Thursday, September 18, 2008

სპორტი, სხეული და ქართული ტრადიციები

ტრადიციულად ქართველების სპორტით გატაცება ტელევიზორში ფეხბურთის ყურებაში, საკუთარი გუნდის დედის „ალერსით“ მოხსენიებასა სა და ლუდის დიდი დოზებით სმაში გამოიხატება. არიან ისეთებიც ვინც ქართული სტანდარტით მთლად დალაგებული არაა, მაგალითად დილით დარბის, ვარჯიშობს და სიგარეტს მხოლოდ მეორადი (სხვისი გამონაბოლქვის) სახით ეწევა. ამ უკანასკნელებს კიდევ რამოდენიმე კატეგორიად დავუოფდი:

ა. სპორტსმენები, რომელთათვის სპორტი ცხოვრების კულტურის ნაწილია: უყვართ ვარჯიში, სპორტის გულშემატკივრობა და აფანატებენ ცხოვრების ჯანსაღ წესზე და იშვიათად მარა ზოგჯერ მაინც საქართველოს გულს ახარებენ ოქროს მედლის ან თუნდაც ათეულში მოხვედრის სახით.

ბ. სპორტსმენები, რომელიც ოცნებობენ იშოვონ მილიონი იმით, რომ ერთხელაც ბურთს რომ ფეხს დაარტყავენ ის ევროპული კლუბის აგენტად გადაიქცევა, მერე კონტრაქტს აჩუქებს, ევროპაში „ზაპასნოების“ თბილს სკამზე დასვავს და აი მაშინ დაიწყება ცხოვრება.... ასეთებს როგორც წესი ღამის თორმეტი საათისათვის ბურთი გოგრად გადექცევათ ხოლმე, ხოლო დაკარგული ცალი ბუცი (ხრუსტალის რა თქმა უნდა) სამუდამოდ უჩინარდება თბილისული ნაგვის გროვაში... რაც იზავთ, ზუსტად ისევე როგორც ბევრი გოგონა ოცნებობს იყოს კონკია და ზღაპრული პრინცს ჩაუგორდეს ლოგინში, ბევრი ასეთი სპორტსმენი ოცნებობს იყოს კალაძე და მილანზე თუ ვერ გაქაჩავს, მალტაში მაინც მიიწვიონ მწვრთნელად.

გ. კატეგორია მოიცავს ადამიანებს, რომლებიც სხეულის სიჯანსაღესა და მშვენიერებაზე ზრუნავენ და თავს არ ზოგავენ მოედანზე, ჯიმსა და საცურაო აუზებში. ასეთები ზოგი მეტრო, ზოგი ჰომო, ზოგიც კუ უბრალოდ სექსუალია. ასეთები ძალიან ცოტაა, მაგრამ შიგადაში მაინც გულსა და თვალს ახარებენ სხეულის მშვენიერებითა და ჯანმრთელი ღიმილით.

ყოველთვის მაინტერესებდა რა არის საჭირო, რომ ქართველი გეი სპორტით დააინტერესო და „ჯიმში“ ან საცურაო დარბაზში შეათრიო. „ჯიმი“ მსოფლიო გეი კულტურის მექაა (კაკ მიმიმუმ რაიონული ფილიალია), ხოლო ლამაზი სხეული წარმატებისა და პოპულარობის გარანტი. იმის გარანტიც, რომ თქვენზე მოთხოვნილება დღითი დღე გაიზრდება და არ მოგიწევთ პეროვსკაიას რომელიმე ბარში ყურყუტი და იმის ლოდინში თუ როდის დათვრება შესაბამის კონდიციამდე რომელიმე ვიზიტორი რათა ყურადღება არ მიაქციოს გადმოგდებულ ღიპს, ჩამოწლაწულ ძუძუებას და ჩაჩუტულ დუნდულებს და სახლში (თუნდაც იქვე „ხელსაბანთან“) წაგათრიოთ.

გვეშველება მაშინ, როცა მივეჩვევით სხეულის ჯანსაღ ფორმებზე ზრუნვას, თავის მოწესრიგებას, სისუფთავესა და ჰიგიენას. ადამიანის სილამაზე მხოლოდ ლამაზი ნაკვთებიდან არ მომდინარეობს დამიჯერეთ.

სპორტი არათუ სხეულს გვიჯანსარებს არამედ ვიზუალურადაც გვანიჭებს სიამოვნებას. ავიღოთ ცურვა, რაგბი, კლასიკური ჭიდაობა, ფეხბურთიც კი :) ცადეთ მშვიდ გარემოში დაჯდეთ ტელევიზორთან და ბევრი არ იფიქროთ წესებსა და ვინ მოიგებს იმაზე, დატკბით სანახაობით და ჩვენი სპორტსმენების ყურებით. გარწმუნებთ სერიოზული ახალი აღმჩენა იქნება თქვენთვი. ვიზუალურ სიამოვნებას თუ ხელის განძრევასაც დაამატებთ (სხვანაირად არ გაიგოთ, ვარჯიშს/სპორტს ვგულისხმობ) ხომ გეშველათ თქვენც და ჩვენც.

კიდევ ერთი მცირე ინტრიგა - კლასიკური ჟიდაობისათვის თუ გიყურებიათ მუსიკის ფონზე? გარწმუნებთ, მაგარი რამეა :)) დღემდე მახსოვს თუ რა უხერხულად ვიგრძენი თავი როდესაც ტელევიზიით კლასიკური ჭიდაობის შესახებ სიუჟეტს ვუყურე უხეხულობას აძლიერებდა ფაქტი რომ ოთახში გატენილი იყო ჰეტეროსექსუალ მამაკაცებით. ძალიან გამიკვირდა როდესაც ილეთები, რომელიც თავისუფლად შეიძლება განიხილო „სასიყვარულო პრელუდიად“, დიდ აღფრთოვანებას იწვევდა მაყურებლებში.

კონკრეტულად რა ანიჭებთ სიამოვნებას ჰეტერო მამაკაცებს ბერძნულ რომაული ჭიდაობის ყურებისას? არ მინდა შორსმიმავალი დასკვნები გავაკეთო და ისეთ ადამიანს დავემსგავსო რომლისთვისაც ყველაფრი ან ცისფერია ან შავ-თეთრი. თუმცა ეს მომდევნო პოსტების თემაა. დღეს ძალიან გამიგრძელდა.

გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ეს ვიდეო. მიხვდებით რას ვგულისხმობდი ორი აბზაცის ზევით ;)






1 comment:

ჩორვენი¹³ said...

ფრიად საინტერესო ბლოგია!!

ბლოგროლში ჩავამატებდი თუ რა ტქმა უნდა არ ხარ წინააღმდეგი?

Blog Widget by LinkWithin