Tuesday, February 3, 2009

რიოს კარნავალი ახლოვდება

რიოს კარნავალის მოახლოვებასთან ერთად მსოფლიოს წამყვანი მოდის ჟურნალებსა და ფოტოსტუდიების ნამუშევრებში სულ უფრო ინტენსიურად ჩნდება ბრაზილიური მოტივები. ჟურნალმა Dazed & Confused ფოტოგრაფი მარიამო ვივანკოს (Mariano Vivanco) გენიალური ფოტოსესია გამოაქვეყნა. აცტეკური მოტივების მისტიური მიმზიდველობა და მათი შთამომავლების, ბრაზილიელი მოდელი ბიჭების სუპერსექსუალური გარეგნობა სერიას განუმეორებელს ხდის. ფოტოსესია წლის საუკეთესო ნამუშევრად სახელდება და მისი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა კიდევ რამოდენიმე ფაქტორი. სიაო პაოლოს ვნებიანი სამყარო, გადაღებების სტილისტი ნიკოლა ფორმიჩეტის (Nicola Formichetti) თავდადება, მოდელების სააგენტოების Way Models and Monica Monteiro -ს გემოვნება და მათი ბიჭები, უსაყვარლესი ბრაზილიელი თინეიჯერი მოდელები - პედრო ფრაიზერი, ლეონარდო ალბერიჩი, ჯუნიორი, გაბრიელ შუბერტი და ლუის პაულო (Pedro Frizer, Leonardo Alberici, Junior, Gabriel Schubert and Luiz Paulo). ხო კიდევ, ის გაწეწილი ქალი ასევე ბრაზილიელი მოდელი ანა კალუდია მაიკლსია (Ana Claudia Michels).


მოკლედ, წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოსურათს.














არ ვიცი რა ჭირს ამ ქვეყანას და რატომ იბადება ამდენი სექსუალური ადამიანი მაგ მიწაზე. ქალებიც კი ლამაზები ყავთ (არ გეწყინოთ, ხო? :)), სხვათაშორის ერთადერთი ქალი ცხოვრებაში რომელზეც ჭკუა ჩამეკეტა ბრაზილიელი იყო :)


ლინკები:
ჟურნალი Dazed & Confused
ფოტოგრაფი Mariano Vivanco
სააგენტო Way Models
სააგენტო Monica Monteiro

No comments:

Blog Widget by LinkWithin