Friday, February 13, 2009

მისტერ ვალენტინის კონკურსის ჩატარებას ქართველი "ჯვაროსნები" ეწინააღმდეგებიან

როგორც იცით დღეს საღამოს 10 საათზე საიტი Eva.ge-ს ინიციატივით დაგეგმილი იყო კონკურსის -მისტერ ვალენტინი - დასკვნითი საღამო კლუბ კუბიკში. ძალიან ვეცადე შეღწევას, მაგრამ არ გამომივიდა. რომც გამომსვლოდა ვინ მაცლიდა რო? კლუბის წინ თავმოყრილია გამოიცანით ვინ? ისევ ჩვენი "საპატიო" ჯვაროსნები, ხელში უჭერიათ ხატები, ჯვრები და ცდილობენ გაიმეორონ შარდენზე ჰელოვინის ფართის გმირობები! არ მოწონებიათ მისტერ ვალენტინის გაკონკურსება და გაჰკივიან რომ წმინდანის სახელზე არ შეიძლება კონკურსების ტარება. მცხვენია, რომ ამ ხალხთან ერთად ვცხოვრობ ქალაქში რომელიც ყოველთვის ტოლერანტობის, პროგრესისა და სილამაზის სიმბოლო იყო, საქართველოსთვის მაინც! როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი? ასე თუ გაგრძელდა თეირანი მონაგონი იქნება! ყველამ უნდა ვქნათ რამე! არ ვიცი რა მაგრამ რამე უნდა ვქნათ! მალე ალბათ სახლებშიც შემოგვივარდებიან!

გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტებში რა?!

ნახეთ ჰელოვინ-ფართის დარბევა შარდენზე:


ვისაც არ დაგეზარებათ და გულის მოფხანა გინდათ, დაქაჩეთ ფილმი V for Vendetta (Go.ge-დან) სიუჟეტი მოგაგონებთ ჩვენს დღევანდელ რეალობას.




3 comments:

Yak Lhu said...

ra moxda daarbies??? au moyevi ra :) au amatma martla gadaijves ra!!!!!!! dedas geficebi mgebrishvili da mkalavishvili menatrebian ra x-(

ჩორვენი¹³ said...

egeni arian gonebrivad da sulierad avadmyofebi, magram ras verchi mat vicn martla masetia da amat egre daxasiatebit imat sheuracxyofas vayeneb. egeni ar vici me vin arian, sityvebi ar myofnis

როდრიგო სანტორო said...

აუ ზოგს როგორ უჭიირს:( აა ვალენტინი თურმე წმინდანი ყოფილა და ის არ იციან მაგათმა რომ მართმადიდებლობაში ასეთი წმიდანი არ არსებოობს?:DDD ეს კათოლიკური "ტრადიციაა" რომელიც ქართველებმა გადმოვიგეთ. ხოდა მაშინ ამ დგეს აღუდგნენ წინ. საცოდავები!

Blog Widget by LinkWithin