Sunday, April 5, 2009

პედრო - რეალური ცხოვრებიდან


2009 წლის 1 აპრილს MTV-მ ახალი სატელევიზიო სერიალი დაიწყო სახელად პედრო. ფილმი რეალური გმირის, კუბური წარმოშობის ამერიკელი და თანაც ძალიან საყვარელი ბიჭის პედროს რეალურ ცოვრებას ასახავს. პედრო პირველად 1994 წელს გამოჩნდა MTV-ზე რეალითი შოუში "The Real World" და ოფიციალურიად განაცხადა რომ გეია და თანაც HIV ინფიცირებული. 1994 წელს ამერიკაშიც კი ეს ამბავი დიდი სკანდალის დასაწყისი იყო. თუმცა, გურჯისტანის "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიისაგან განსხვავებით, პედრო შოუდან არავის გაუგდია (ეტყობა მაგათი მთავარი "ბაბუაწვერა" ეგეთ ამბებში არ ერევა). სკანდალის მიუხედავად პედრომ შოუს მონაწილეების და შემდეგ მთელი ამერიკის დიდი სიყვარული და მხარდაჭერა დაიმსახურა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე მძიმე წუთებში კი პედროს თავად პეზიდენტმა კლინტონმა დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა. მახსოვს ამ ეპიზოდს რომ ვუყურე თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.

პედრო დღეს უკვე ბრენდია და მის სიტორიას, თავად მთავარი გმირის მონაწილეობით, MTV-ზე სატელევიზიო ფილმი გვაცნობს. მინდა თქვენც ნახოთ, პრომო მაინც. ისე MTV გვპირდება ეპიზოდების საიტზე უფასოდ განთავსებას. ვნხაოთ რა გამოვა.



2 comments:

ჩორვენი¹³ said...

wow
saintereso da mzime sanaxavi iqneba imho

David M said...

1-shi rac gavida devs MTV-ze ogond veraprit ver vkachav :( cadet tkvenc ra

Blog Widget by LinkWithin