Monday, October 6, 2008

ძალიან სექსია ეს ბიჭი და რა ვქნა...!

რა ვქნა, ძალიან სექსია ეს ბიჭი და არ შემეძლო ეს სურათები არ ამეტვირთა. ჩად უაითი (Chad White) ამერიკელი სუპერ პოპულარული ბიჭუნაა. ვიტყოდი - შანსია სთრაიტი იყოს მეთქი, მაგრამ ვიცი ბევრი გულში იტყვის, მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, ხოდა არაფერს ვიტყვი. ერთ დავამატებ, რომ ვინც არ უნდა იყოს ჩად უაითი, ძააალიან სექსუალურია და რაც მთავარია არასოდეს ერიდება კამერის წინ გაშიშვლებას. ვერ გაამტყუნებ! დასამალი არაფერი აქვს! მისი სხეულის ყოველი ნაკვთით შეუძლია მარიაჯობა. მოკლედ თქვენ თავად განსაჯეთ. თუ მოგეწონებათ ჩადის შიშველ სურათებსაც დავაგდებ ამ დღეებში. ხო და მადლობა ვინც Tbilisi Gay Times გამოიწერთ ;) ეს ფოტო სესია/პროექტი Out Magazin -მა გამოაქვეყნა სათაურით "იკარუსი". არავინ მკითხოთ ეხლა ავტობუსის სახელი, რატომ დაარქვესო თორემ ავფეთქდები ;) ისიამოვნეთ!






კომენტარები დამიტოვეთ. ოღონდ მართლა!

11 comments:

fe_male said...

სალვე....))))
1. ჟურნალი ”მე” რატომ აღარ გამოდის,ხომ არ იცი?
2. ლესბი, ბი, გეი და ტრანს ადამიანებს შენი აზრით აქვთ თუ არა არასრულფასოვნების კომპლექსი?
3. ჩემი აზრით ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან... ერთნი არ ამჟღავნებენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას... იმიტომ რომ ერიდებათ და ამით დისკრიმინაციის სურვილი სხვების მხრიდან იზრდება... მეორენი პირიქით ზედმეტად თამამად ახდენენ ამ ყველაფრის აფიშირებას... და თან რაღაც ისე აკეთებენ ამ ყველაფერს რომ ხაზს უსვამენ რომ რაღაც სხვაა და არა ისეთი როგორც ყველა... ესეც თავისებურად ზრდის დისკრიმინაციის რისკს....)))) მე რომ ვიყო ლესბი ან ბი... არ დავიწყებდი ამაზე ისეთი ტონით საუბარს, რომ სხვებს ეგრძნოთ ის რომ განსხვავებული ვარ......))))

David M said...

ჩიტო, აგიხსნი ეხლავე: როგორც შენს ბლოგზე ბოლო პოტში გიწერია ძალიან გიყვარს პიცა. მეც გამოგიტყდები და ძალიან მიყვარს პიცა. პიცა ფული ღირს. მე რომ ჩემი ორიენტაცია გამოვფინო ეგრევე დავკარგავ სამსახურს. (მეგობრებმა და მშობლებმა იციან ჩემზე) აი 100%იანი გარწმუნებ დავკარგავ. ანუ რა გამოდის - no pizza for me any more :)) ისინი ვინც ამას ხმამაღლა აკეთებენ ან დიეტაზე არიან, ანუ უკვე გამოაგდეს და კიდიათ :)
ეს ისე ხუმრობით, მარა რელაშიც ეგრეა რა :)

David M said...

უი დამავიწყდა პირველ კითხვაზე მეპასუხა. კარგი ჟურნალია მარა ჩვენზე ანუ ქართველებზე არაფრს წერენ. მაგის გამომცემელს ცისარტყელისფერ ძეგლს დაუდგავს შთამომავლობა, მარა დღეს ეგენი ჩვენ არაფერში გვარგია. არ ვიცი რატომ შეწყდა, ონლი-ვერსიაც კი არ მინახავს ახალი. საერთოდ ეგეთი ორგანიზაციების მე არ მჯერა. ადრეც მომივიდა ამაზე ბევრი კამათი. ფული თუ არა აქვთ დასაბეჭდათ მაშინ ონლინე ვერსია ან, pdf გააკეთონ. მგასაც ფული ხომ არ უნდა.
thanks for asking dear.

მარიამ ბლანკი¹³ said...

uh kai statia iyo +

David M said...

thanks dear :) ბიჭი არ მოგეწონა? :(

fe_male said...

...კი ბატონო ქართველებზე არაფერს წერენ... იმიტომ რომ ჩამორჩენილები ვართ და დასაწერიც არაფერია....(((( სამაგიეროდ ბევრ საინტერესო ინფოს შეიცავდა...))))არასრულფასოვნების კომპლექსზე არაფერი გითქვამს... გააჩნია სად მუშაობ, ერთადერთი შეიძლება სასწავლო დაწესებულებაში იგივე სკოლა სადაც ჯერ პატარები სწავლობენ მანდ შეექმნას ადამიანს პრობლება... იმიტომ რომ ბავშვები ხშირად ბაძავენ საკუთარ მასწავლებლებს და ამან შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს.......)))) თანაც ჩვენთან ეს ყვეკაფერი გარყვნილებად ითვლება... სამწუხაროა, მაგრამ ასეა......))

David M said...

უი არასრულფასოვნებაზე ვერ დაგეთანხმები. აი რომ გეთქვა ზე-სრულფასოვბენის კომპლექსი გაწუხებთ, თავი ვიქტორია დედოფლები გგონიათო და თავში აგივარდათო და ეგეთები შეიძლება დაგთანხმებოდი :)

სამსახურს რაც შეეხება გარწმუნებ ბავშვებთან შეხება არ მაქვს :) პედოფილია კლასიკური გაგებით არ მჭირს :)) სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია გითხრა არამარტო სამსახურიდან გამოგდების უფრო მეტიც. სიცოცხლის გამწარების. მეც ბევრი ბოროტება მინახია ცხოვრებაში. ამიტომ არ ღირს ;) დამიჯერე :)

ხო და რაც შეეხება მიბაძვას, ერთ საყვარელ ვიდეოს ლინკს მოგცემ youtub-ze და პლზ ნახე :)

http://www.youtube.com/watch?v=1o4YUY4feys

იხალისე ;)

Lei'la said...

xo ar vitsi... ar vitsi. vis ratom ukvirs im adamianis visats tavis sqesis adamiani izidavs. iyo, aris da iqneba! vigatsisatvis miugebelia vigatsistvis misagebi, iseve rogorts nebismieri ram. rats sheexeba arasrulpasovnebis kompleqs.... ai aq ki mgoni sul ara aqvs mnishvneloba adamianis orientatsias! da inda gitxrat rom priad saintereso blogi gaqvt.

Alexander said...

ახლა ვერ გავიგე რაშია საქმე. ბატონო დავიდ, "კლიენტებს" მახევ???

David M said...

ვერ მოვწვი gayguy რას გულისხმობ? ჯურნალს? რა პონტშია შენი კლიენტი?

და ბატონოს ნუ მეძახი თუ ძმა ხარ. 10 წელი იქნება მახ სხვაობა ჩვენს შორის და თანაც დარწმუნებული ვარ სადღაც შეგხვედრივარ და მგონი არა მარტო....

ადრეც მომიწერია შენთვის და ახლაც გეტყვი რომ მართლა ძალიან კარგი ბლოგი გაქვს და შემთხვევითი არაა რომ დალინკული მყავხარ საპატიო ადგილზე.

Alexander said...

არაფერს განსაკუთრებულს არ ვგულისხმობ, ჩემი გოგონები შენთან პოსტავენ და ეს ვიჰულისხმე :) სად შევხვედრივართ არ ვიცი, არანაირი ეჭვები არ მაქვს რომელი ხარ :( ...
მადლობა ბლოგის შექებისთვის :)

Blog Widget by LinkWithin