Friday, October 3, 2008

სახის მოვლის ძირეული წესები

როგორც წინა პოსტში შეგპირდით პერიოდულად შემოგთავაზებთ პოსტებს იმაზე თუ ქართულ რეალობაში როგორ გავიუმჯობესოთ გარეგნობა. ამ თემაზე თავისუფლად შეიძლება დისერტაციის დაცვა სან ფრანცისკოს რომელიმე უნივერსიტეტში :) თუმცა ქართული რეალობა მწარეა და არა თუ დისერტაცია, ელემენტარული საშუალებების შოვნაც კი ძალზედ რთულია მამაკაცებისათვის. „ვულევუში“ ვიკითხე და ასე მიპასუხეს - ძნელად იყიდებაო. მათ გასაგონად ვამბობ, ვინც დილით მხოლოდ ერთი პეშვი წლის შეშხაპუნებას კმაყოფილდება, აწიეთ გეი ტაკუცუნები, წადით რომელიმე პარფიუმერულ მაღაზიაში (ან აფთიაქშიც ჩითავს რაღაცეები) და შეძინეთ სახის მოვლისათვის საჭირო კომპონენტები. შევეცდები იმ პროდუქტებით შემოვიფარგლო, რომელიც ქართულ რეალობაში ჩითავს.

ქართველი მამაკაცების უმეტესობას სახე უპრიალებს და ფერიმჭამელები უნადგურებს კანს. რა თქმა უნდა სალონში კოსმეტოლოგთან პერიოდული ვიზიტი აუციელებელია, თუმცა ვიზიტებს შორის საჭირო ჩვენ თავად ვიმოქმედოთ.

შემდეგ პოსტებში ვისაუბრებთ კანის დამატენინანებლებზე, სკრაბებზე, ნიღბებზე, მკვებავებზე და ა.შ. ახლა კი დავიწყებთ სახის დაბანით.

სახე დღეში ორჯერ უნდა დავიბანოთ. საპნიანი საშუალებით ხშირი დაბანა სახის გამოფიტვას გამოიწვევს. ამიტომ სტანდარტულად დაბანა დილით და საღამოთია საჭირო. დავიბანოთ სპეციალური საშუალებებით და არა მხოლოდ წყლით, ან თუნდაც პალმოლივით :) თბილი წყალი და ქვემოთ ჩამოთვლლი საშუალებები, რომლებსაც დეტალურად ავღწერ. ესაა სპეციალური სახის საპონი, ან სახის დასაბანი ქაფი ან სახის დასაბანი გელი. არჩევანი ბევრია. დღეში ერთხელ გამოიყენეთ ბუნებრივი ღრუბელი, უფრო საღამოთი (სურათი -2) და ნაზად შეიზილეთ ქაფი სახეზე. თუ კლინიკის - Clinique - სამ საფეხურიან სისტემას ხმარობთ მაშინ დაბანის შემდეგ გაიწმინდეთ სახე კლინიკისივე ლოსიონით (სურათი -4) დასველებული ბამბის ქულით.


სახის გაწმენდის დასასრულს სასურველია მონაცვლეობით შეისხათ ცივი და თბილი წყალი. ეს გაამაგრებს სახის კანს და ცივი წალი გახსნილი ფორების დახურვას შეუწობს ხელს.


მნიშვნელოვანია! განსაზღვრეთ თქვენი სახის ტიპი. გაქვთ მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი თუ შერეული სახე და შენაძენიც შესაბამისად გააკეთეთ. წაიკითხეთ ეტიკეტზე, თქვენი სახის კანისთვისაა პროდუქტი თუ არა! კომპანიების აბსოლიტური უმეტესობა ამ საშუალებებს რამოდენიმე ვარიანტად უშვებს.


ყურადღება! ეს საშუალებები არ ეხება პრიშჩიკიან თინეიჯერებს. მათთვის სხვა საშუალებების გამოყენება სჯობს. (სექსი და კლერასილი :))


მაშ ასე (სურათზე ზემმოთ, მარცხნიდან მარჯვნივ):


1. Biotherm - შესანიშნავი ხაზი მამაკაცებისათვის. სახის დასაბანი საშუალება. ყოველდღიური მოხმარებისთვის. არის გელის ან სქელი კონსისტენციის კრემის სახით. კარგია, მარა ძვირი. იყიდება ვულე-ვუ-ში. მგონი ისი-პარი-შიც წავაწყდი.
2. სახის დასაბანი ღრუბლი - იყიდება ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში ან აფთიაქში.
3. Lab Series - კარგია, მაგრამ გაგვითავდაო ლუტეციამ თქვა. ელოდებიან ახალ პარტიას. ძვირია.
4-5. Clinique - საპონი და ლოსიონი. ძაალიან კარგია. ძვირია და კარგი. საპონი 3 თვემდე გეყოათ ამიტომ ღირს გადაიხადოთ 45 ლარამდე ამ სიამოვნებაში. ლოსიონი რამოდენიმე სახისაა მშრალი, ცხიმიანი და ძალიან ცხიმიანი კანისათვის. განსხვავდება ფერების და ნომრების მიხედვით. ვაძლევ დიდ რეკომენდაციას. განსაკუთრებით თუ შემდეგ სახის დამარბილებეს გამოიყენებთ. იყიდება ლუტეციაში.
6. VICHY- საკაიფო შვეიცარული ხაზია. ეს სახის ქაფი მამაკაცებისათვის ცალკე არაა, ამითომ გამოიყენეთ ისეთი როგორიც სურათზეა ნაჩვენები. არ არის ძვირი. არის GPC აფთიაქებში.
7-8. Clarins - კარგი რამეა სახის დასაბანი გელი. იყიდება ლუტეციაში. არც ისე იაფია :)
9. VICHY- სპეციალურად მამაკაცებისათვის. სახის დასაბანი გელი. მაგარია. ძვირი არაა, მაგრამ იაფიც არ ითქმის. არის GPC აფთიაქებში.
10. Shiseido – სახის დასაბანი ქაფი, იმენნა მამაკაცებისათვის. არის ეთი სახის. ძალიან ძალიან კარგია. აქ არ ითავს. ღირს ძვირი. შემხვდა თბილისის აეროპორტის duty free-ში.
11 - 12. Body Shop - აქ არ იყო უკანასკნელ პერიოდამდე, მარა გაიჩითა პავლოვზე Body Shop - ის არალიცენზირებულ მაღაზიაში. აქ ძვირია, იქ (ანუ უცხოეთსი) არა, მარა კარგია და აბსოლიტურად ეკოლოგიურია. არის სახის დასაბანი კრემ-ქაფი (11) და მწვანე ჩაის ექსტრატზე დამზადებული ქაფი. ძალიან კარგია.


თუ ვერ მოახერხეთ ამ პროდუქტების ყიდვა, მაშინ Johnson&Johnson, Nivea და ბევრი სხვა. უმჯობესია ესენი შეიძინოთ აფთიაქები.


შემდეგში, დამარბილებლებზე ვისაუბრებთ ;)

1 comment:

Lekino said...

ჯობია ნაადრევად გადაიხადო ფული თავის მოვლაში და ადვილად მიაღწიო შედეგს,ვიდრე მერე როცა ძალიან ძვირი დაგიჯდება. კარგი პოსტია.

ერთი თხოვნა და რჩევა მექნება: აქ უმრავლესობა (მათ შორის მეც) ვერ ვერკვევით დეტალურად და ზუსტად, რა რისთვის არის, რა რა დროს უნდა წაისვა, როგორ უნდა გამოიყენო და ბევრი სხვა წვრილმანი. ჩემი აზრით, ეს ახსნა მეტ პრაქტიკულობას შეძენს ამ ბლოგს.

არ შემიძლია,რომ არ აღვნიშნო შენი უზომო გამოცდილება ამ სფეროში. ასევე მაღაზიათა ასორტიმენტის სრულ ცოდნაში. უბადლო ხარ :)

ველით ბევრ საინტერესო პოსტს შენი ერთგული მკითხველნი!

Blog Widget by LinkWithin