Thursday, April 30, 2009

შიშველი რეკლამა Nike-ისაგან

რამოდენიმე დღის წინ ბლოგზე ეს პოსტი დავაგდე "შიშველი რეკლამა Fashio156-საგან". როგორც სჩანს თრენდი მაგარი პოპულარული ხდება. შიშველი რეკლამა მართლაც პოპულარული ხდება და იმ სამ ბენეფიტს, რომელიც წია პოსტში ვახსენე ახლა უკვე კამერამენის ხარჯიც აკლდებაფ Nike-ის ეს სარეკლამო რგოლი უბერალო ვებ-კამერითაა გადაღებული.





ხო, მთავარი დამავიწყდა შიშველი სექსი სპრინტერი რეკლამაში ნიკ სიმონდსია (Nick Symmonds). კარგი ტრაკუცუნების ქონის გარდა ნიკი შესანიშნავი მრბოლელია და 800 მეტრიან დისტანციაში აშშ-ს ჩემპიონია. ალბათ ყველა ვერ გაბედავდა ტიტლიკანა სირბილს და ამის გარდა, ნაიკის რკლამაში რომ გაიჩითო ტრაკიც უნდა გქნოდეს და უნარი (ყველანაირი გაგებით).

ნახეთ Nike-ის რეკლამა - მოკლე და გრძელი ვარიანტები ;)
და უფრო რეკლამის დიდი ვერსია

ცუდი კომპანია - მოკლემეტრაჟიანი გეი ფილმი


გადავწყვიტე ზოგჯერ მოკლემეტრაჟიანი გეი ფილმებიც დავდო ხოლმე. ფიმები ონლაინ შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე აქვე.
"ცუდი კომპანია" ესპანური მოკლემეტრაჟიანი გეი ფილმია, რომელიც ანტონიო ჰენსმა 2000 წელს გადაიღო. სიუჟეტი 16 წლის გილიერმოს შესახებაა, რომელიც საკუთარ ორენტაციას საზოგადოებრივ ტუალეტში აღმოაჩენს. არანაირი მაღალი ხელოვნება, უბრალოდ დიდი ხალისობაა. მიუხედავად იმისა რომ ერთი სიტყვაც კი ვერ გავიგე (ფილმი ესპანურადაა ფრანგული ტიტრებით და pede-ს გარდა ვერ მივხვდი ვერაფერს) ძალიან ვისიამოვნე და მართლა ყველაფერი უსიტყვოდაც გასაგებია ;) მოკლედ, თქვენც იხალისეთ და ამ 5 წუთიან ფილმს აქვე, ბლოგიდან გაუსვლელად უყურეთ.

Tuesday, April 28, 2009

შიშველი რეკლამა Fashio156-საგან

მოდის სამყარო მომხმარებლამდე მიღწევის ახალ გზებს ეძებს. მთავარი გზა ყოვლეთვის რეკლამაა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე რეკლამა კიდევ უფრო ორიგინალური, მიმზიდველი და იაფი უნდა იყოს. ბრიტანული მოდების ონლაინ ჟურნალისათვის Fashio156 ამ სამი კომპონენტის გაერთიანება შიშველი რეკლამა გახდა. ნუ, მთალდ შიშველი არა... შიშველი სხეული და ის ნივთი (ან ჩასაცმელი) რომლის რეკლამაც ხდება. ამ გენიალური ხრიკით რამოდენიმე კურდღელის დაჭერაა შესაძლებელი: 1. ფული გრანდიოზულ დეკორაციებზე არ იხარჯება და რეკლამა იაფი გამოდის, 2. შიშველი სხეული (განსაკუთრებით კი თომას ივასაკის ტაკუცუნები) ყველასათვის მიმზიდევლია და 3. ამაზე მეტი ორიგინალურობა რაღა გნებავთ. მოკლედ, წარმოგიდგენთ მსოფლიო მოდის სამყაროს მრავალფეროვანი წარმომადგენლების მიერ წარმოებულ უახლეს კოლექციებს ნახევრად ბრაზილიელი ნახევრად იაპონელი 23 წლის თომას ივასაკის გატრუკცკუნებულ ტაკუცუნებზე.

შარვალი ივ სენ ლორანისაგან (Yves Saint Laurent)


ზოლებიანი მოსასხამი ჰუმანოისისაგან (Humanoid)


მოღეღილ ყელიანი ჟაკეტი მარტინ არგიელასაგან (Martin Margiela)



შორტები ალექსანდრ მაკ ქუინისაგან (Alexander McQueen)

თხელი შორტები და პერანგი კონი ჰოსაგან (Connie Ho)


სათვალე ვირვა ლაუნოსაგან (Virva Launo)


მაისური რიკ ოუენსისაგან (Rick Owens)


მაისური ნილ ბარეტისაგან (Neil Barrett)


გამჭვირვალე პერანგი ქრისტი ლისაგან (Christie Lee)

დღეისათვის სულ ეს იყო ;)

Monday, April 27, 2009

მთრთოლვარე სხეული

მოდების ჟურნალი Hercules ბარსელონაში წელიწადში ორჯერ გამოდის. გაზაფხულ-ზაფხულის ნომერი Hercules-მა პედრო ალმადოვარის მოტივებზე ააწყო და ყველა რუბრიკა ალმადოვარის ცნობილ ფილმთან დააკავშირა. ნომერი სათაურით - Live Flesh გამოვიდა ალმადოვარის 1997 წლის ფილმის 'მთრთოლვარე სხეული' (ან ცოცხალი სხეული. ესპანურად ფილ.სათ - Carne Trémula) საპატივსაცემოდ. გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს გამოცემიდან. უფრო სწორედ ორ არტ სერიას მოდელების ალექს გირმანის (პირველი ორი სურათი. Alex Geerman) და ბრაიან შიმანსკის (Brian Shimanksy) ფოტოებით. იმედი მაქვს ისიამოვნებთ ;)

(Note: ფოტოები საკმაოდ დიდი რეზოლუციისა. შეგიძლიათ გაადიდოთ სურათზე დაწკაპუნებით)










ჟურნალის ლინკი - Hercules

ედილსონ ნასციმენტო ამჯერად მუსიკალურ კლიპში

ფოტოგენურობა ყოველთვის ტელეგენურობას როდი ნიშნავს. ჩვენთვის საბედნიეროდ ედილსონ ნასციმენტო ეშლი ტაისდეილის კლიპში It's Alright, It's Ok ისეთივე სექსუალურია როგორც ფოტოსურათებზე. ვპოსტავ კლიპის რამოდენიმე სქრინშოთს და ასევე კლიპის ონლაინ ვერსიას. მუსიკა და კლიპი რა თქმა უნდა ძალიან ბანძი. თუმცა, სამივე ბიჭუნა (კლიპის მიხედვით ეშლის რომ ჟიმავს) ძალიან სექსია და ნერწყვისმომგვრელია. მოკლედ, ნახეთ ისიამოვნეთ ედილსონის მოყვარულებმა.






და ესეც კლიპი
IT'S ALRIGHT, IT'S OK official music video



სხვა პოსტები ედილსონ ნასციმენტოს შესახებ იხილეთ აქ!

Saturday, April 25, 2009

სექსუალურობისა და ვნებების აღმოჩენა ფრანგი ფოტოგრაფის ნამუშევრებში



გაიცანით ძალიან საიტერესო და დამაინტრიგებელი ფრანგი ახალბედა ხელოვანი ფლორიანი ან შოკოლა-პუა (Chocolat_Poire), როგორც თავის თავს ეძახის.

ფოტოგრაფია ბავშობიდან შეუყვარდა, როცა მამიკოს ფოტოაპარატით თავის მეგობარ ბიჭს უღებდა ფოტოებს თეთრი ზეწრის ფონზე. მას შემდეგ არ შორდება ფოტოაპარატს და ცდილობს თავისი უნიკალური ადგილი დაიმკვიდროს. მოდელებად არაპროფესიონალებს იყენებს, ძირითადად 18-22 წლის ბიჭებს, ზოგჯერ გოგონებსაც. არ უყვარს დაყენებული ნაკაჩავები ან გალაპლაპებული სხეულების გადაღება და ურჩევნია ჩვეულებრივ ადამიანებთან მუშაობა, განურჩევლად ტანზე თმის სიხშირისა და კუნთების ოდენობისა. თავის სტილს აღწერს მუდმივ მოძრაობად, განვიტარებად. ამბობს, რომ ნამუშევრების ხაზში ძირითადი ელემენტები შეიძლება იცვლებოდეს მაგრამ ერთი რა აიუცილებლად რჩება. ესაა პიროვნების მიერ საკუთარი სექსუალურობისა და ვნებების აღმოჩენა, ესაა გარდატეხის ასაკი, ზრდისა და სხვებთან ურთიერთობების სწრაფვის აღმოჩენა. შოკოლა-პუა პროფესიონალ მოდელებთან ერ მსაობს და ვერ იტანს ნარცისიზმს. უყვარს ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც პოზირებით ხელოვნებაში წვლილის შეტანას ცდილობენ.
მოკლედ თავად განსაჯეთ ;)
















ფოტოფრაფის ლინკი - Chocolat_Poire

Friday, April 24, 2009

სადღაც გრიფიტის პარკში

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ალასდარ მაკლელანმა (Alasdair McLellan) ჟურნალისათვის Arena Homme ძალიან დამაინტრიგებელი ფოტო სერია გადაიღო. პროექტი 'სადღაც გრიფიტის პარკში' ორ მისტიურ კომპონენტს აერთიანებს - ლოს ანჟელესის სწორედი ის "ცნობილი" პარკი და სამი ძალიან სექსუალური, მაგრამ გაძველებ-გაძერზკებული მოდელი საიმონ ნესმანი, რაიან ბერტროშე და ჯოუი კირჩნერი (Simon Nessman, Ryan Bertroche, Joey Kirchner). ჯოუი კირჩნერი განსაკუთრებით ბლატნოი ტიპს განასახიერებს, თუმცა მაინც ვერ გავიგე რას აკეთებს ეგ ბიჭი საიმონ ნესმანთან ერთად საშხაპეში??? ;) და რატომ აცვია სამივეს დაგოფრილი კალგოტკები??? და რატომ უთათუნებენ ერთმანეთს ბაყვებზე ხელებს??? :)) თქვენ, ხომ არა გაქვთ რაიმე ეჭვები?




















ფოტოგრაფის ლინკი - Alasdair McLellan
Blog Widget by LinkWithin