Sunday, January 18, 2009

როგორ შევინარჩუნოთ სახის კანის ჯანსაღი იერი და დავიცვათ თავი ნაოჭებისგან

წარმოგიდგენთ ამერიკელი ექიმის, დერმატოლოგის ფრენკ სპინელის 10 სასარგებლო რჩევას მამაკაცებისათვის, რომელსაც უზადო კანის შენარჩუნება სურთ.

1. თავი აარიდეთ მზეზე დიდი ხნით ყოფნას. თუ მაინც გადაწყვიტეთ მზიან ამინდში თაკარა მზის ქვეშ სეირნობა, გაკეთეთ მზისგან დამცავი სათვალე და გამოიყენეთ მზიგან დამცავი კრემი.

2. სვით დიდი ოდენობით წყალი. (ზრდასრულმა ადამიანმა სასურველია მიიღოს დღის განმავლობაში 2ლ წყალი მაინც - David M ) წალი დადებითად მოქმედებს კანის უჯრედებზე, ეხმარება მას შეინარჩუნოს სინოტივე და რაც მთავარია დევნის ორგანიზმიდან ტოქინებსა და ნიტრიტებს.

3. ძილი მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ცხოვრებისათვის. უძოლოობისას ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი კორტისოლი, რომელიც შლის კანის უჯრედებს. ძილი კი სწორედ იმ ჰორმონებს გამოიმუშავებს, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ კანზე და აჯანსაღებენ მას (ზრდასრულ ადამიანს 8 საათი უნდა ეძინოს - David M).

4. დაივიწყეთ კოფეინი. ის კანის გამოშრობას უწყობს ხელს და კანის უჯრედებიდა გამოდევნის წყალს. შეგიძლიან ყავის მაგივრად ცხელი კაკაო ან შოკოლადი მიირთვათ, რომელიც ორ მნიშვნელოვან ნივთიერებას შეიცავს -ეპიკატცინს და კატეცინს. ორივე ნივთიერება ძალზედ სასარგებლოა თქვენი კანისთვის.

5. ნუ გამოიყენებთ ჩვეულებრივ საპონს სახის დასაბანად. ხშირად საპონის გამოყენება აშრობს სახის კანს. გამოიყენეთ სპეციალური საზის დასაბანი საშუელებები ან გამწმენდი საშუალებები. არ დაგავიწყდეთ სახის დარბილება დამატენიანებელი კრემით ან გელით. ეს სერიზულად აგარიდებთ სახის ადრეულად დანაოჭების საფრთხეს და ჯანსაღ იერს შეუნარჩუნებს თქვენს კანს.

6. ძილისას შეეცადეთ იწვეთ ზურგზე. მუცელზე ან გვერდზე წოლა არაასაკობრივი ნაოჭების გამოწვევა განაპირობებს.

7. თევზეული, ისევე როგორც კაკალი და სხვა სახის თხილი შეიცავს ცხიმმჟავა ომეგა3-ს. ეს ძალზედ სასარგებლო მჟავაა, რომელიც უჯრედის მემბრანას ამკვრივებს და იცავს მას ტოქსინების ზემოქმედებისაგან.

8. ჭამეთ დიდი ოდენობით ხილი და ბოსტნეული. სტაფილი ასევე კენკოვანები შესანიშნავი ანტიოქსიდანტებია და იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.

9. სახე გაიპარსეთ ფრთხილად. აარიდეთ თავი კანის დაზიანებას. გამოიყენეთ დიდი ოდენობით ქაფი და თბილი წყალი წვერის დასარბილებლად. არასოდეს გაიპარსოთ მშრალ კანზე. გაპარსვის შემდეგ აუცილებლად წაისვით დამარბილებელი. ნაკაწრები კანზე ხელს უწყობს უჯრედების ნგრევას.

10. თავი დაანებეთ სიგარეტს. არაფერი ისე არ აუხეშებს კანს როგორც ნიკოტინი და კუპრი რომელიც ძალზედ დიდი ხნით ჯდება თითოეულ უჯრედში.

რჩევები აღებულია ონლაინ ჟურნალიდან Advocate.com

1 comment:

Demian said...

დიდი მადლობა რჩევებისათვის, მაგრამ მე მაინც გირჩევდით ნაკლებად იხმაროთ კოსმეტიკა...

დავიდ, ჩემო კარგო, ვარჯიში მინდა და თბილისის gym-ებზე ხომ არ გაქვს რამე ინფორმაცია?

10nx წინასწარ ;)

Blog Widget by LinkWithin