაუპატიჟია ქორწილი თვის მთავარ მოვლენად იქცა და მათ ვისაც ქორწილის სურათები გაინტერესებთ შეგიძლიათ ქვევით YouTube-ის ლინკი იხილოთ. ძალიან მაგარია!

შეიძლება ბევრმა არ იცის ვინ არის ელენი? თუმცა მათ ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ინგლისურ ენაზე ‘Finding Nemo’ კარგად ემახსოვრებათ თევზი სახელად დორი. დორის ელენი ახმოვანებს.

ელენ დეჯენერეს ამერიკის ერთ ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. 11-ჯერ ‘ემის’ ლაორეატი , წარმატებული კომიკოსი, ტელე წამყვანი და მსახიობია. ვისაც ოსკარისა და ემის გადაცემის ცერემონიები გიზიდავთ კარგად გემახსოვრებათ ფრაკში გამოწყობილი განუმეორებელი წამყვანი ელენი.

ელენის „ქამინგ აუთი“ ოფიციალურად 1997 წლის აპრილში მოხდა, როდესაც მისი ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალში TIME. განსაკუთრებით მას მერე მსახიობი LGBT ქომიუნითის დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისმა სიმამაცემ ბევრ გეის და ლესბოსელს შესძინა გამბედაობა ოფიციალურად განეცხადებინათ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.



Tuesday, September 23, 2008

ქალაქის ცრუ თუ ნამდვილი გეი სიმბოლოები

თბილისს, როგორც ყველა ანტიკურ ქალაქს, თავისი ფარული გეი ისტორია აქვს. ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა, ხან ფარულად - შეპარვით, ხანაც ჭორებისა და მითების დონეზე. თუმცა სადავო მაინც ბევრია.

ის რომ „კინტო“ ორიოდე საუკუნის წინ ლამის გეის სინონიმი იყო აღარ დაობენ. არც ძველი ქალაქური სიმღერის ავტორი, გულისამაჩუყებლად წითელპერანგა პატარა ბიჭს რომ დაეძებდა, იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და არც სიმღერის „ადანდალი დანდალი ჩემი ოქროს შანდალი“ ავტორი გულისზმობდა „შანდალში“ შანდალს. დარწმუნებული ვარ მტკვრის კალაპოტი ჯებირებით რომ არ შემოეზღუდათ დღესაც იარსებებდა კუნძული „მადათოვი“ და დიდ კონკურენციას გაუწევდა თბილისის სახელგანთქმულ „პლეშკას“. არაფერს ვამბობ აწგანსვენებული „ჭრელი“ აბანოს საერთო აუზზე, რომელიც ხშირად დიდ სიურპრიზებს უმზადებდა ჩვენი ქალაქის არატრადიციული ორიენტაციის მკვიდრებსა და სტუმრებს.

მიუხედავად ცისარტყელისფერი დროშების არ არსებობისა ქალაქს მაინც გადაკრავს თბილი ცისფერი ფერი. ორიოდე დღის წინ ამ ფაქტზე ჩემმა ერთმა გერმანელმა მეგობარმა დამაფიქრა. ბოლო სამი წლის მანძილზე მან ჩემზე კარგად აუღო ალღო თბილისის დახლართულ სიმბოლოებსა და ქუჩებს. რაც მთავარია კარგად დამისაბუთა, რომ ყველა ცნობილი „გეი ატრაქციონი“ ურბანული სიმბოლიკის, სახელის ან ისტორიული კონტექსტის გამო იქცა გეი კონტექსტის მატარებლად და პირიქით. ანუ ამ ადგილებთან დაკავშირებულმა „ისტორიულმა“ პრაქტიკამ ამ ადგილებზე სიმბოლოების ინსტალაცია და ტოპონიმიკის ცვლილებები გამოიწვია.

მოდით მივყვეთ ფაქტებს. მზეჭაბუკი „ფოთოლა“ - სპორტის სასახლის წინ მდებარე ვნებიან-დუნდულებიანი ყმაწვილის ქანდაკება ბევრისთვის საყვარელი პაემანების ადგილია. კავშირი აშკარა და უტყუარია!

ქალაქის მთავარი „პლეშკა“ ჩელუსკინელების ხიდთან იღებს სათავეს და გმირთა მოედნის ტერრიტორიაზე სრულდება. პეშკის დასაწყისში ამაყად წამოჭიმული, ოქროს პირსახოც შემოხვეული „პრომეთეს“ ქანდაკება გეი-თბილისის განუმეორებელ „ლანდსქეიფს“ წარმოადგენს. მზეჭაბუკის არ იყოს პრომეთეს შესაშური ტაკუცუნები გაუკეთა ავტორმა და ხელში ცეცხლის ალი დააჭერინა.
ცნობილი „პეროვსკაიას“ ქუჩა, ძირძველი თბილისური „გეი სცენა“ გასული საუკუნის 90-იანების შემდეგ, ახლა ელ. ახვლედიანის სახელობისაა ;)
ე.წ. ალექსანდროვის ბაღი, ქალაქის გულში ძალიან ლამაზი და ძველი ბაღი, რომელიც ასეთივე ძველი „კრუიზინგ“ არეაა. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ბაღი ცისფერი გალერეის უკან მდებარეობს? როგორია?

ყაზბეგის გამზირზე წითელი ბაღი ჩემი ბავშობიდანვე „უცნაური“ რეპუტაციის სარგებლობს. არცაა გასაკვირი, რომ მისი ძირძველი სახელი „ბლიადსკი“ პარკია ;) ისე ბაღში გვიან თუ გაგისეირნიათ, მიხვდებით რომ სიტყვა „წითელი“ არამარტო წითელი აგურის ნაფხვენიდან მოდის უხვად რომაა მიმოფანტული. ისე მე ცისფერ ბაღს დავარქმევდი.

შარდენის მიდამოები, მანთაშოვის რიგი - კიდევ ერთი ცნობილი „გეი კრუიზინგ არეაა“. და რა თქმა უნდა „არეა“ ფარაჯანოვის გენიალური ძეგლით იწყება. (ისე კომპოზიციას ბახუსი კი ქვია)

რუსთაველის გამზირი, რომელიც მერიის წყალობით მართლა ძალიან ლამაზ ქუჩად გადაიქცა, ყოველთვის წარმოადგენდა მთავარ „კრუიზინგ არეას“. წვაავთ? ტარიელისა და ავთანდილის სიყვარულის ამბავი ხომ საუკუნეებია ლეგენდადაა ქცეული.
პუშკინის სკვერი - ბოლო დროის პოპულარული „გეი კრუიზინგ არეაა“. მართალი გითხრათ ჭირს სიმოლოების განსაზღვრა. პუშკინი ცნობილი იყო როგორც gay-friendly ადამიანი. პუშკინი თავად სთრაიტი ძალზედ ახლო მეგობრობდა ფილიპ ვიგელთან, რომელიც ცნობილი იყო ჰომოსექსუალური მიდრეკილებებით.
მოკლედ ბევრი შიძლება კიდევ დავწერო აბანოთუბანზე, ქართლის დედაზე (რომელიც მარცხნიდან პროფილში სრულებით არაა დედა. ეგეთ დედას სასწრაფოდ ესაჭიროება კუზანოვის კლინიკაში ოპერაცია), ბერიკაობის ქანდაკებაზე ბარათაშვილის ხიდთან და ა.შ. მთავარი ისაა, რომ ჩემი გერმანელი მეგობრის ხუმრობაში სიმართლის მარცვლებიც უხვად დავინახე.
ამ ამბავმა კარგ ხასიათზე დამაყენა. მთავარია ჩვენმა „ნაცისტებმა“ არაფრი გაიგონ.

Thursday, September 18, 2008

DSQUARED, მინი შორტები და კრიშტიანუ

კრიშტიანუ რონალდუს გეი კერპად დასახელება არ გამკვირვებია. ამ თემამ ქართული ბლოგების ყურადღებაც კი დაიმსახურა http://gaytb.blogspot.com/2008/09/blog-post_12.html

კრიშტიანო ერთ ერთი ყველაზე სექსუალური ფეხბურთელი და ბევრი ჩვენთაგანის ფანტაზიის ობიექტია. პორტუგალიელი მაჩო მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელია და კარგი გემოვნებითაც გამოირჩევა (უფრო სწორედ გამოირჩევოდა), თუმცა მაინც 1 ადგილს არ მივცემდი გეი კერპების ათეულში. ჯერ ერთი ნერეიდა გალადო რომ გეყოლება გერლფრენდი ესე იგი გემოვნებაში გერხევა (თუმცა ჭორები დადის იჩხუბეს და რამოდენიმე დღის წინ დაშორდნენო). მეორეც ექსტრავაგანტულობა კია კარგია მარა თითქმის „გეი დრაგ ქუინის“ ფორმაში ვესთ ჰოლივუდში ბოდიალი პროვინციელ პორტუგალიელსაც კი არ ეკადრება. მოკლედ თავად განსაჯეთ. სურათები 26 ივლისსაა გადაღებული, ლოს ანჟელესში, ჰოლივუდში. რონალდუს მსუბუქი ოპერაციის გაკეთება მოუწია და ეს პირველი დღეა "კარში" გამოსვლის. ისე მე მგონი ნარკოზმა იმოქმედა ცუდად:)




















მიუხედავად ამისა მაინც ძალიან საყვარელია და რონალდუს თემას კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები. ამჯერად კიდევ რამოდენიმე სურათს დავაგდებ, ოღონდ წარსულიდან.




































სპორტი, სხეული და ქართული ტრადიციები

ტრადიციულად ქართველების სპორტით გატაცება ტელევიზორში ფეხბურთის ყურებაში, საკუთარი გუნდის დედის „ალერსით“ მოხსენიებასა სა და ლუდის დიდი დოზებით სმაში გამოიხატება. არიან ისეთებიც ვინც ქართული სტანდარტით მთლად დალაგებული არაა, მაგალითად დილით დარბის, ვარჯიშობს და სიგარეტს მხოლოდ მეორადი (სხვისი გამონაბოლქვის) სახით ეწევა. ამ უკანასკნელებს კიდევ რამოდენიმე კატეგორიად დავუოფდი:

ა. სპორტსმენები, რომელთათვის სპორტი ცხოვრების კულტურის ნაწილია: უყვართ ვარჯიში, სპორტის გულშემატკივრობა და აფანატებენ ცხოვრების ჯანსაღ წესზე და იშვიათად მარა ზოგჯერ მაინც საქართველოს გულს ახარებენ ოქროს მედლის ან თუნდაც ათეულში მოხვედრის სახით.

ბ. სპორტსმენები, რომელიც ოცნებობენ იშოვონ მილიონი იმით, რომ ერთხელაც ბურთს რომ ფეხს დაარტყავენ ის ევროპული კლუბის აგენტად გადაიქცევა, მერე კონტრაქტს აჩუქებს, ევროპაში „ზაპასნოების“ თბილს სკამზე დასვავს და აი მაშინ დაიწყება ცხოვრება.... ასეთებს როგორც წესი ღამის თორმეტი საათისათვის ბურთი გოგრად გადექცევათ ხოლმე, ხოლო დაკარგული ცალი ბუცი (ხრუსტალის რა თქმა უნდა) სამუდამოდ უჩინარდება თბილისული ნაგვის გროვაში... რაც იზავთ, ზუსტად ისევე როგორც ბევრი გოგონა ოცნებობს იყოს კონკია და ზღაპრული პრინცს ჩაუგორდეს ლოგინში, ბევრი ასეთი სპორტსმენი ოცნებობს იყოს კალაძე და მილანზე თუ ვერ გაქაჩავს, მალტაში მაინც მიიწვიონ მწვრთნელად.

გ. კატეგორია მოიცავს ადამიანებს, რომლებიც სხეულის სიჯანსაღესა და მშვენიერებაზე ზრუნავენ და თავს არ ზოგავენ მოედანზე, ჯიმსა და საცურაო აუზებში. ასეთები ზოგი მეტრო, ზოგი ჰომო, ზოგიც კუ უბრალოდ სექსუალია. ასეთები ძალიან ცოტაა, მაგრამ შიგადაში მაინც გულსა და თვალს ახარებენ სხეულის მშვენიერებითა და ჯანმრთელი ღიმილით.

ყოველთვის მაინტერესებდა რა არის საჭირო, რომ ქართველი გეი სპორტით დააინტერესო და „ჯიმში“ ან საცურაო დარბაზში შეათრიო. „ჯიმი“ მსოფლიო გეი კულტურის მექაა (კაკ მიმიმუმ რაიონული ფილიალია), ხოლო ლამაზი სხეული წარმატებისა და პოპულარობის გარანტი. იმის გარანტიც, რომ თქვენზე მოთხოვნილება დღითი დღე გაიზრდება და არ მოგიწევთ პეროვსკაიას რომელიმე ბარში ყურყუტი და იმის ლოდინში თუ როდის დათვრება შესაბამის კონდიციამდე რომელიმე ვიზიტორი რათა ყურადღება არ მიაქციოს გადმოგდებულ ღიპს, ჩამოწლაწულ ძუძუებას და ჩაჩუტულ დუნდულებს და სახლში (თუნდაც იქვე „ხელსაბანთან“) წაგათრიოთ.

გვეშველება მაშინ, როცა მივეჩვევით სხეულის ჯანსაღ ფორმებზე ზრუნვას, თავის მოწესრიგებას, სისუფთავესა და ჰიგიენას. ადამიანის სილამაზე მხოლოდ ლამაზი ნაკვთებიდან არ მომდინარეობს დამიჯერეთ.

სპორტი არათუ სხეულს გვიჯანსარებს არამედ ვიზუალურადაც გვანიჭებს სიამოვნებას. ავიღოთ ცურვა, რაგბი, კლასიკური ჭიდაობა, ფეხბურთიც კი :) ცადეთ მშვიდ გარემოში დაჯდეთ ტელევიზორთან და ბევრი არ იფიქროთ წესებსა და ვინ მოიგებს იმაზე, დატკბით სანახაობით და ჩვენი სპორტსმენების ყურებით. გარწმუნებთ სერიოზული ახალი აღმჩენა იქნება თქვენთვი. ვიზუალურ სიამოვნებას თუ ხელის განძრევასაც დაამატებთ (სხვანაირად არ გაიგოთ, ვარჯიშს/სპორტს ვგულისხმობ) ხომ გეშველათ თქვენც და ჩვენც.

კიდევ ერთი მცირე ინტრიგა - კლასიკური ჟიდაობისათვის თუ გიყურებიათ მუსიკის ფონზე? გარწმუნებთ, მაგარი რამეა :)) დღემდე მახსოვს თუ რა უხერხულად ვიგრძენი თავი როდესაც ტელევიზიით კლასიკური ჭიდაობის შესახებ სიუჟეტს ვუყურე უხეხულობას აძლიერებდა ფაქტი რომ ოთახში გატენილი იყო ჰეტეროსექსუალ მამაკაცებით. ძალიან გამიკვირდა როდესაც ილეთები, რომელიც თავისუფლად შეიძლება განიხილო „სასიყვარულო პრელუდიად“, დიდ აღფრთოვანებას იწვევდა მაყურებლებში.

კონკრეტულად რა ანიჭებთ სიამოვნებას ჰეტერო მამაკაცებს ბერძნულ რომაული ჭიდაობის ყურებისას? არ მინდა შორსმიმავალი დასკვნები გავაკეთო და ისეთ ადამიანს დავემსგავსო რომლისთვისაც ყველაფრი ან ცისფერია ან შავ-თეთრი. თუმცა ეს მომდევნო პოსტების თემაა. დღეს ძალიან გამიგრძელდა.

გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ეს ვიდეო. მიხვდებით რას ვგულისხმობდი ორი აბზაცის ზევით ;)






Saturday, September 13, 2008

Who's Fucking Matt Damon?!

Wanna know who’s doing Matt Damon? and most importantly Ben Affleck?

This is the best of Jimmy Kimmel show ever!

Watch Matt Damon stuff at first and then go on with Affleck video.





Friday, September 12, 2008

ვენთვორთ მილერმა ძალიან გაგვახარა















ალბათ მე პირველი და უკანასკნელი არ ვარ ვინც მსახიობ ვენთვორთ მილერში (სერიალი „ციხიდან გაქცევა“) ძალიან მიმზიდველი მამაკაცი დაინახა. და არც პირველი და უკანასკნელი ვარ ვინც მილერის თვალებში ის უცნაური ნაპერწკალი დაინახა რასაც ჩვენში „მაიაკს“ უწოდებენ. ამ ამბავმა ჰეტერო ქალთა საზოგადოებაში მაგარი გატეხვა გამოიწყვია, ხოლო მამრი ჰომო საზოგადოება სიხარულით აჟივჟივდა (ხო, ლესბიანკებს ეს ამბავი მაგრა კიდიათ). ჰოლივუდის ყველაზე სანდო ჭორბიუროს (http://perezhilton.com/) ინფომაციით მილერი (35 წ.) „არათუ ბიჭებითაა გატაცებული, არამედ სერიოზული რომანი აქვს მსახიობ ლუკ მაკ ფარლენთან (27 წ.) - სერიალიდან ‘Brothers and Sisters’.


ლოს ანჟელესში წყვილი ერთად ფოტოგრაფებმა შაბათს 23 აგვისტოს შენიშნეს. მილერმა და მაკ ფარლენმა დილა ერთად გაატარეს. კინკოს პრინშოფში ვიზიტის შემდეგ წყვილმა სტარბაქსის ყავის დალევა მოინდომა. შემდეგ კი ერთად მცირე სამხატვრო გალერეაში გაემგზავრნენ, რომელიც ლოს ანჟელესში „კულვერ სითიშია“ განთავსებული.

წყვილი ფოტოგრაფების დანახვაზე ცოტათი დაფრთხა. მცირე პაუზის შემდეგ გადაწყვიტეს გზა განეგრძოთ და სურათების გადაღებისათვის ხელი არ შეეშალათ. (რითაც ჩვენ ყველანი ალბათ ძალიან გაგვახარეს).

მაკ ფარლენი მილერამდე თი.არ. ნაითის ბოიფრენდი იყო, რომელიც ალბათ გახსოვთ სერიალიდან Grey's Anatomy (საქართველოში სერიალი საზ. მაუწყენელზე გადიოდა).

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ;)




უფრო მეტი სურათები შეგიძლიათ იხილოთhttp://www.justjared.com/ - ზე.

ჩემს და ჩემი ბლოგის შესახებ

მე, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ. დათო მქვია. ჯერ კიდევ ახალგაზრდად გამოვიყურები და 42 წელია რაც გეი ვარ. მეგობარი მეკაიფებოდა ალბათ, რომ დაიბადე ექიმმა თითი ტაკოში მოგარტყა და მაშინ გადაწყდა შენი ბედიო :)

არ ვიცი ვის, როგორ გადაუწყდა ბედი და ვინ როდის დაინახა სარკეში საკუთარი მეორე „მე“, მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი ვინ ვიყავი და ამაზე განსაკუთრებით არასოდეს მიტეხია თავი. მინდა ეს ბლოგიც ავარიდო ტვინის ჭყლეტვას და იმაზე მსჯელობას, იყო გეი კარგია თუ ცუდი, ან ჩვენ უფრო მაგრები ვართ თუ ისინი - სთრაიტები, ან სულაც , ჩვენს უფლებებს რატომ არავინ იცავს და გეი „პრაიდს“ ვინ მოგვიწყობს... მოკლედ ასეთ თემებზე არ ვილაპარაკებთ და რაც მთავარია არ ვიწუწუნებთ.

ვილაპარაკებთ იმაზე თუ რა მოხდა ჩვენთან და სხვაგან, სვეცკი ჭორებს მოვყვებით, ცოტას თავის მიხედვაზეც ვისაუბრებთ, ხელოვნებაზე, ჭამაზე, კინოზე, სილამაზეზე, თუნდაც პიკანტურ პოლიტიკაზე და რაღათქმაუნდა სპორტზე! არაფერი ისეთი გამაღიზიანებელი არაა როგორც გეი, რომელიც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, დადის ტურტლიანი, ღიპღამოგდებული, უგემოვნო ფეხსაცმელებითა და ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ოდეკოლონის სუნით აყროლებული. ამიტომ ვისაუბრებთ იმაზე რა გავაკეთოთ კარგად და როგორ მოვიქცეთ უკეთ.

არ ვიცი, ალბათ სხვა თემებზეც დავწერ... და იმედია არ დამეზარება.. იმედია არც თქვენ მოგაბეზრებთ თავს და შიგადა-და-შიგ კომენტარებსაც დამიტოვებთ ხოლმე.

Blog Widget by LinkWithin