Thursday, July 9, 2009

მორიგი მაჩო პარაიაბადან

ჩემს კითხვას, თუ რა არის ასეთი ბრაზილიელ მოდელებში, დღეს ფოტოგრაფმა დიდიომ (Didio) გასცა პასუხი. პასუხი რა თმა უნდა პირადად მე არ გამცა, არამედ მრავალათასიან ბლოგერების არმიას, რომლებიც (გუშინ უკვე ავღნიშნე) ამავე კითხვას გაუთავებლად იმეორებენ. დიდიოს პასუხი ძალიან მარტივი იყო: ახალი ფოტოები ბრაზილიიდან... ფოტოები ყმაწვილისა, რომელის სახელიც ვერაფრით გავარკვიეთ. არანაირი მოდელი, უბრალოდ მორიგი ბიჭი პარაიაბადან. ანუ ზუსტად იმ ადგილებიდან სადაც ედილსონ ნასციმენტო და კალოშ ფრეირე არიან. სხვათაშორის, წინა პოსტში დავდე კარლოშ ფრეირეს ვერსია ამავე კითხვაზე -ალბათ ეს ბრაზილიაში მცხოვრები უამრავი რასის და ეთნოსის ხალხების აღრევის ბრალიაო. ხოდა, მოდით დავლოცოთ სრულიად ბრაზილია და მისი მულტი-რასული, მულტი-ეთნიკურად აღრეული საზოგადოება და ულამაზესი ყმაწვილები.


1 comment:

Alexander said...

ჩატლახმა დიდიომ და შენ ახალი გასართობი იპოვეთ ხო? :):):) მართლა ძალიან საყვარელი ბიჭია, პირდაპირ ცეცხლებს აფრქვევს და ასეთისთვის ადამიანს სიცოცხლეც არ დაენანებოდა. მე ნამდვილად არ დამენანებოდა :)

Blog Widget by LinkWithin