Wednesday, November 12, 2008

მარკ უოლბერგის ძალიან ძველი მაგრამ ძაალიან გემრიელი ვიდეო

ინტერნეტში მარკ უოლბერგის ძველისძველ სარეკლამო კლიპს გადავაწყდი. CK-ს ტრუსების შესანიშნავად გამოიყურება უოლბერგის გემრიელ ტაკოებზე. გაიხსენეთ წარსული ;)

ისე ბევრს არც კი ახსოვს, რომ უოლბერგის კარიერა მუსიკით დაიწყო. 90-ანებში მარკ უოლბერგი რეპერი მარკი მარკი იყო. Marky Mark and the Funky Bunch დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, ხოლო VH1-მა მარკი მარკი 1990 წლების ყველაზე ცხელი მომღერალების 40-ეულში 1 ნომრად დაასახელა. დღეს ის ძალიან წარმატებული პროდიუსერი და მსახიობია. იყო ნომინირებული ოსკარზე და პატივი ქონდა ეთამაშა ისეთ მსახიობენთან ერთად რომელბსაც სკორსეზემ The Departed-ში მოუყარა თავი.



მარკ უოლბერგს ახალგაზრდობაში რამოდენიმე ჰომოფობიური გამოხტომაც ქონდა. ბრიტანეთის ტელევიზიის პოპულარულ თოქ-შოუში უოლბერგი შაბა რანკსთან ერთად იყო მიწვეული სტუმრად. შაბა რანკსმა ურცხვად განაცხადა, რომ "ყველა გეი მსხვერპლად უნდა შეეწირად თავიანთი ცოდვებისათვის". უოლბერგმა ხმა არ ამოიღო და ამით თითქოს დაეთანხმა გამოსირებული შაბას სიტყვებს. თუმცა მოგვიანებით უოლბერგმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ იმდენადა დაიბნა რომ ვერ მოახერხა შეკამათებოდა "მომღერალს". ცხოვრება მიდის და ასეთი რაღაცეები წლების შემდეგ ავიწყდება ხალხს. უოლბერგი გეების ყველაზე სასურველ მამაკაცთა ლისთებში ყოვლეთვის წამყვან ადგილებზეა. სხვათაშორის უოლბერგი ერთ ერთი ყველაზე რეალური კანდიდატურა იყო ენგ ლის ფილმში "კუზიანი მთა" მთავარ როლზე. თუმცა როგორც თანამშრომლობა რაღაც არ გამოვიდა.


ძალიანაც კარგი თუ არ გამოვიდა, ენგ ლის ნამდვილად არ შეშლია ფილმისთვის მსახიობების შერჩევა.

მარკ უოლბერგი, დღეს ძალიან მდიდარი, წარმატებული მსახიობი და კარგი მეოჯახეა. თუმცა 90-იან წლების თავქარიანობა, რეპერობა, კოკაინი და 25-ჯერ ბოსტონის პოლიციაში გატარებული ღამე მაინც მისი ისტორიის ნაწილად რჩება.


2 comments:

Alexander said...

აუ აუ აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

ავყმუვლდი მგელივიიიით

ეს კაცი ჩემთვის მინდააა :(:(:(

რა სიცოცხლეა კლიპში გავგიჟდი........

დევიდ მადლობა ჭირიმე!

David M said...

;)

Blog Widget by LinkWithin