Friday, September 12, 2008

ვენთვორთ მილერმა ძალიან გაგვახარა















ალბათ მე პირველი და უკანასკნელი არ ვარ ვინც მსახიობ ვენთვორთ მილერში (სერიალი „ციხიდან გაქცევა“) ძალიან მიმზიდველი მამაკაცი დაინახა. და არც პირველი და უკანასკნელი ვარ ვინც მილერის თვალებში ის უცნაური ნაპერწკალი დაინახა რასაც ჩვენში „მაიაკს“ უწოდებენ. ამ ამბავმა ჰეტერო ქალთა საზოგადოებაში მაგარი გატეხვა გამოიწყვია, ხოლო მამრი ჰომო საზოგადოება სიხარულით აჟივჟივდა (ხო, ლესბიანკებს ეს ამბავი მაგრა კიდიათ). ჰოლივუდის ყველაზე სანდო ჭორბიუროს (http://perezhilton.com/) ინფომაციით მილერი (35 წ.) „არათუ ბიჭებითაა გატაცებული, არამედ სერიოზული რომანი აქვს მსახიობ ლუკ მაკ ფარლენთან (27 წ.) - სერიალიდან ‘Brothers and Sisters’.


ლოს ანჟელესში წყვილი ერთად ფოტოგრაფებმა შაბათს 23 აგვისტოს შენიშნეს. მილერმა და მაკ ფარლენმა დილა ერთად გაატარეს. კინკოს პრინშოფში ვიზიტის შემდეგ წყვილმა სტარბაქსის ყავის დალევა მოინდომა. შემდეგ კი ერთად მცირე სამხატვრო გალერეაში გაემგზავრნენ, რომელიც ლოს ანჟელესში „კულვერ სითიშია“ განთავსებული.

წყვილი ფოტოგრაფების დანახვაზე ცოტათი დაფრთხა. მცირე პაუზის შემდეგ გადაწყვიტეს გზა განეგრძოთ და სურათების გადაღებისათვის ხელი არ შეეშალათ. (რითაც ჩვენ ყველანი ალბათ ძალიან გაგვახარეს).

მაკ ფარლენი მილერამდე თი.არ. ნაითის ბოიფრენდი იყო, რომელიც ალბათ გახსოვთ სერიალიდან Grey's Anatomy (საქართველოში სერიალი საზ. მაუწყენელზე გადიოდა).

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ;)




უფრო მეტი სურათები შეგიძლიათ იხილოთhttp://www.justjared.com/ - ზე.

1 comment:

Alexander said...

აუ მილერი ძაან მაგარი ტიპია და ასეც ვიცოდი რააა, ის ნაპერწკალი მართლა არ გამოეპარება გამოცდილ თვალს, მაგრამ 35 წლის თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვეცემი ამ ტიპზე და რაც გინდათ ის მიქენით :)

Blog Widget by LinkWithin