Monday, April 6, 2009

გეი რევოლუცია გრძელდება!


ახალი კვირის დაწყებას გილოცავთ ჩემო ჰომო, ჰეტერო, ტრანს, ბი და ასეშემდეგო საყვარელო ბლოგერებო. მოკლედ, მსოფლიოში კარგი ამბები ხდება და სანამ თბილისური პარაფინირებული ბომონდი "აპრილის დიდი ბუნიობისათვის" ემზადება, თანამედროვე სამყაროს გეი რეევოლუცია ეპარება.
3 აპრილს აიოვას (Iowa, USA) უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა "კანონი, რომლიც ქორწინებას განმარტავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს ეწინააღმდეგება აიოვას კონსტიტუციის თანასწორობის მუხლს". ამით სასამართლომ გააუქა 1998 წლის კანონი, რომელიც ქორწინების უფლებას მხოლოდ აქლსა და მამაკაცს ანიჭებდა. აიოვა მესამე ამერიკული შტატი გახდა (კონექტიკუტისა და მასაჩუსესის შემდეგ) , რომელმაც გეი ქორწინება აღიარა. მართალია, რესპუბლიკელი სენატორი პოლ მაკ კინლი საკონსტიტუციო ცვლილებით იმუქრება, მაგრამ ამ პროცესს ალბათ უკვე ვეღარავინ გააჩერებს.

შეგახსენებთ, რომ აიოვას ამბაბდე ორი დღით ადრე შვედეთის პარლამენტმა დააკანონა შვედეთში გეი ქორწინება. შვედეთი 5-ე ევროპული სახელმწიფო გახდა ჰოლანდიის, ბელგიის, ესპანეთისა და ნორვეგიის შემდეგ რომელიც აღიარებს გეი ქორწინებას და ერთსქესიან ოჯახებს ორსქესიანი ოჯახების იდენტურ საკანონმდებლო გარემოს უქმნის.

ყველაზე მაგარი ისაა, რომ შვედური კანონი საშუალებას აძლევს წყვილებს არათუ სამოქალაქო წესით დაქორწინდნენ არამედ ჯვარი ეკლესიაში დაიწერონ. თუმცა კანონი ასევე უფლებას აძლევს მღვდელს უარი თქვას ჯვრისწერის ცერემონიის ჩატარებაზე, მაგრამ ავალდებულებს ალტერნატივა მოუძებნოს წყვილს ცერემონიის ჩასატარებლად. ძალიან მაგარი ქვეყანაა!
მოკლედ, ესეც ორშაბათის პოსტი. კვირის ენერგიულად დასაწყებათ კი პინკის ვიდეოს ნახვას გთავაზობთ. მე პირადად მაგარ ხასიათზე მაყენებს ;)
Pink - So what!

No comments:

Blog Widget by LinkWithin