ფილმი ისევ ჩვენმა მეგობარმა Yak Lhu-მ გამოგვიგზავნა და კვლავ ძააააალიან დიდი მადლობა მას ჩემი და ბლოგის სასტავის სახელით ;)
ვიტყოდი რომ რეჟისორი მართლა ძალიან ძლიერია და მსახიობებიც თავის დონეზე არიან. რაც მთავარია მათ ვისაც უყვარს ფრანგული ფილმები, წინ დიდი სიამოვნება ელოდებათ. ფილმი კლასიკური ფრანგული კინოს ტრადიციებშია გადაღებული, რომელიც ასეთ ინტიმურ ისტორიებს დიდი სითბოთი, გემოვნებით და სიყვარულით წარმოაჩენს. მართალი გითხრათ ცრემლი მომერია სცენაზე, როცა მანქანაში სედრიკი ლორენს სიყვარულში გამოუტყდება. აუცილებლად ნახეთ!
6 comments:
ხო მაგ ეპიზოდზე მეც ბევრი ცრემლი ვღვარე :((
http://www.allshares.ge/download.php?id=CDA391F617 ai kidev erti lamazi surati :) dges axali filmis yurebas vapireb tu momewona tqvenc gagiziarebt ;)
Yak Lhu და დავით დიდი მადლობა პოსტისთვის და ფილმისთვის. ძალიან ლამაზი და გულისამაჩუყებელი ფილმია, გეების უმრავლეობას ძალიან გულზე უნდა მოხვდეს ეს ფილმი. კარგი იქნება ასეთ ფილმებს ტელევიზიებითაც უჩვენებდნენ, რომ მშობლებმა, რომლებიც საკუთარ შვილებს მხოლოდ იმისთვის სწირავენ, რომ ისინი გეები არიან, იცოდნენ, რომ არასწორად იქცევიან, და რომ პირველ რიგში საკუთარი შვილის სიყვარული, საკუთარი სისხლი და ხორცია მთავარი და მერე უკვე მეზობლების და ახლობლების აზრი. ამას ჩვენთან ბევრი ვერ ხვდება, და ამიტომაც არის რომ ბევრი ქართველი გეი იძულებულია რომ საზღვარგარეთ წავიდეს და თავისი ცხოვრების ბედნიერება იქ ეძებოს...
მადლობა ღმერთს, რომ მე ეს პრობლემა აღარ მაწუხებს, ნუ ცოტა დამეხმარნენ და იოლად გამოვძვერი :):):) გამგები გაიგებს :):)
ძალიან მაგარი კინოა მართლა :) ძალიან ვისიამოვნე...
დიდი მადლობა :)
auuuu ar iwers da linki axlidan atvirteeet :S
ლუკას, მართალი ხარ Download link არ მუშაობს, ამიტომ ზუსტად Download-ის ქვეშ, ამ ამ ტექსტზე - Right click to select accelerators to download file - მაუსის მარჯვენა კლავიშით დააკლიკე და შეინახე ფაილი save as-ით. შევამოწმე ეხლა და ეგ ოპცია მუშაობს.
Post a Comment