Monday, October 6, 2008

ჩაცმის წესები „დისქუაერდ ტყუპებისაგან“ (Dsquared)

დენი და დინის სასარგებლო რჩევები.



წელს მოდის სამყაროში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გენიალური სანახაობა 2008 წლის მილანის მოდის კვირეულზე ტყუპების დენი და დინის - Dsquared2 - კოლექციის ჩვენება იყო. მართალი, რომ გითხრათ მიჭირს თქმა თანსაცმლის მოდელებით უფრო მოვიხიბლე თუ ცოცხალი მოდელიებით. არაფერს ვამბობ ჩვენების დადგმაზე, გაფორმებაზე, მუსიკასა და ... სხვა დეტალებზე. ყველაფერი ეს მხოლოდ ძალიან გემოვნებიანმა ადამიანებმა შეიძლება გააკეთონ. ხოდა გადავწყვიტე ჟურნალში - DETAILS გამოქვეყნებული პატრა რჩევა-ინტერვიუ დამეპოსტა.



1.ბიჭებს ხშირად უჭირთ ტანსაცმლის ზომის შერჩევა. უმრავლესობა უზარმაზარი ზომის ტანისამოსის იცვავს. ნუ შეგეშინდებათ, მოტკეცილი ტანსაცმელი არ იკბინება. როდესაც მოიზომავთ ახალ ტანისამოსს და ჩათვლით რომ ის თქვენი ზომაა, გირჩევთ შეიძინოთ ზუსტად ერთი ზომით პატარა მოდელი.

2.როდესაც გსურთ განაახლოთ თქვენი ყოველდღიური იმიჯი, გაიკითეთ განსხვავებული აქსესუარები. თუ სასმახურში ძირითადად გაცვიათ თეთრი, პერანგი ხშირად შეიცლაეთ ჰალსტუხი. ატარეთ სხვადასხვანაირი საათი და ქამარი.

3.მათ ვისაც ოფიციალური ტანისამოსის ტარება გიწევთ (პიჯაკი, შარვალი) გაითვალისწინეთ, რომ გარეგნობას ისე არაფერი აფუჭებს, როგორც ძველი ფეხსაცმელი.

4.შეგიძლიათ თქვენს ჩაცმულობაში ერთ ერთი დეტალს წამყვანი, განსაკუთრებული როლი მიანიჭოთ. შიძლება ეს იყოს განსხვავებული დეტალი (თითქოს სტილიდან ამოვარდნილი, მაგრამ ყურადღების მიმოპყრობი), წინდა, ჰალსტუხი, ან ქამარი. რჩევა ეხება განსაკუთრებით მათ ვისაც ხშირად უწევს ოფიციალური ჩაცმულობის ტარება.

5.ვერ ვიტანთ როდესაც მამაკაცს ქალივით გაქნილი წარბები აქვს.

6. ზედმეტი ოდენობით ოდეკოლონის ხმარება საშინელებაა. პარფიუმის სუნი ახლოდან უნდა იგრძნობოდეს და არა კილომეტრებში.

7.ჩვენი სტილია „თვალში მოსახვედრი“ ტანისამოსი. გერჩივნოთ ჩანდეთ ვიდრე ვერ გამჩნევდნენ.

8.როდესაც ოფიციალური ფეხსაცმელი გიცვდებათ, შეგიძლიათ მისი ჯინსებზე ტარება. მთავარია მათ მაგარ პიჯაკთან ერთად ნუ ჩაიცმევთ, აი ჯინსებზე კი პირიქით, მოსულა.

9.სამწუხაროდ მამაკაცებს მორთულობაში ბევრი არჩევანი არა აქვთ. საიუველირო ნაწარმის შერჩევა დიდ ყურადღებას მოითხოვს. სამაგიეროდ ამის კომპენსირება ჰალსტუხის, ქამრის, საათისა და ქაფლინკის (ქართულად არ ვიცი რა ქვია „ზაპონკებს“ რაა). კაცს აუცილებლად უნდა ქონდეს ოქროსფერი ოფიციალური საათი, ვერცხლისფერი/თეთრი სპორტული საათი და საღამოს/გამოსასვლელი საათი.

10.ზამთარში დიდი ყურადღებით აირჩიეთ ქურთუკი. მასში ფულის დახარჯვა ნუ დაგენანებათ.


და კვლავ რამოდენიმე სურათი მილანის ჩვენებიდან. Dsquared2




2 comments:

Lekino said...

ყველაფერში ვეთანხმები გარდა ერთისა: მამაკაცს (ბიჭს თუ კაცს, არ აქვს მნიშვნელობა) უნდა ეცვას სადად, თუმცა კოხტად. პირადად ჩემთვის მიუღებელია გადაპრანჩული ბიჭი, ზიზილპიპილოებით. ეგეთი ნაძვის ხე მომწონს ახალწელს. :)აქსესუარები საჭიროა და უხდება ბიჭს, თუმცა აქსესუარს გააჩნია. "დ კვადრატში" კარგი გემოვნება აქვთ, თუმცა ევროპული, ჩვენ კიდე საქართველოში ვართ :(

David M said...

ქართული რეალობა ნუ შეგაშინებს ჩემო კარგო ;) სიალამაზე ყველგან ფასდება. ნაძვის ხეზე ბევრი ვიცინე და არც მე მომწონს ეგეთები. კაცის სილამაზე სისადავეში მაგრამ გემოვნებიან სისადავეშია ;) აქსესუარებს რაც შეეხება, ჯობია ერთი ცალი მაგრამ ძალიან მაგარი.. ნაძვის ხის მორთულობას მართლა ბევრი ბიჭუნა მაგონებს თბილისის ქუჩებში.. საიცარი ის არის რომ ისინი როგორც წესი ან სთრაიტები, ან "ძევკები" ანდა გოიმები აღმოჩნდებიან ხოლმე ;)

Blog Widget by LinkWithin