Sunday, February 1, 2009

Maison Vandenvos გაზაფხული - ზაფხული 2009 ედილსონ ნასციმენტოსთან ერთად


ბელგიური ბრენდი - მეზონ ვანდენვოს (Maison Vandenvos) ძალისხმევას არ აკლებს რომ საკუთარი კომპანია მსოფილო მოდის ყველაზე მაღალი კლასის ლებელებს შორის კონკურენტუნარიანი გახადოს. Maison Vandenvos ექსკლუზიური ტანსაცმელი მხოლოდ კომპანიის მაღალი კლასის ბუტიკებში იყიდება. ლებელი საკმაოდ ძვირადღირებულია. ეკონომიკური კრიზისი და ბაზრის დეპრესია ორიგინალური სარეკლამო ტრიუკებისაკენ და ნაკლებ ხარჯიანი გამოსავლის ძიებისაკენ უბიძგებს კომპანიებს. მეზონ ვანდენვოსმა ორიგინალური შეთავაზება გაუკეთა საკუთარ მომხმარებელს, რომელიც ძვირადღირებული ბუტიკების ქსელის გაფართოვებისაგან გადაარჩენს მას და ამავე დროს გაზრდის ბრენდის კლიენტურას. 2009 წლის კოლექციის შეძნა ახლა კატალოგის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომლიც მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში მოგეწოდებათ. ჩვენთვის სასიამოვნო კი ისაა, რომ სპეციალურად მეზონ ვანდენვოსისთვის ფრანსუა რუსომ გენიალური ფოტო სერია მოამზადა, რომელიც კომპანიამ ძვირფასი ალბომის სახით გამოსცა. ფოტოებისათვის ყველაზე ცხელი მოდელები შეირჩა. დღეს გაგიზიარებთ რამოდენიმე ფოტოს, ძირითადად ედილსონ ნასციმენტოსთან ერთად, რომელზეც სულ რამოდენიმე დღის წინ გავაკეთე პოსტი.

ამ ბიჭის ტანზე ყველაფერი გენიალურად გამოიყურება, თუმცა ჩემი ნება რომ იყოს შევეცდებოდი დედიშობილა გადამეღო. Maison Vandenvos ტანისამოსს არაფერს ვერჩი უბრალოდ დანაშაულია ამ ტანის შმოდკებით დამალვა ;)







No comments:

Blog Widget by LinkWithin