ნიკი რაღა თქმა უნდა თავიდანვე გეი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც სჩანს ამისათვის თავად ნიკი ზრუნავს. იგი ცნობილია სკანდალური გამონათქვამებით, მაგალითად ერთ ერთ ინტერვიუში ინაგქუესტმა გააპროტესტა ფაქტი რომ გასახდელში ავსტრალიელი რაგბისტები ტრუსებით იღებენ შხაპს და განაცხადა რომ თვითონ ყოველთვის დედიშობილა შედის შხაპის კაბინაში და ასე მოიქცევა ყოველთვის. იანგქუესტი ამბობს რომ სთრაიტია და მართლაც მშვენიერი მეგობერი გოგონაც ჰყავს, თუმცა, როდესაც ჟურნალისტებმა კითხეს არის თუ არა მამაკაცი ვისთვისაც ის ორიენტაციას შეიცვლიდა, იანგქუესტმა განაცხადა "დევიდ ბექჰემისთვის, თუმცა არ ვიცი ის იგივეს გააკეთებდა ჩემთვის თუ არა". მოკლედ, მაშოკირებელი ბიჭია ეს იანგქუესტი :)
ძალიან მაგარი ხარ ნიკ, მაგრამ რამდენადაც არ უნდა მომწონდე შენთვის ვერც ორიენტაციას და ვერც სქესს ვერ შვიცვლიდი :) ჩემი აზრით, ამას იტყოდა ყველა ნამდვილი გეი, ასევე მგონია, რომ ყველა ნამდვილი სთრაიტიც ასევე იტყოდა. რასაც ვამბობ თუ ჭეშმარიტებაა, მაშინ შენ რა გჭირს სიხარულო? ;)
და ბოლოს აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო YouTube-იდან. ინაგქვესტი გადაღებებზე Têtu Magazine-ისთავის. ძალიან სექსია ეს ბიჭი და რა ვქნა!
2 comments:
საინტერესოა ბექჰემმა პასუხი გასცა თუ არა? დავიჯერო ახლა ქვაზე დახატული ვიქტორია ურჩევნია ამ ლამაზ ჭაბუკს? :):):):) მე რო ბექჰემი ვიყო, ამ წამსვე ავსტრალიაში გავფრინდებოდი :)
უფფ, მაგათი სექსი მანახა და მერე რაც გინდათ ის მიყავით :))
არააა, კი არ მანახა შუაშ მამა, შუაში ჩამაწვინდა და მერეე........
Post a Comment