Thursday, February 19, 2009

We Dont't Wanna Put In!


ვერ გეტყვით, ძალიან გამიხარდა მეთქი ან საერთოდ არ მოველოდი მეთქი, სწიოპას და გოგონების საგზურს მოსკოვში ევროვიზიაზე. გულიც მიგრძნობდა და ლოგიკაც მეუბნებოდა ეგენი არიან ისინიმეთქი :)) სიმღერაზეც ვერ ვიტყვი გენიალურიათქო, მაგრამ გულს ფხანს, საკაიფოდ იცეკვება, გაჯაზება ბუხოიზე მოსულა, კლასიკური დისკოა და მოკლედ როგორც ოსტინ პაუსერსი იტყოდა - groovie it babe, yeah.. ;) ვხიალისობ და ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე პუწია ბიძია ამჯერად შაშას გამოგვიგზავნის იქიდან თუ კოლას. მთავარია, რომ მსოფლიო გეი ქომიუნითი აღფრთოვანდება დისკოს რიტმებით და იმადია სტეფანჩიკა და გოგონები ვერკა ბებიას გმირობას მაინც გაიმეორებენ მოსკოვ-ქალაქში.

პირადად მე, დავქაჩე We Dont't Wanna Put In ევროვიზიის გვერდიდან და ფრიდა ვხალისობ. იგივეს გირჩევთ თქვენც ;)





კიდევ ის, რომ შედით საერთაშორისო ევროვიზიის გვერდზე და ასევე Youtube-ზე და დააკონეტეთ ჩვენების სასარგებლოდ.

4 comments:

Anonymous said...

მემგონი სიმღერა ძალიან კარგია... ძალიან გეი, ნუ ეხლა სტეფანჩიკას დაწერილია ბოლოს და ბოლოს... რაც შეეხება ევროვიზიას, მემგონი ჯობია ქართველები გავყვეთ მონაწილეებს მოსკოვში, იმიტომ რომ შეიძლება დილით ერთი პატარა და მუშა ბომბი ჩამოგვიგდონ :) ჰა თქვენ ფეიერვერკი იტყვის ვოვა :D:D:D:D

David M said...

:)) არ მინდა ვოვას ბომბა :)
მაგრამ ძალიან მისწორდება რომ ცოტათი კუჭი აეშლება. ისე აეშალოს რომ გამოუბრუნდეს სწორი ნაწლავი !

Anonymous said...

სტეფანე არ შეითრიოს სადმე, ცოდოა... მაინც...
:D:D:D:D

Alexander said...

არც ვიცი რა გითხრათ... სიმღერის მელოდია მეც მომცონს, კაი სატუხტუხო სიმღერაა და ალბათ შეიძლება, რომ კარგადაც გაკეთდეს სცენაზე გამოსასვლელად. სწიოპას და გოგოების კოსტუმები საშინლად არ მომეწონა. თავიდან ვფიქრობდი კიდეც, რომ პროტესტი გამომეთქვა, ესენი თუ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ფაქტიურად ამაზე უკეთესი სიმღერა არც ყოფილა. საერთოდ რაღაც კოშმარი იყო ტავიდან ბოლომდე...
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მოსკოვში წავლენ აუცილებლად ვუიბალელშიკებ. ძალიან მინდა წესიერი რამე ჩაიცვან, სოფლელი ქალებივით იყვნენ გამოწყობილნი...

Blog Widget by LinkWithin