Saturday, November 8, 2008

სიყვარულის ისტორია ბანკოკიდან (Bangkok Love Story)

ძალიან საყვარელი გეი ფილმი, რომელიც ჩემდა გასაოცრად ტრილერის პონტშია აწყობილი. კრიმინალი, ქუჩური გარჩევა, ორი „ძერსკი“ მაგრამ ძალიან სიმპატიური ბიჭი, რომელებიც „ქუჩაში“ იწყებენ ურთიერთობას და ლოგინში აგრძელებენ. სხვისგან დამალული სიყვარული, საიდუმლო შეხვედრები და ოცი წელი წომელიც წამიერად გადის, მაგრამ გრძნობებს ვერაფერს უშავებს. ფილმი „კუზიან მთას“ წააგავს, თუმცა არის სცენები რომელიც „The Talented Mr. Ripley” ეხმაურება, ჯად ლოს და მეთ დეიმონის რომანტიულ გარეირნებას გაგახსენებთ სკუტერით.
ოპერატორი შსანიშნავად მუშაობს და იმდენად სექსუალურად წარმოაჩენს ორი მაჩოს შიშველ სხეულს, რომ ნერწყვის ყლაპვით დაიღლებით. ფილმი მგრძნობიარე მელოდრამაა, თუმცა გულში ძალიან მაცდუნებელ აზრებს გიღვივებს. მიმზიდველი სასიყვარული სცენები, წვიმაში დანამული სხეული, მამაკაცის ულამაზესი კანის დეტალები, ვნებიანი კანი, სექსის ოფლის ნამი შიშველ სხეულზე... მოკლედ გაჩითეთ სადმე და აუცილებლად ნახეთ.

ესეც ფილმის ტრაილერი.



და ესეც არაოფიციალური ტრაილერი. მმმაგარია ;)

1 comment:

GayGuy said...

მაგარი ტრაილერებია, დავეცი, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ფილმს თავიდან ბოლომდე. მაგარი ტიპები არიან ორივე. არ მინდა წინასწარ ბევრი დავწერო, მირჩვენია ფილმი ვნახო და მერე ვთქვა :)

Blog Widget by LinkWithin