Saturday, October 18, 2008

ჭიდაობა თურქულად ;)

1640 წლის შემდეგ თურქეთში ფრიად საინტერესო ტრადიცია დამკვიდრდა. „ქირქპინარ“ ყოველწლიური ჩემპინატია თურქულ ჭიდაობაში. მასში ძირითადად არაპროფესიონალი მოჭიდავეები ღებულობენ მონაწილეობას მთელი თურქეთის მასშტაბით. ჭიდაობენ 15 წლიდან 40 წლამდე. წელს ზემოთ გაშიშვლებული და ზეთწასმული მამაკაცები 40 გრადუსიან სიცხეში ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცები პირველობისათვის იბრძვიან. გამარჯვებულს თურეთის პრეზიდენტი პირადად აჯილდოვებს. ჩემპიონატი ხალხური ტრადიციული დღესასწაულია, თუმცა გადახედეთ სურათებს და თუ ამას ჭიდაობა ქვია არ ვიცი მე... ძალიან ვცდილობდი გამერკვია რა ილეთებია ამ სპორტში თუმცა ეს ყველაფერი კამა სუტრას უფრო გავს :) ჯანმრთელი, თოხზე და თხის რძეზე გაზრდილი ლოყებღაჟღაჟა ბიჭები ;)... ვა-ა-უუუ!
ვერ ვხვდები გაზეთილ შარვალში ეგენი რას ეძებენ..

Thursday, October 16, 2008

ვერკა სერდიუჩკას მორიგი ჰომოეროტიკა ;)

მიყვარს ეს არსება და რა ვქნა. ძალიან მაგარი კლიპია. ნახეთ და დააკომენტეთ ;)








ქერი დეგმანის უუუ სურათები!

წინა პოსტში ქერი, რომ ვახსენე გამახსენდა რომ მისი სურათები არ არმიტვირთავს. ქერი დღეს ერთ ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ვარსკვლავად ითვლება პოდიუმზე. პოპულარობას ისიც ზრდის, რომ არასოდეს მალავს შესანიშნავ სხეულს. ქერიზე და მის ორიენტაციაზე უამრავი ჭორია, თუმცა ფაქტია რომ მისი პოპულარობა განსაკუთრები Out Magazine -ში გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ გაზარდა. სხვათაშორის ამავე ინტერვიუში ქერიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ვაჟიშვილია (Virgin).. პირადად მე ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე. ალბათ იხუმრა ;) ან კი ის იგულისხმოა, რომ bottom-ი არასოდეს ყოფილა. ნუ ინერვიულებ ქერი, ჩვენ ყველა ასე ვიწყებდით ;)




Wednesday, October 15, 2008

ჯემი დორნანი დიორისათვის


ამ ვიდეოში ჯემი დორნანი განსაკუთრებით სექსუალურია ;)



ბიჭები ნიუ იორკის Fashion Week-ის ტუსოვკაზე

მოდელები ზოგჯერ მაკიაჟისა და პოდიუმის შმოდკის გარეშე ძალიან საყვარლები და ადამიანურები არიან. ნაკლებად გვანან გაკრახმალებულ მანეკენებს ბუტიკების ვიტრინებიდან. ხშირადაა შემთხვევა როცა პოდიუმზე ისეთია რომ მიაკვდები და ამ დროს ნახავ რეალში და :( ...

საბედნიეროდ ეს სხვა შემთხვევაა. ნიუ იორკის Fashion Week-ის ტოპ მოდელები კერი დეგმანი, ჩად უაითი და მეთიუ ქოთსვორთი (ზედა სურათზე) და კიდევ რამოდენიმე ისე-რა მოდელი :) NYFW after party-ზე. ხო მართლა, გამოვყოფდი ძალიან სექსუალურ საიმონ თამს (Simon Tham) ქვედა სურათებზე თავისი ულამაზესი ტაილანდური თვალებით ;)

ძალიან მომენატრა ნიუ იორკული ტუსოვკები და როცა ამ სურათებს გადავწყდი რაღაც გულზე მომიჭირა. ესეთები ხომ იქ რეალშიც ჩითავენ :'(

Monday, October 13, 2008

ზოგს რა ბედი აქვს, ტო?!?!?!?!?!


ტყუპები

დღეს ვაკეში ისეთი ლამაზს ტყუპებს შეფეჩეხე, რომ მთელი დღე მოუსვენრად ვარ. არა მგონია ვინმეს არ ეფანტაზიორა ამ თემაზე. ამერიკაში ძალიან პოპულარული იყო ერთი მითი ტყუ ძებზე, რომ ერთ-ერთი აუცილებლად გეია. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ მითია, თუმცა დამაიმედებელი და ლამაზი. მკლედ ამან გადამაწყვეტინა ბლოგზე ძალიან ცნობილი ამერიკელი ტყუპების - ლეინ და ქაილ კარლსონების რამოდენიმე სექსი სურათი ამეტვირთა. ძმებია ახლა 30 წლისანი არიან და პოპულარობას ცნობილი გეი ფოტოგრაფის ბიუს ვებერის წყალობით მიაღწიეს. ტყუპები, ქელვინ კლაინის, არმანის, აბერკრომბის და ბევრი სხვა კომპანიის სახეები იყვნენ სხვადასხვა დროს.



ისე ის ტყუპები ვაკეში არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ ამათ ;)

Saturday, October 11, 2008

შესანიშნავი ფოტოგრაფების შესანიშნავი სურათები. 2 ალბომი


შესანიშნავი ფოტოგრაფების შესანიშნავი სურათები. ალბომი 1

Christian Lartillot Photography




True... that's David Beckham!

არ მოველოდი ასე სწრაფად სწორ პასუხებს წინა პოსტში დასმულ კითხვაზე :(
დიახ ეს დევიდ ბექჰემია ადრეულ ბავშობასა და ახლაგაზრდობაში :))
ისე, ამასობაში რა გახდა??? yummy !!!! ;)

Friday, October 10, 2008

Guess Who? აბა ვინ არის?

ახალი რუბრიკა!! მოდით ცოტა ვიხალისოთ! სურათზე გამოსახულია ძალიან ცნობილი ადამიანი. მე ვიტყოდი ძაააააალიან სექსუალური ადამიანი! ოღონდ ასე 20-22 წლის წინ! მას შემდეგ ბიჭმა ევრი იმუშავა საკუთარ თავზე და მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი გახდა ;) და არა მარტო გოგონებისათვის ანდ გეი საზოგადოებისათვის. მე პირადად ბევრ სთრაიტს ვიცნობ ვისაც დაფიქრებაც არ დაჭირდებოდა მასთან გემრიელად რომ ებურჯგნავა :))

ვინც გამოიცნობს მაგარია! ვინ არის ეს ბიჭი?


ველი კომენტარებს.....

Thursday, October 9, 2008

CR7 -რონადლუს მალე ალბათ პოდიუმზეც ვიხილავთ

არავის გაკვირვებია ალბათ ბრიტანული The Sun Magazine-ის გარდა, როდესაც ორშაბათს კრიშტიანუ რონალდუმ (მანჩესტერ იუნაითედი) ლისაბონში თავისი მეორე ბუტიკი გახსნა. პირველი, მშობლიურ ქალაქში, კუნძულ მადეირაზე გახსნა ერთი წლის წინ. ამჯერად კი ლისაბონისკენ გადაინაცვლა. CR7 თანამედროვე ზმანს გვთავაზობს რონალდუს სტილში. ტყავის ჯიბეებიანი ჯინსები, ტყავის ქამრები და ტყავის ფეხსაცმელი CR7-ის ლოგოტიპებით. მოკლედ იმდენ ტყავს, ჯინს და ბრჭყვიალა ელემებტებს იყენებს საკუთარ ჩაცმულობასა და ბუტიკის თაროებზე, რომ ვიტყოდი გეია თქვა მექალთანეს სახელი რომ არ ქონდეს გავარდნილი. ბუტიკის გახნსას კრიშტიანუ რომალდუ დოს სანტოს ავიეროს მთელი ოჯახობა დაესწრო (ისე ჯობდა ფოტოებში არგამოჩემილიყვნენ). ბევრს გაუკვირდა, ბევრს გაეხარდა, მე როგორც ადრე, კი ფეხბურთის მოედანზე პირველი გამოჩენისთანავე, დღესაც წარმატებას ვუწინასწარმეტყველებ. წარმატებას მხოლოდ გაბედული, ძერსკი ადამიანები აღწევენ და არა ისინი ვისაც ეშინია თამამი განაცხადების. წინა პოსტებიდანაც მიხვდებოდით, რომ კრიშტიანუ რონალდუს (მანჩესტერ იუნაითედი) ისტერიჩკა ფანატი ვარ :) რა ვქნა ძალიან მიყვარს პოტუგალიელი ბიჭები (უფრო სწორედ სამხრეთელი ბიჭები), ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით :) მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საოცრებებს იცვავს, უხცოპლანეტელი პიდარასტივით გამოიყურება, უყვარს დიდ ძუძუებიანი კეკე დეიდები (ვგულისხმობ კრიშტიანუს ექსს ძროხას, დეიდა ნერეიდა გალარდოს) და პროვინციალის ჯანსაღი ფერი დაკრავს, მაინც მაგარი კაცია და სულ ფეხზე კიდია რას წერენ მასზე და მის მისწრაფებებზე. ისე პროვინცია, ჯანმრთელი ლოყებღაჟღაჟა და სუფთა ჰაერზე გაზრდილი ბიჭები საქართველოშიც მოდაშია. უბრალოდ ხმა არ უნდა ამოაღებინო და შმოტკების საყიდლად მარტო არ გაუშვა :) ბევრი გამომივიდა. დავასრულებ იმით, რომ მიუხედავად ყველაფრისა რონალდუ მაინც ძალიან მაგარი კაცი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია (ამას უკვე როგორც ფეხბურთის ფანატი ვამბობ).
Blog Widget by LinkWithin