Wednesday, February 4, 2009

მეთიუ მიტჩემი კვლავ სპონსორის გარეშე რჩება

პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი მეთიუ მიტჩემი (Matthew Mitcham ), რომელიც ერთადერთი "ღია" ჰომოსექსუალი ოლიმპიელი იყო, მსოფლიო საზოგადოებისა და გეი ქომიუნითის ყურადღების ცენტრშია. მიტჩემი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, და დიდი შემართებითაა განწყობილი შემდგომ ოლიმპიადაზე უფრო მეტი წარმატების მისაღწევად. თუმცა, მეთიუმ ჟურნალ Advocate-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა სინანულით აღნიშნა რომ სამწუხაროდ კვლავ არ ყავს სპონსორი, რომელიც აუციებელია ოლიმპიადანმდე ინტენსიური მომზადების დასაფინანსებლად. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ მიტჩემის ქამინ აუთი დამაფრთხობელი იყო ბევრი კომპანიისათვის და თავს არიდებენ ცისფერი სპორტსმენის დაფინანსებას და მის სახელთან საკუთარი ბრენდის სახელის დაკავშირებას.

ამ მოსაზრებას მეთიც იზიარებს. მეთმა არაერთხელ გააპროტესტა მედია კომპანიების მიერ მისი და მისი პარტნიორის დისკრიმინირება. ოლიმპიადიდან ჩართვებისას სპორტსმენებს ყოველთვის გულშემატკივრობდნენ მათი ოჯახის წევრები და ჟურნალისტები სავალდებულო სახით გადასცემდნენ მათ კომენტარებსა და განცდებს. მეთის მეუღლე კი თითქმის ყოველთვის კადრიდან იყო ამოჭრილი. ჰომოფობ მედია მაგნატებს არ სურთ გეის ოქროს მედალოსანი ოლიმპიელის სახელთან ასოცირება. და გარკვეულწილად სურთ სხვა ოლიმპიელების დაშინება, რომლებიც ჯერ კიდევ მალავენ საკუთარ ორიენტაციას. დარწმუნებული ვარ 2012ში ლონდონის ოლიმპიადაზე ეს ხრიკი აღარავის გაუვა.

სანამ გეი საზოგადოება ჟივილ ხივილით აღნიშნავს პირველი გეი ოლიმპიელის ოქროს მედალს და მისი ულამაზესი ტანის კუნთების ცქერით ტკბება, მეთ მიტჩემი ძვირადღირებულ დროს აცდენს დაფინანსების არარსებობის გამო. იმედი მაქვს ჟურნალი Advocate თავისი გავლენით ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას.

ახლა კი, ძალიან საყვარელი და ძალიან საამაყო მეთი!







3 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

idiotebi arada yvelaze autvisebeli nacili momxmareblebisa lgbt sazogadoebaaa

tfu riti fiqroben es firmebi?

Alexander said...

ძალიან კაი ბიჭია და მაგრად ვაფასებ, მაგრამ როგორც ეტყობა გამბედაობა ყოველთვის დადებით შედეგებს არ იღებს...

Anonymous said...

samagierod am fotoebshi kai fuls gadauxdidnen. shedegad tvitonac mogebuli rcheba da chvenc gvaxarebs :))))

Blog Widget by LinkWithin