Friday, September 12, 2008

ჩემს და ჩემი ბლოგის შესახებ

მე, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ. დათო მქვია. ჯერ კიდევ ახალგაზრდად გამოვიყურები და 42 წელია რაც გეი ვარ. მეგობარი მეკაიფებოდა ალბათ, რომ დაიბადე ექიმმა თითი ტაკოში მოგარტყა და მაშინ გადაწყდა შენი ბედიო :)

არ ვიცი ვის, როგორ გადაუწყდა ბედი და ვინ როდის დაინახა სარკეში საკუთარი მეორე „მე“, მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი ვინ ვიყავი და ამაზე განსაკუთრებით არასოდეს მიტეხია თავი. მინდა ეს ბლოგიც ავარიდო ტვინის ჭყლეტვას და იმაზე მსჯელობას, იყო გეი კარგია თუ ცუდი, ან ჩვენ უფრო მაგრები ვართ თუ ისინი - სთრაიტები, ან სულაც , ჩვენს უფლებებს რატომ არავინ იცავს და გეი „პრაიდს“ ვინ მოგვიწყობს... მოკლედ ასეთ თემებზე არ ვილაპარაკებთ და რაც მთავარია არ ვიწუწუნებთ.

ვილაპარაკებთ იმაზე თუ რა მოხდა ჩვენთან და სხვაგან, სვეცკი ჭორებს მოვყვებით, ცოტას თავის მიხედვაზეც ვისაუბრებთ, ხელოვნებაზე, ჭამაზე, კინოზე, სილამაზეზე, თუნდაც პიკანტურ პოლიტიკაზე და რაღათქმაუნდა სპორტზე! არაფერი ისეთი გამაღიზიანებელი არაა როგორც გეი, რომელიც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, დადის ტურტლიანი, ღიპღამოგდებული, უგემოვნო ფეხსაცმელებითა და ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ოდეკოლონის სუნით აყროლებული. ამიტომ ვისაუბრებთ იმაზე რა გავაკეთოთ კარგად და როგორ მოვიქცეთ უკეთ.

არ ვიცი, ალბათ სხვა თემებზეც დავწერ... და იმედია არ დამეზარება.. იმედია არც თქვენ მოგაბეზრებთ თავს და შიგადა-და-შიგ კომენტარებსაც დამიტოვებთ ხოლმე.

Blog Widget by LinkWithin