Saturday, January 24, 2009

უბრალოდ სიყვარულის საკითხი

მორიგი, ძალიან ლამაზი გეი ფილმი - უბრალოდ სიყვარულის საკითხი. ფილმი 2000 წელსაა გადაღებული ფრანგ რეჟისორ კრისტიან ფურეს მიერ. ესაა ორი ბიჭის სიყვარულის ისტორია, რომელთაგან ერთ ერთი ღიად ჰომოსექსუალია, მეორე კი ფარავს და ორმაგ რთულ ცხოვრებას ეწევა. ნუ რაღა თქმა უნდა ფლიმში მნიშვნელოვანია "ქამინაუთის" საკითხი და როგორ ახდენს ეს გავლენას ადამიანის და მისი ახლობლების ცხოვრებაზე.

ფილმი ისევ ჩვენმა მეგობარმა Yak Lhu-მ გამოგვიგზავნა და კვლავ ძააააალიან დიდი მადლობა მას ჩემი და ბლოგის სასტავის სახელით ;)

ვიტყოდი რომ რეჟისორი მართლა ძალიან ძლიერია და მსახიობებიც თავის დონეზე არიან. რაც მთავარია მათ ვისაც უყვარს ფრანგული ფილმები, წინ დიდი სიამოვნება ელოდებათ. ფილმი კლასიკური ფრანგული კინოს ტრადიციებშია გადაღებული, რომელიც ასეთ ინტიმურ ისტორიებს დიდი სითბოთი, გემოვნებით და სიყვარულით წარმოაჩენს. მართალი გითხრათ ცრემლი მომერია სცენაზე, როცა მანქანაში სედრიკი ლორენს სიყვარულში გამოუტყდება. აუცილებლად ნახეთ!


ფილმი შეგიძლიათ დააჩოთ აქედან!

სანამ ფილმი იქაჩება შეიძლიათ ნახოთ ფილმის თრაილერი YouTub-ზე!






6 comments:

Anonymous said...

ხო მაგ ეპიზოდზე მეც ბევრი ცრემლი ვღვარე :((

Anonymous said...

http://www.allshares.ge/download.php?id=CDA391F617 ai kidev erti lamazi surati :) dges axali filmis yurebas vapireb tu momewona tqvenc gagiziarebt ;)

Alexander said...

Yak Lhu და დავით დიდი მადლობა პოსტისთვის და ფილმისთვის. ძალიან ლამაზი და გულისამაჩუყებელი ფილმია, გეების უმრავლეობას ძალიან გულზე უნდა მოხვდეს ეს ფილმი. კარგი იქნება ასეთ ფილმებს ტელევიზიებითაც უჩვენებდნენ, რომ მშობლებმა, რომლებიც საკუთარ შვილებს მხოლოდ იმისთვის სწირავენ, რომ ისინი გეები არიან, იცოდნენ, რომ არასწორად იქცევიან, და რომ პირველ რიგში საკუთარი შვილის სიყვარული, საკუთარი სისხლი და ხორცია მთავარი და მერე უკვე მეზობლების და ახლობლების აზრი. ამას ჩვენთან ბევრი ვერ ხვდება, და ამიტომაც არის რომ ბევრი ქართველი გეი იძულებულია რომ საზღვარგარეთ წავიდეს და თავისი ცხოვრების ბედნიერება იქ ეძებოს...
მადლობა ღმერთს, რომ მე ეს პრობლემა აღარ მაწუხებს, ნუ ცოტა დამეხმარნენ და იოლად გამოვძვერი :):):) გამგები გაიგებს :):)

Anonymous said...

ძალიან მაგარი კინოა მართლა :) ძალიან ვისიამოვნე...
დიდი მადლობა :)

Anonymous said...

auuuu ar iwers da linki axlidan atvirteeet :S

David M said...

ლუკას, მართალი ხარ Download link არ მუშაობს, ამიტომ ზუსტად Download-ის ქვეშ, ამ ამ ტექსტზე - Right click to select accelerators to download file - მაუსის მარჯვენა კლავიშით დააკლიკე და შეინახე ფაილი save as-ით. შევამოწმე ეხლა და ეგ ოპცია მუშაობს.

Blog Widget by LinkWithin