(Movie link added on Jan 4, 2009)
ფილმი ჰარვი მილკის ისტორიას მოგვითრხრობს. მილკი თანამედროვე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი საჯარო მოხელე, რომელიც ღია ჰომოსექსუალი იყო და 1978 წელს სან ფრანცისკოს მერად აირჩიეს. მილკის ისტორია ლამაზი ამაღელვებელი ამბავია, რომელიც მისი ტრაღიკული მკვლელობით დასრულდა. ჰარვი მილკი თანამედროვე გეი სამყაროს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და როგორც კრიტიკოსები ამბობენ შონ პენმა მისი პერსონაჟის უბადლო განსახიერება შესძლო.
ფილმი კი ნოემბერში გამოდის მაგრამ ჩვენ მოგვიწევს პირატული ვერსიების ქაჩვა. გაგახსენებთ, რომ არც ამირანმა და არც რუსთაველმა „კუზიანი მთა“ ეკრანზე არ გააჭაჭანა. მილკსაც ალბათ იგივე ელოდება. არაფერია, ვიდეოპირატები იყვნენ კარგად და თუ რამეა ფილმის კერძო ჩვენებებიც მონავწყოთ ;)
ჯეიმს ფრანკო ამერიკის #1 გეი ჟურნალის “OUT Magazine” ახალი ნომრის გარეკანიდანზე გაიჩითა. თავად სთრაიტია (და პლზ ოცნებებში ნუ ჩამიკუკებთ:)), თუმცა ჯურნალთან ინტერვიუში მაგარი კომენტარები გააკეთა. მთელი სტატია ვერ ვთარგმნე, დამეზარა მარა იზუმინკებს ქვემოთ შემოგთავაზებთ.
ჯეიმს ფრანკოსთან ინტერვიუ „აუთ მაგაზინში“ დაიბეჭდა
„ფილმში ყველაზე რთული სცენა კოცნა იყო. მე და შონს სამი წუთის განმავლბაში უნდა გვეზასავა. სცენას ხალხით გადაჭედილ ადგილას, სან ფრანცისკოში, კასტროს ქუჩაზე ვიღებდით. ქუჩა გადაკეტილი არ ყოფილა და ამიტომ 200 მდე გამვლელი მოგვჩერებოდა. ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო. მე ვნერვიულობდი და თან კოცნა ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო. მე გოგონასაც კი ვერ ვაკოცებდი ამდენ ხალხში. პირველი კოცნის შემდეგ ყინულიც დადნა და მერე ნელ ნელა გამიადვილდა. შონ პენმა მადონას (ყოფილ ცოლს) დაუმესიჯა „ნავსი გავტეხე და პირველად ვიზასავე კაცთან. არ ვიცი რატომ მარა ამ დროს რატომღაც შენ გამახსენდი“. მადონას მესიჯმაც არ დააყოვნა „გილოცავ ძვირფასო“.
ფილმის რეჟისორმა გას ვან სანტმა აღნიშნა, რომ ჟეიმსისათვის „ჩემი პირადი აიდაჰო“ შთაგონების წყარო იყო.
„ფილმი ბევრჯერ ვნახე“ ამობობს ფრანკო. მიხარია, რომ გასიც (რეჟისორი) აღნიშნავს ამ ფილმის ზემოქმედებას ჩემი გმირის განსახიერებაზე „მილკში“. ვიცი რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფილმია გეი საზოგადოებისათვის. მე ბევრი სთრაიტი ვიცი ვისაც ძალიან უყვარს ეს ფილმი. ისეთ ემოციებს აღძრავს, რომ ბევრჯერ გინდა მისი ნახვა.“ მერე დაძენს „ვაღმერთებ რივერ ფენიქსს. ის იმდენად მაგრად თამაშობს რომ მოგინდება შენც სცადო და ერთხელ მაინც ითამაშო უსახლკაროს როლი, გეი მამაკაცის როლი.“
„რთული კიდევ ერთი სცენა იყო. მე სრულიად დედისშობილა მომიწია ცურვა ბასეინში რომლის გარშემოც უამრავი ჩაცმული ადამიანი დადიოდა. ძალიან დავიბენი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი - დაწყნარდი, შენ გას ვან სანტის ფილმში თამაშობ. ყველაფერს გავაკეთებ როგორ საჭიროა - მოკლედ მთავარი ისაა რომ ძალიან კმაყოფილი არ რომ ფილმში მონაწილეობა მივიღე,“ -ამბობს ჯეიმს ფრანკო.
არ ვიცი რას ამბობს ჯეიმს ფრანკო, მაგრამ სანამ ამას ვწერდი ორი აზრი მაწუხებდა - რატომ თამაშობენ ჰოლივუდის გრანდიოზულ ფილმებში გეებს სთრაიტები> და მეორე -ვის უფრო გაუმართლა შონ პენს თუ ჯეიმს ფრანკოს?
4 comments:
ეჭვიც არ მეპარება, რომ მადონა ასე უპასუხებდა, მაგარი ადამიანია :) და საერთოდ ეს ისტორია ძალიან მომეწონა და სული ამიჩუყა :)
კერძო ჩვენება მაგარი აზრია. სადღაც პეროვსკაიაზე ჩითავს პატარა კინოდარბაზი. შიგიძლია დაიქირავო და რამე. თუ მაგ ამბავს გააკეთებ მაგარი კაცი იქნები. მე ჩემს მეილს გამოგიგზავნი. ორი ადგილი დავჯავშნე უკვე იცოდე. გეი არ ვარ მარა, მაგრა მისწორდება თქვენს ტუსოვკებზე ყოფნა
მეილზეც მოგწერე და ღია ეთერშიც გეტყვი, რომ აუცილებლად მოგიწვევთ შენც და შენს მეგობარ გოგონასაც! :)
Thanks for being open minded!
ავოიეეე, ეს რა ბაზარი მიდის უჩემოდ?? მე სულ დაგავიწყდით? მე რატომ არავინ არსად არ მეპატიჟება??? :)
Post a Comment