Monday, February 2, 2009

თბილისი მისტერ ვალენტინს ირჩევს

ალბათ ქალაქის სიახლეების მიმდევარინი უკვე გაიგებდნენ, რომ ინტერნეტ-ჟურნალმა http://www.eva.ge–მ/ დაიწყო კონკურსი - „მისტერ ვალენტინი“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 18-დან 30 წლამდე სექსი გარეგნობის 26 მამაკაცებს შეუძლიათ. 48 კონკურსანტიდან 26 მონაწილე შეირჩა. 9 ნომინანტს ჟიური გამოავლენს ხოლო Eva.ge-ზე დარეგისტრირებულ ყველა მსურველს შეუძლია ხმა მისცეს მას ვისაც თავად თვლის მთავარ გამარჯვებულად.

კონკურსის დასკვნითი საღამო გაიმართება 13 თებერვალს, ღამე კლუბში „კუბიკი“.
ზუსტად 12 საათზე, როგორც კი შესრულდება 14 თებერვალი - ვალენტინობის დღე, გამოვლინდება გამარჯვებული.

პირველ რიგში მინდა Eva.ge-ს მივულოცო წარმატებული პროექტი. ძალიან გამახარა ამ სიახლემ და იმედია არ ეწყინებათ თუ ჩვენც ვუბალელშიკებთ და ხმის მიცემაშიც კი მივიღებთ მონაწილეობას (დღეს რეგისტრაცია გავიარე და იმედია მომივა დასტური). მილოცვის გარდა მინდა მადლობა გადავუხადო, იმისთვის რომ იმედი მოგვცა რომ ამ ქალაქშ შეიძლება რაიმე პროგრესული მოხდეს. რა მნიშვნელობა აქვს სთრაით ივენთია, თუ გეი ივენთი, კარგ საქმეს შექება და დაფასება უნდა. გაიხარეთ ჩემო კარგებო.

P.S. სხვათაშორის ვებ ჟურნალიც ძალიან კარგი ხარისხისაა და რჩევათა ნაწილი ჩემი ბლოგის მომხმარებლებისთვისაც სასარგებლოა.

ახლა კი მინდა რამოდენიმე მართლა სექსი მონაწილე წარმოგიდგინოთ. მათ კონკურსში გამარჯვებას ვუსურვებ და აღშფრთოვანებას გამოვთქვავ მათი გამბედაობის გამო. განურჩევლად ორიენტაციისა ვამაყობ თითოეული მათგანით.




ლაშა ჯაფარიძე
26 წლის. თბილისელი. პროფესიონალი მოდელი, ეკონომისტი, საბანკო საგადასახადო გაყიდვების მენეჯერი. სიმაღლე: 197 წონა: 74






ლაშა ბორძიკული
19 წლის, თბილისელი, პროფესიონალი მოდელი, სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებზე. სიმაღლე: 183 წონა: 61




სანი ტერ–სიმონოვი
19 წლის, თბილისელი, პროფესიონალი მოდელი, სიმაღლე: 187 წონა: 70



ლაშა ქურდაძე
19 წლის თბილისელი, სტუდენტი, მოცურავე და მოჭადრაკე, სიმაღლე: 186 წონა: 70





გიორგი ნაზღაიძე
23 წლის, თბილისელი, პროფესიონალი მოდელი, სიმაღლე: 195, წონა: 80



პაატა გეგეჭკორი
20 წლის, თბილისელი, საქართველოს ბარმენთა ასოციაციის წევრი, სიმაღლე: 188, წონა: 72



გოჩა ძამუკაშვილი
25 წლის თბილისელი, მოდელი, მსახიობი. სიმაღლე და წონა არ ვიცით ;)

Sunday, February 1, 2009

Dolce & Gabbana 2009 წლის სპორტული ტანისამოსის კატალოგი

როგორც წინა პოსტებში ავღნიშნავდისპორტული ტანისამოსი მაღალი მოდის ყურადღების ცენტრში ექცევა. ადამიანები რომელბიც ზრუნავენ საკუთარ ჩაცმულობაზე ჯიმშიც კი უკანასკნელი მოდის მიხედვით უნდა იყვნენ გამოწყობილნი. Dolce & Gabbana 2009 წლის სპორტული ტანისამოსის კოლექცის წარმოადგენს. გაფრთხილება ქართველ ფრონცკა ბიჭებს -მიუხედავად იმისას რომ ეს G&G-ია, ნუ ჩაიცვავთ ამ ტანსაცმელს ბარში, ქორწილში ან თუნდაც სამსახურში. ამ კოლექციის დანიშნულება თქვენი სხეული სრულყოფის პროცესისათვის სვეცკური მხარდაჭერაა და არაა სავალდებულო დევიდ განდის ეშხით შარდენზე გენილაური მაგრამ მაინც სპორტული ყავისფერი შარვლით ტანტალი ;)


კოლექცია გენიალურია, თუმცა, მე თუ მკითხავთ, მთავარია საქართველოში ბიჭები ჯიმში დადიოდნენ და რაც მთავარია ვარჯიშობდნენ, თორემ ჯორდანოს ჩაიცვამენ პუმას თუ ბაზრობის ადიბასებს მნიშვნელობა არა აქვს. სამწუხაროდ ჩვენთან ჯიმშიც კი სასვეცკაოდ დადიან. იქნებ Dolce & Gabbana-მ მაინც გაუღვივოს სპორტული ინტერესი ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ღიპოსნებს ;)

გაჩითე Dolce & Gabban-ს ოფიციალური საიტი

იხალისე Dolce & Gabbana-ს საათების კოლექციის გეი რეკლამით YouTube-ზე ;)



და კიდევ ერთი ძალიან მაგარი

"ღვთაებრივი კომედია" ლუკ ვორალთან ერთად

ლონდონურმა პოპულარულმა ჟურნალმა "დრამა" (Drama Magazine) ახალ ნომერში პროექტი "ღვთაებრივი კომედია" გააცოცხლა. შედეგი შესანიშნავი გამოვიდა, რასაც მოდელი ლუკ ვორალის (Luke Worrall, Agency -D1 Models, London ) და ფოტოგრაფი რამ შერგილის (Ram Shergill) ჰარმონიული სინთეზი განაპირობებს.










გაჩითე ლინკები:
Drama Magazine ელექტრონული ვერსია
Ram Shergill ოფიციალური საიტი
Luke Worrall, Agency -D1 Models, London

Maison Vandenvos გაზაფხული - ზაფხული 2009 ედილსონ ნასციმენტოსთან ერთად


ბელგიური ბრენდი - მეზონ ვანდენვოს (Maison Vandenvos) ძალისხმევას არ აკლებს რომ საკუთარი კომპანია მსოფილო მოდის ყველაზე მაღალი კლასის ლებელებს შორის კონკურენტუნარიანი გახადოს. Maison Vandenvos ექსკლუზიური ტანსაცმელი მხოლოდ კომპანიის მაღალი კლასის ბუტიკებში იყიდება. ლებელი საკმაოდ ძვირადღირებულია. ეკონომიკური კრიზისი და ბაზრის დეპრესია ორიგინალური სარეკლამო ტრიუკებისაკენ და ნაკლებ ხარჯიანი გამოსავლის ძიებისაკენ უბიძგებს კომპანიებს. მეზონ ვანდენვოსმა ორიგინალური შეთავაზება გაუკეთა საკუთარ მომხმარებელს, რომელიც ძვირადღირებული ბუტიკების ქსელის გაფართოვებისაგან გადაარჩენს მას და ამავე დროს გაზრდის ბრენდის კლიენტურას. 2009 წლის კოლექციის შეძნა ახლა კატალოგის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომლიც მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში მოგეწოდებათ. ჩვენთვის სასიამოვნო კი ისაა, რომ სპეციალურად მეზონ ვანდენვოსისთვის ფრანსუა რუსომ გენიალური ფოტო სერია მოამზადა, რომელიც კომპანიამ ძვირფასი ალბომის სახით გამოსცა. ფოტოებისათვის ყველაზე ცხელი მოდელები შეირჩა. დღეს გაგიზიარებთ რამოდენიმე ფოტოს, ძირითადად ედილსონ ნასციმენტოსთან ერთად, რომელზეც სულ რამოდენიმე დღის წინ გავაკეთე პოსტი.

ამ ბიჭის ტანზე ყველაფერი გენიალურად გამოიყურება, თუმცა ჩემი ნება რომ იყოს შევეცდებოდი დედიშობილა გადამეღო. Maison Vandenvos ტანისამოსს არაფერს ვერჩი უბრალოდ დანაშაულია ამ ტანის შმოდკებით დამალვა ;)







Blog Widget by LinkWithin