Wednesday, October 1, 2008

თავის მოვლის ძირითადი ეტაპები დამწყებთათვის

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად მაოცბდა, რომ ქართველი გეები არც-თუ-ისე სერიოზულად ეკიდებნოდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე და ფორმაზე ზრუნვას. მამაკაცი, ისევე როგორც ქალი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ჩვენში ჯერ კიდევ ბევრია ცხოველური მაგრამ თავის მოვლის თანამედროვე საშუალებები იძლევა შანს შევინარჩუნოთ კარგი გარეგნობა და ახალგაზრდული იერი. გარწმუნებთ საშუალო ამერიკელი გეი 40 წლის ასაკში ისევე კოხტად და პიწკინად გამოიყურება როგორც ქართველი 25 წლის (ოღონდ მოვლილი ყმაწვილი). მამაკაცის ასაკის გამოცნობა საქართველოში საკმაოდ რთული რამაა. 25 წლისა ზოგჯერ 35 წლისას ჰგავს და პირიქით. მამაკაცებისათვის სალონების სიტემის განუვითარებლობა ალბად თავისთავად მეტყველებს ადრე დაბერებული სახის, ჭაღარა წვერის, ჩავარდნილი სახისა და დაღარული შუბლის სიმრავლეზე 35-45 წლის მამაკაცებში. ევროპულ ამერიკულ კულტურაში კი მამაკაცი სწორედ ამ პერიოდში ყვავდება ;) არ ვდაობ რომ 30 წლის ქართველი გეი ნამდვილად თავის თანასწორ სთრაითზე შეუდარებლად ნორჩად გამოიყურება. მაგრამ მაინც ბევრ რამეს შევცვლიდი და პირველ რიგში მამაკაცებს ვასწავლიდი თუ როგორ მოუარონ თავს. ხაზს ვუსვავ მამაკაცებს და აქ ნამდვილად ვერ განვასხვავებ გეის სთრაითისაგან, რადგან „სტლნი“ და „სექსი“ მამაკაცის დანახვა ყოველთვის ბევრად სასიამოვნოა ვიდრე ახალგაზრდობადაკარგულ ყურჩამოყრილ ბიჭებისა და ხაზს ვუსვავ -ჩაცმა და სტილი აქ არაფერ შუაშია. ჩვენ ვისაუბრებთ ფრჩხილებზე, თმაზე (თავზე, სახეზე, ტანზე, ყურებში ტაკოში და ა.შ.). გარწმუნებთ სლიკინა ჰოლივუდელი ბიჭები ყოველთვის სლიკინები არ იბადებიან და არც ბიცებს-ტრიცებს, სიქს-პაკ, ბლა ბლა ბლა კუნთები ჰყვებათ დედის საშოდან.

თინეიჯერები ალბათ იტყვიან რომ მათ ეს არ ჭირდებათ. გარწმუნებთ ცდებით! თავის მოვლა ადრეული ასაკიდან იწყება და ეტაპობრივად უფრო ინტენსიური ხდება ასაკის მატებასთან ერთად. ზრუნვა საჭიროა ადრეული ასაკიდან დაიწყოთ, ზუსტად მას შემდეგ რაც სახეზე „პრიშჩიკები“ გაგიქრებათ. მკვდარი უჯრედის აღდგენა ასაკთან ერთად სულ უფრო რთული ხდება. ნაოჭების შევსება კი ნელ ნელა ძალზედ რთული საქმე ხდება.
პოსტში რომელიც BODYCARE ბლოგზე განვათავსე გთავაზობთ 12 რჩევას ელემენტარული სილამაზისათვის.





No comments:

Blog Widget by LinkWithin