Thursday, October 2, 2008

თავის მოვლის ძირითადი ეტაპები დამწყებთათვის

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად მაოცბდა, რომ ქართველი გეები არც-თუ-ისე სერიოზულად ეკიდებნოდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე და ფორმაზე ზრუნვას. მამაკაცი, ისევე როგორც ქალი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ჩვენში ჯერ კიდევ ბევრია ცხოველური მაგრამ თავის მოვლის თანამედროვე საშუალებები იძლევა შანს შევინარჩუნოთ კარგი გარეგნობა და ახალგაზრდული იერი. გარწმუნებთ საშუალო ამერიკელი გეი 40 წლის ასაკში ისევე კოხტად და პიწკინად გამოიყურება როგორც ქართველი 25 წლის (ოღონდ მოვლილი ყმაწვილი). მამაკაცის ასაკის გამოცნობა საქართველოში საკმაოდ რთული რამაა. 25 წლისა ზოგჯერ 35 წლისას ჰგავს და პირიქით. მამაკაცებისათვის სალონების სიტემის განუვითარებლობა ალბად თავისთავად მეტყველებს ადრე დაბერებული სახის, ჭაღარა წვერის, ჩავარდნილი სახისა და დაღარული შუბლის სიმრავლეზე 35-45 წლის მამაკაცებში. ევროპულ ამერიკულ კულტურაში კი მამაკაცი სწორედ ამ პერიოდში ყვავდება ;) არ ვდაობ რომ 30 წლის ქართველი გეი ნამდვილად თავის თანასწორ სთრაითზე შეუდარებლად ნორჩად გამოიყურება. მაგრამ მაინც ბევრ რამეს შევცვლიდი და პირველ რიგში მამაკაცებს ვასწავლიდი თუ როგორ მოუარონ თავს. ხაზს ვუსვავ მამაკაცებს და აქ ნამდვილად ვერ განვასხვავებ გეის სთრაითისაგან, რადგან „სტლნი“ და „სექსი“ მამაკაცის დანახვა ყოველთვის ბევრად სასიამოვნოა ვიდრე ახალგაზრდობადაკარგულ ყურჩამოყრილ ბიჭებისა და ხაზს ვუსვავ -ჩაცმა და სტილი აქ არაფერ შუაშია. ჩვენ ვისაუბრებთ ფრჩხილებზე, თმაზე (თავზე, სახეზე, ტანზე, ყურებში ტაკოში და ა.შ.). გარწმუნებთ სლიკინა ჰოლივუდელი ბიჭები ყოველთვის სლიკინები არ იბადებიან და არც ბიცებს-ტრიცებს, სიქს-პაკ, ბლა ბლა ბლა კუნთები ჰყვებათ დედის საშოდან. ამ პოსტში ჩვენ რამოდენიმე მოკლე, მაგრამ საჭირო რჩევაზე ვისაუბრებთ, რომლებსაც ხოლო შემდეგში ნელ-ნელა გავავრცობთ და ჩავუღრმავდებით.

თინეიჯერები ალბათ იტყვიან რომ მათ ეს არ ჭირდებათ. გარწმუნებთ ცდებით! თავის მოვლა ადრეული ასაკიდან იწყება და ეტაპობრივად უფრო ინტენსიური ხდება ასაკის მატებასთან ერთად. ზრუნვა საჭიროა ადრეული ასაკიდან დაიწყოთ, ზუსტად მას შემდეგ რაც სახეზე „პრიშჩიკები“ გაგიქრებათ. მკვდარი უჯრედის აღდგენა ასაკთან ერთად სულ უფრო რთული ხდება. ნაოჭების შევსება კი ნელ ნელა ძალზედ რთული საქმე ხდება.

რჩევა 1
კაცისთვის ისეთივე აუცილებელია სახის კანზე ზრუნვა, როგორც ქალისათვის. ამაში დასაძრახი არაფერია და მერწმუნეთ სახის კანზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან გარანტიაა თქვენი ახალგაზრდული გარეგნობის შენარჩუნებისა. დილით ცივი წლის შეშხაპუნება, ისვე როგორც საპნის უხვად გამოყენება და კრემებით თხიპვნა, სამწუხაროდ არ იძლევა სასურველ შედეგს. მნიშვნელოვანია სახის კანის მოვლას „მეცნიერულად“ მოეკიდოთ. იცოდეთ რითი დაიბანოთ, როდის და რამდენჯერ, რა წაისვათ ან რითი გაიკეთოთ პილინგი. რა არის სამსაფეხურიანი სისტემა და ცივი წყალი სჯობს თუ თბილი. მოკლედ მიხედეთ სახეს!

რჩევა 2
მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორი ტიპის კანი გაქვთ. მშრალი, ცხიმიანი, ნეიტრალური ან შერეული. ცხიმიანი კანისათვის განკუთვნილი კრემი ან ლოსიონი ნამდვილად ბევრ პრობლემას შეუქმნის მშრალი კანის მქონე ადმიანებს. კარგად მოვლი სახის კანი სუფთა არა პრიალა შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს. სახე დაჭიმული არ უნდა გონდეთ არამედ მოდუნებული და შავი წერტილების გარეშე.

რჩევა 3
თვალები ყველაზე უფრო მეტად აჩენენ ასაკს. შავი წრეები თვალების გარშემო, ნაოჭები თვალების არეში, დასიებული ქუთუთოები არც თუ ისე ლამაზი სანახავია. თანაც მათზე დაკვირვებით ყოველთვის შეიძლება იმის გარკვევა პახმელიაზე ხართ, წილი დაგაკლთად თი მთლად ჯანმრთელად არ ხართ. თვალის გარშემო კანი, ყველაზე სათუთი და ნაზია. არსებობს საშუალებები რათა ისინი იდეალურ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ.
პირველ სამ რჩევასთან დაკავშირებით შემდეგ პოსტში ბევრად ღრმად ვისაუბრებთ!

რჩევა 4
ჩვენი ორგანიზმის უდიდესი ნაწილი წლისგან შედგება. შემთხვევითი არაა, რომ წალი მაცოცხლებელი ენერგიითაა დაჯილდოვებული. წყალი და არა კოკა, ფანტა, პეპსი ან გასახსნელი წვენი. სვით ბევრი წყალი, დღეში არანაკლებ 1.5 ლიტრისა. მაშინ თქვენი კანიც და თქვენი ორგანიზმიც გაცილებით კარგ ფორმაში იქნება.





რჩევა 5
სახის პარსვა ყველა მამაკაცისთვის კოშმარია. ცხოვრებაში ასე არაფერი მეზარება, მაგრამ ეს საჭირო რამაა! მინიმუმ ყოველ მეორე დღეს სახის გაპარსვა საჭიროა! ქართველი ყმაწვილები ხშირად თავს იმართლებენ, ხშირი პარსვისგან კანი მიღიზიანდებაო. ალბათ არასწორად იპარსავთ! გაპარსვა შხაპის შემდეგაა საჭირო. ბევრი თვილი წყალი და ბევრი სახის ქაფი, უმჯობესია საპარსი გელი. მაღალი ხარისხის საპარსი (მაგალითად ჟილეტის ბოლო ვერსიები) და საპარსის თავის ხშირი შეცვლა და არა წელიწადში ორჯერ. გაპარსვის შემდეგ კი კარგი ბალზამი, რომელიც თქვენი კანისთვისაა რეკომენდირებული. ჯობია იყოდოთ ძვირი და კარგი ვიდრე ფული დაზოგოთ და ლაპლაპა პირშჩიკებით გაახაროთ გარშემომყოფნი.

რჩევა 6.
დაიბანეთ ტანი ხშირად. მინიმუმ ყოველ დილას, ან დამატებით საჭიროებების მიხედვით. მამაკაცი ბევრად სწრაფად ოფლიანდება ვიდრე ქალი. ტანს ძალზედ ცხელი წყლით ნუ დაიბანთ. შეეცადეთ ბოლოს გააკეთოთ ცივი და ცვხელი წლის კომბინაციები 10 წამიანი მონაცვლებით. გამოიყენეთ რბილი საპონი ან შხაპის გელი და არა უვარგისი ხისტი მასალა. კვირაში ერთხელ კი ტანი ცრხღძხა გაიხეხეთ ნატურალური ღრუბელით ან მისი მაღალხარისხიანი შემცვლელით. სხვათაშორის თბილისი თერმულ აბანოში პერიოდული ვიზიტი და მექისეს მომსახურეობა ძალიან შეამცირებს ზურგზე ცხიმიანი გამონაყარსა და სხვა გაჭიზიანებებს. თუ გაქვთ იმის ფუფინება რომ თბილიში მიაგნოთ მაღალი ხარისხის ტანის „კარაქს“ (body butter), რომელიც თქვენი ტანის კანისთვისაა შესაფერისი, ძალიან გაგიმართლებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ Johnson-ის ბავშვის ზეთი ან რბილი ლოსიონი. ეს აღადგენს კანის ხეხვისას მისთვის მიყენებულ ზარალს.

რჩევა 7
კარგი სტილისტი (ადრე დალაქს ან პარიკმახერს ეძახდნენ) არც თუ ისე ადვილი საშოვია. შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი პრიჩო. და გთხოვთ ნუ შიჭრით იქ სადაც 3 ლარი ღირს. არ დაგავიწყდეთ წარბების მოვლა (შეთხელება), თუმცა ნუ გადაიწკიპავთ წარბებს (ია ფარულავა მოდაში აღარაა). კაცის წარბს უნდა ეტყობოდეს, რომ კაცისაა და არა მერლინ მონროსი! ყურებში ბეწვის ამოწიწკვნასა და ცხვირში ჟუნგლების თრიმინგზე ბევრს არ ვილაპარაკლებ, უბრალოდ გეტყვით - აუცილებლად გაიკეთეთ წიწკვნას და თრიმინგიც. პინცეტით, თრიმერით, პატარა მაკრატლით ან სულ ერთია. ოღონდ გთხოვთ მოიცილოთ ბანჯგვლი და ზედმეტი თმა ამ არეადან. ეს თქვენც სესანიშნავად შეგიძლიათ გაიკეთოთ, თუ არა და სალონში უარს არანაირად არ გეტყვიან და რაც მთავარია, ეს აღარავის არ უკვირს! არავინ დაგცინებთ. პირიქით.

რჩევა 8
კომპლექსური რჩევა, რომელზეც ცალკე პოსტებში უფრო მეტს ვისაუბრებთ. ა. ჯანმრთელი კომბინირებული კვება, ბ. ადამიანური ძილი (სამუშაო დღეებში მაინც) და გ. სპორტი/ვარჯიში. ეს იმდენად დიდი თემაა, რომ ცალკე მოგვიწვეს განხილვა.

რჩევა 9
ღიმილი და ჯანმრთელი კბილები! დღეში ორჯერ! აუცილებლად! განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - გაიხეხეთ ენა! ენაზე პირის ღრუს ბაქტერიების 70%-ია განთავსებული და მთავარი მიზეზია უსიამოვნო არომატის! კბილები სუფთა და თეთრი (შეძლებისდაგვარად), ენა ვარდისფერი!

რჩევა 10
მანიკური - მას დასავლეთში მამაკაცთა უმრავლესობა იკეთებს. არაა აუცილებელი წაისვათ ლაქი, მაგრამ ლამაზი ნუნები და სუფთა კოპწია ფრჩხილები მნიშვნელოვანი და არც ისე რთულად მისაღწევი რამაა. წადით სალონებში. გარწმუნებთ სულ უფრო მეტი მამაკაცი დადის სალონში ფრჩხილების გასაკეთებლად. აუცილებლად შეიძინეთ საკუთარი ინსტრუმენტები. ამაზე დავწერ ასევე. პედიკური - პედ’იკობასთან კავშირში არაა, ფეხი ისეთივე სუფთა და მოვლილი უნდა იყოს როგორც ხელები. ღირს უფრო ძვირი მაგრამ იკეთებთ ორჯერ იშვიათად. ეს ძალიან სასიამოვნო პროცედურაა. გარწმუნებთ ფეხის სუნს არა მარტო დაბანით ებრძვიან. ფეხის გახეხვა და ნუნების ამოღება ამის ასევე ძალიან კარგი საშუალებაა.

რჩევა 11
მიხედეთ იღლიებს. თმა მოვლას საჭიროებს და იღლია ხშირ დაბანას. მოერუიდეთ სპრეის და სტიკს. უმჯობესია ბურთულიანი ანტიპრესპერანტი. გამოიყენეთ მხოლოდ კარგი ხარისხის, ნიკელის მინიმალური შემცველობით და დაბანის გარეშე არამც და არამც არ წაისვათ!

რჩევა 12
ქართველების უმეტესობა ბუნებამ ტანზე უხვი თმით დააჯილდოვა. ამ უკნასკნელებისთვის კი ხშირად საჭიროა პროცესში ჩარევა და თმიანი ადგილების ( შეიძლება არა ყველგან არა მაგრამ, მაინც) გასუფთავება. არის ბევრი მეთოდი ჭარბი თმების წინააღმდეგ. ამ საკითხს კვლავ დეტალურად გავივლით. მთავარია ერთხელ გაბედოთ! გარწმუნებთ შესაბამის სალონებში ეს არავის გაუკვირდება და არც სხვანაირად შემოგხედავენ. ვიცი ბევრს უტყდება. ნუ გაგიტყდებათ, სპორცემენები ამას ხშირად აკეთებენ. სლიკინა, გარუჯული სხეული ბევრად უფრო სასიამოვნოა.


მოკლედ ჩემი უახლოესი პოსტების ანონსი უკვე გაგაცანით. თუ რომელიმე თემა განსაკუთრებით გაინტერესებთ, ნუ მოგერიდებათ და მეილი გამომიგზავნეთ chictalks@gmail.com

1 comment:

Lekino said...

საინტერესო თემებია.. მე პირადად აქტიური მკითხველი ვიქნები, მიუხედავად იმისა აქამდე საკუთარ თავზე დიდად არ ვზრუნავდი ქართული შეხედულებების გამო... მიხარია, რომ გამოჩნდა ისეთი ბლოგი, რომელიც არის გამოყენებადი და ბევრ ბიჭს საჭირო რჩევებს მიცემს . პროფესიანალი და გამოცდილი უნდა ჩანდე დავიდ თავის მოვლაში, ამიტომ მე პირადად თვალდახუჭული გენდობი :)

Blog Widget by LinkWithin