Sunday, December 28, 2008

ეპილაცია - სხეულიდან ჭარბი თმის მოცილება

გეი საზოგადოებაში სხუელზე თმა მნიშნელოვან პრობლემას წარმოადგენს და ჩვენთაგან უმრავლესობა ცდილობს როგორმე მოუაროს ამ პრობლემას. კაცი ისევე როგორც ქალი მაიმუნისაგან წარმოიშვა, ასე რომ ჩვენი გენეტიკა ჯერ კიდევ ატარებს ატავიზმის ამ ნაირსახეობას და თაობიდან თაობას გადაეცემა. სხეულზე თმის ინტენსიურობა ვარირებს სხვადასხვა ეთნოსის გენეტიკურ მემკვიდრეობაში და სხვადასხვა რასებს ის სხეულზე სხვადასხვაგვარად აქვს გამვლენილი. მაგალითად დიდი იშვიათობაა განსაკუთრებით თმიანი ჩინელი ან თუნდაც ინდიელი. ინდო-ევროპულ რასაში ის სხვადასხვაგვარი ინტენიურობითაა წარმოდგენილი. ცნობილია რომ ჩრდილოეთის ქვეყნების მამაკაცებს სხეულზე იშვიათი თმა აქვთ. ხმელთაშუაზღვიური ზონის ხალხებში კი ის შედარებით ინტენსიურია. თმის სიჭარბეს გენეტიკა, უფრო კონკრეტულად კი ჩვენს სხეულში ტესტოსტერონი (ჰორმონის) ოდენობა არეგულირებს.

გეი კულტურაში სხეულზე თმას სხვადასხვაგვარი აღქმა აქვს. ზოგისთვის ეს მამაკაცურობის სიმბოლოა და სხეული მიმზიდველი ატრიბუტია. ზოგისთვის პირიქით. ისე ჩემი პრაქტიკიდან, უთმო სხეულის ადმიანები ხშირად განიცდიან მის ნაკლებობას, ჭარბთმიანები კი პირიქით. დავა იმაზე, სექსუალურია თუ არა მკერდზე თმას დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ რეზულტატს არ მოგვცემს. მაშინ როდესაც არმანი ან გოწიე საკუთარი ოდეკოლონების რეკლამისათვის გაკრიალებულ მკერდიან მამაკაცებს იყენებს, ივ სენ ლორანმა დიდი შოკი მოახდინა, როდესაც ახალი ოდეკოლონის M7-ის რეკლამაში მკერდაუპარსავი სექსუალური მამაკაცი გადაიღო (ნუ, შოკი ისიც იყო რომ სარეკლამო ბანერზე ყმაწვილი დედისშობილა იყო წამოკოტრიალებული და საკუთარ უზადო ავლადიდებას აშურებდა კლიენტურას.
Samuel de Cubber M7, YSL

სხვათაშორის ისეთ ქვეყნებში როგორც საქართველოა ეს სარეკლამო ბანერი მხოლოდ წელს ზემოთ იყო დამზადებული.) შესაძლოა M7-ის პოპულარობას თავად სამუელ დე ქიუბერის (Samuel de Cubber) მაშოკირებელმა მამაკაცურმა სილამაზემ და წინადაუცვეთავმა პენისმაც შეუწყო ხელი. სხვათაშორის უკვე წამოჩიტულმა ჰარი პოტერმა დენიელ რედკლიფმა ასევე დაარღვია ე.წ. დასავლური ტრადიცია და არც ჟურნალ Details-ისთვის განკუთვნილ ფოტოსესიაზე და არც ბროდვეიზე ექუსის დადგმისათვის არ გაუსლიკინებია მკერდი. სურათებზე დენიელი ისეთივე ბუნებრივი და სექსუალურია როგორც თმა მის საყვარელ მკერდზე. ამ ფოტოებმა კრიტიკოსების სერიოზული კამათი გამოიწვია. რედლიფს იმასაც საყვედურობდნენ, რომ არაეთიკურია ჰარი პოტერის ბანჯგვლა მკერდით მარიაჯობა, მაგრამ საბოლოოდ მომხრეების აზრმა გადაძალა და რედკლიფის მამაკაცური მკერდი სექსუალრურად და მიმზიდველად შეირაცხა. მოკლედ თმის ქონა არ ქონის საკითხი ისეთივე საკამათო თემაა როგორც წინადაცვეთის პრაქტიკა. ფაქტი ერთია, გემოვნებაზე არ დაობენ და ეს ყოფნა არ ყოფნის საკითხს მთლიანად მეპატრონე წყვეტს და არა საზოგადოება.
Daniel Radcliffe, Equus

ფაქტია ისიც, რომ სილამაზის სტანდარტის დამწესებლები, ძველი ბერძნები და ასევე ძველი რომაელები ანტიკურ ხანაში თვლიდნენ რომ მამაკაცის (განსაკუთრებით თუ ის პატრიციუსია) სხეულზე თმას არაფერი ესაქმება. რომშიც, საბერძნეთშიც და ეგვიპტეშიც მამაკაცები სხეულზე თმას იპარსავდნენ ან იწიწკნიდნენ. ეს საკმაოდ მტკივნეული უნდა ყოფილიყო. დახედეთ ამ ანტიკურ ინსტრუმენტებს და თავადვე მიხვდებით ამას. ისინი სრულიად არ გავს თანამედროვე ჟილეტ სენსორს. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!

თმის საპარსი და საწიწკნი ანტიკური ინსტრუმენტები
ჩვენ ქართველებს, როგორც ხმელთაშუაზღვიური აუზის ზონის წარმომადგენლებს თმა სხეულზე ნამდვილად არ გაგვაკვირვებს. ხშირად ხშირია თმა როგრც მკერდზე ასევე ზურგზე (ფეხებზე აღარაფერს ვამბობ). სხეულზე თმას საქართველოშიც მედგრად ებრძვიან გეი კულტურის წარმომადგენლები. ეს პრაქტიკა ხშირია სპოტრშიც. არაფერს ვამბობ მსახიონებზე ან შოუ ბიზნესის წარმომადგენლებზე

მე თუ მკითხავთ თმის მოცილების მომხრე ვარ. თუმცა ის საკითხი, მოვიცილოთ თმა მთელი სხეულიდან თუ მხოლოდ რომელიმე ნაწილიდან თქვენი გადასაწყვეტია. ვპასუხობ რა ჩემი ბლოგის მკითხველის მიერ დასმულ კითხვას ამ პოსტში ამ საქმის ყველაზე გვრცელებულ მეთოდებს მიმოვიხილავ.

სხეულიდან თმის მოცილება

ეს თემა ძალზედ ინდივიდუალურია და თუ რომელ მეთოდს მინავიჭებთ პრეფერენცას ასევე ინდივიდუალურიად უნდა გადაწყვიტოთ. გირჩევთ ექსპერიმენტირებას. თუმცა გვახსოვდეს, რომ ამ საკითხს რეგულარული მიდგომა ჭირდება.

გაპარსვა - სხეულის გაპარსვა დასავლურ კულტურაში საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ელექტრო საპარსით ასევე ჟილეტის ან ნებისმიერი სხვა არაელექტრო საპარსი საშუალებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გამოიჩინეთ სიფრთხილე და საქმეს განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდეით. გამოიყენეთ დიდი ოდენობით ცხელი წყალი და საპარსი ქაფი. თმის გაპარსვა რეგულარულად მოგიწევთ. ელექტროსაპარსი იდეალურ ეფექტს არ იძლევა თუმცა დაზიანების შანსი ძალიან ცოტაა. ჟილეთით ან მისი ექვივალენთით პარსვა კანს კარგად ასუფთავებს თუმცა უხვად ნაკაწრი და კანის გაღიზიანება გარანტირებული გექნებათ, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე და განსაკუთრებით ზურგის ან უხერხულად მისადგომი არეების მიდამოებში.
ჩემი შეფასება: მე ამ მეთოდს ყველაზე ნაკლებ ეფექტურს ვუწოდებდი. მიუხედავად იმისა რომ პროცესი ტკივილთან არაა დაკავშირებული, ბევრია უხერხულობის, შემდეგი გაღიზიანების მომენტი და რაც მთავარია გაპარსული ტანის ეფექტი ზუსტად ისეთივიეა როგორც გაპარსული სახის. თმა თითქმის იგივე ინტენსიურობით დაიწყებს ზრდას, როგორც სახეზე.
თმის ელექტრო ეპილატორი - ამ მეთოდს მე საერთოდ არ განვიხილავდი, რომ არა შეკითხვა. არ გამოიყენოთ თმის ეპილაციისათვის ქალის თმის ეპილატორი. ეს არაეფექტური და ძალიან მტკივნეულია. მანქანა განკუთვნილია ქალის სუსტ თმაზე და ვერანაირად მოერევა კაცის მსხვილძირიან თმას. დაივიწყეთ ამაზე ფიქრი.
მალამო დელიპატორი - იგივე კრემი. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოშიც გამოჩნდა კრემ-დეპილატორები. ვიიტ, ნივეა და მრავალი სხვა კომპანია უხვად გვთავაზობს სხვადასხვა სახის ქაფებსა ტუ კრემებს. სამწუხაროდ მე მამაკიაცისათვის განკუთვნილი ჯერ არც ერთი მსგავსი პროდუქტი თბილისის მაღაზიებში არ შემხვედრია.
მიუხედავად ამისა მაინც რამოდენიმე დაკვირვებას გაგიზიარებთ. კრემ-დეპილატორი სასარგებლო არაა ალერგიული კანის ადამიანებისათვის. მისი სხეულზე გაჩერება დიდი ხნით არ შეიძლება. ეფექტი თითქმის იგივეა რაც გაპარსვის დროს და თმას მსგავსი სისწრაფით იზრდება. ერთადერთი სხვაობა ისაა რომ ეს მეთოდი უფრო ნაკლებ დროს წაგართმევთ და კანის გაჭრის ალბათობაც გამორიცხულია. კრემ-დეპილატორის გამოყენება არანაირად არ შეიძლება ინტიმურ და ნაზ ადგილებში. არანაირად არ გაიკაროთ გენიტალიების არეაში.

თმის ამოწიწკვნა - თუ ტანზე რამოდენიმე ღერი თმა გეზრდებათ ამოწიწკვნა შეიძლება კარგი მეთოდი იყოს. თუმცა თუ სხეულზე ჭარბი თმა გაქვთ, მაშინ რომაელების მსგავსად იყიდეთ რამოდენიმე მონა და მოემზადეთ მტკივნეული კვირის გასატარებლად. ამოწიწკვნა კარგი გამოსავალი არაა. თუ თმა ბუდიანად არ ამოვარდა ის მაინც დაიწყებს ზრდას ან ძველი თმის ნასახლარის მეზობლად ახალი ამოვა. მე ამ მეთოდს ძალიან არაეფექტურად, დროის ფუჭ ხარჯვად და მტკივნეულად ვაფასებ. ამის გარდა ვერ გეტყვით თბილისშ ადგილს სადაც ამას გააკეთებენ.

ელექტროლიზი - ანუ თმის ძირის ელეტრო ნემსით მოკვლა და ამოღება. ეფექტური რამეა იმ თვალსაზრისით რომ თმა ნელ ნელა წყვეტს ზრდას. თუმცა ამ პროცედურას სახლში ვერანაირად ვერ გაიკეთებთ. გჭირდებათ კოსმეტიკური მედიცინის ცენტრი და კვალიფიფიციური სპეციალისტი. კიდევ ერთი საკითხი. შესაძლოა ეს ისეთი ძვირი არ დაგიჯდეთ როგორც ლაზერული ეპილაცია, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ძალიან ძალიან ხშირად მოგიწევთ ცენტრში სიარული და თითოეული თმის ღერის მოცილება. გაითვალისწინეთ ისიცი რომ სხეულზე ეს ოხერი თმა მუდმივად იზრდება და ასაკთან ერთად ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება. პროცესი მტკივნეულია, თუმცა არც ისე ძალიან, რომ კრიჭა შეგეკრათ. თუ მაინც გინდათ ამ ეთოდის გამოყენება, აიღეთ ცნობარი ან დაუკავშირდით 09-ს, მოძებნეთ სამედიცინო კოსმეტიკის ცენტრები, წინასწარ გადარეკეთ და გაესაუბრეთ. დაადგინეთ ფასი, შეადარეთ მონაცემები ერთმანეთს და დარჩით სახლში. მე ამ მეთოდს დიდად ვერ სეგიფასებთ.

ეპილაცია ვაქსით - ან ბიოეპილაცია. ყველას ერთხელ მაინც გინახავთ როგორ იხევს მშვენიერი დეიდა ფეხიდან თმას ამ მეთოდის მეშვეობით. საინტერესო ისაა რომ ამ დეიდებს სახე არასოდეს ეცვლებათ, თუმცა გარწმუნეთ რომ პირველი სეანსის დროს თქვენი სახე ზალიან სეცვლება. მეთოდი ძალიან მტკივნეულია, თუმცა ტკივილი ცოტა ხანი გრძელდება და ძლიერია მხოლოდ პირველი სეანსების დროს. ეფექტი მუდმივი არაა, მოგიწევთ სალონში თვენახევარში, ორთვეში ერთხელ სიარული მაინც. ეს ინდივიდუალური მომენტია და თავად განსაზღვრეთ. ვაქსი თმას ბუდეებით იღებს და ეფექტიც მშვენიერია. პროცედურა არც თუ ისე ძვირი. აკეთებენ ძალიან ბევრგან სილამაზის სალონებში, თმცა გირჩევთ ეს წინასწარ გაარკვიოთ. დარეკეთ სალონში გაიგეთ პირობები. ჯობია თუ კარგ ანუ მაღალი კლასის სალონს შეარჩევთ ან გაიკითხავთ. დარწმუნებული ვარ რომ თქვენი ნებისმიერი დაქალი აუცილებლად დაგაკვალიანებთ ვისთან ჯობია ვაქსინგის გაკეთება. ნუ დაუჯდებით დამწყებს. მიუხედავად იმისა რომ ეს მეთოდი ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია კარგი სპეციალისტები ცოტაა. ცუდი სპეციალისტის მიერ გაკეთებული ეპილაცია კი დიდი ხნის ეფექტს არ მოგცემთ. პროცედურა მტკივნეული კია მაგრამ ტკივილი სულ უფრო სუსტდება, რადგან ხშირად პროცედურის გაკეთება ასუსტებს თმის ძირს, აცოტავებს მას. ხშირად ბევრი ადგილიდან თმა საერთოდ ქრება. ამ მეთოდით ძალიან ბევრი მამაკაცი სარგებლობს. მოსარიდებელი. მოკლედ მეთოდი მტკივნეულია, ჭირდება წელიწადში 5-6-ჯერ გაკეთება მარგრამ შედეგი სასიამოვნო და კარგი. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ფასი ვარისრებს იმ ადგილის მოცულობიდან რომელზეც უნდა გაგიკეთდეთ პროცედურა. მკერდი ან ზურგი 40-დან 60 ლარამდე დაგიჯდებათ. სალონს გააჩნია. ფეხი 15-დან 10 ლარამდე. მთელი სხეულის შემთხვევაში 80-100 ლარში ჩაეტევით. გააჩნია თმის სიხშირეს და დაფარვის მასშტაბს. რჩევა: არ დაიბანოთ საპნით ეპილაციის გაკეთებიდან 4-6 საათის განმავლობაში. კანის გაღიზიანების შემთხვევაში კი საუკეთესო გამოსავალია ჯერ მზეზე ან სოლარიუმში მსუბუქად გარუჯვა და შემდეგ ლოსიონის შეზელა, მხოლოდ ეპილაციიდან მინიმუმ ერთი დღის შემდეგ.
ლაზერული ეპილაცია - ალბათ ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. თმა ბოლომდე კვდება, თუმცა თავიდან დაგჭირდებათ რამოდენიმე ვიზიტი. აკეთებენ ასევე სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრებში, სამედიცინო კლინიკებშიც. დარეკეთ 09 ან მოძებნეთ ყვითელ ფურცლებში. შესაძლებელია პირველ წელს მოგიწიოთ სამჯერ ოთხჯერ მისვლა (ეს ისევ ინდივიდუალური საკითხია). სამაგიეროდ დასვენებული ინებით მომდევნო 4-5 წელი. შემდეგ კი პერიოდულად შეივლით ხოლმე კლინიკაში, ასე 2-3 წელში ერთხელ. რაც მთავარია ყოველი შემდეგი მისვლა უფრო იაფია, რადგან სულ უფრო ცოტა თმა გრჩებათ მოსაცილებლად. ეს ან ახლად ამოსული თმებია ან ძალიან ცოტა რომელიც ლაზერს გადაურჩა. ეს მთოდი სამკაოდ ძვირია, ფასი სხვადასხვაა კლინიკების მიხედვით და იანგარიშება კვადრატული სანტიმეტრის მიხედვით. პროცესი მტკივნეულია, შეგრძნებით გავს გემირელად მზის დამწვრობას. კანის მოშუშებასაც ზუსტად იგივე დრო ჭირდება როგორც გარუჯვის დროს. სამაგიეროდ შედეგი ძალიან კარგი, გლუვი სლიკინა კანია. არანაირად არ შეიძლება ლაზერული ეპილაციის შემდეგ თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მზეზე გარუჯვა. არ შეიძლება ამის გაკეთება პროცედურამდეც. ამაზე თავად სპეციალისტი დაგაკვალიანებთ. ასევე დაგაკვალიანებთ დეტალებზე თუ როგორ მოემზადოთ პროცედურისათვის, მაგ გაპარსვა და ა.შ. არ შეიძლება ლაზერის გამოყენება გენიტალიების არეში. ლაზერული ეპილაცია თითქმის უშედეგოა ღია ქერებისათვის. ლაზერის ეფექტურობას შავი თმა და მელომინი განაპირობებს. ქერა თმას კი ის უბრალოდ ვერ აღიქვავს.
ჩემი რეკომენდაცია მაინც ამ ბოლო ორი მეთოდისაკენ იხრება. თუმცა ჩამოთვლილი მეთოდებიდან კი თქვენთვის ყველაზე კარგი იქნება ის, რომელსაც თქვენ ყველაზე უკედ მოირგებთ.გაბდეულად მიდით სალონში ან კოსმეტოლოგიურ ცენტრში. ძალიან მალე ეს თქვენთვის ისეთივე მარტივი რამ იქნება როგორიც თმის შეჭრაა.

დასასრულისთვის ვიტყვი, რომ თავზე ზრუნვა ყველა მამაკაცს ჭირდება. ტანზე თმის ეპილაცია არ განსაზღვრავს იმას გეი ხართ თუ არა. არაა ლამაზი როცა საცურაო აუზში ორანგუტანგი ხტება.
შემდეგ პოსტებში თუ დაგაინტერესებთ უფრო დეტალურ რჩევებს მოგცემთ ამ მეთოდებთან დაკავშირებით. განვიხილავთ სხვა შესაძლებელ ვარიანტებს. მაგალითად ტანზე თმის გაუფერულებას. თუ დაგაინტერესებთ ვისაუბრებთ ბოქვენზე, გენიტალიების არეაში თმის მოვლის წესებზე. მომწერეთ კითხვებით - chictalks@gmail.com

6 comments:

marcelo said...

david jigari xar,martla dzalian mchirdeboda es informacia.da aucileblad gavitvaliswineb shen rchevebs:) imedi maq kidev bevr saitereso informacias mogvawvdi

bitch said...

monebis daqiraveba momewona:) kargi ideaa:) ra kargia ro arsebob da damwyebebs gvexmarebi... kargi iqneba tu mere swor kvebazec ityvi ramodenime sityvas:) ui da kidev erti dz mixaria ro aseti ushualo xar da raime nigabs ar xar amofarebuli... gamixardeba tu sakutar tavzec dawer rames:)

Alexander said...

ხო დავით მეც ძალიან გამეხარდება თუ საკუთარ თავზე დაწერ რამეს :):)

David M said...

ჩემო marcelo და როგორ ვთქვა მარა ჩემო bitch ;) მიხარია რომ კომენტარებსაც მიტოვებთ ხოლმე. ნელ ნელა სხვა თემებზეც დავწერ. შეგიძლიათ ჩემი მეორე ბლოგიც მოინახულოთ ხოლმე http://tbilisigaytimes.blogspot.com/ და ასევე ამ გწირვებულ GayGuy-საც ესტუმრეთ მაგის ბლოგზე. ცოტა ვისკაჩკა კია მარა კაი ბლოგერია და პირველ რიგში მაგის სტატიებს ვაფასებ ;) http://gaytb.blogspot.com/

Lucas said...

კარგი იქნება თუ ფასებს დააკონკრეტებთ. მაინც ცდილსთვის შეიძლება ლაზერულის მოსინჯვა. ნუ გააჩნია ამ ''ძალიან ძვირში'' რა იგულისხმება :)

David M said...

ჩემო ლუკას ფასებს ვერ დაგიკონკრეტებ, იმიტომ რომ ყველაგ განსხვავებულია და თან გამომდინარეობს იქიდან თუ რამდენი თმის მოცილება გინდა. ანუ მკერდი, ფეხი, ზურგი, ხელი თუ ამეების ნაწილი.. მოკლედ ფაქტი ისაა რომ რაც უფრო თმიანი ხარ, მით უფრო მეტი გიჯდება. გარდა ამისა, პირველ წელს ამ პროცედურის კიდევ 3ჯერ ან 4 ჯერ გამეორება მოგიწევთ. ეფექტის მისაღწევად. ყოველი შემდეგი უფრო იაფი დაჯდება, მაგრამ ეს უკვე თავად დაითვალეთ. შემდგომ წლებში კი ისევ თმიანობის ხარისხიდან გამომდიარე გაიკეთებთ ან წელიწადში ერთხელ ან 4-5 წელიწადში ერთხელ. ეს დამოკიდებულია თქვენს ხეულში ტესტოსტერონის დოზაზე, ასეკზე და აშ.

მთავარი პრობლემა ჩემი აზრით ისაა, რომ საქართველოში ამის გაკეთება არ ღირს. ზუსტად ისევე როგორც ვაგზალზე ბუტკაში თმის შეჭრა არაა მიზანშეწონილი :) არ ღირს სოლარიმუშო შესვლა რომელიც გარეუბნის მიგდებულ სადალაქოშია განთავსებული და ნუღა გამაგრძელებინებთ მაგალითების ჩამოთვლას.

Blog Widget by LinkWithin