ფილმი 30 წლის ფრანგ ბიჭუნაზე, რომელიც თავის მშობლებს თავისბოიფრენდს წარუდგენს. "ქამინაუთზე" ბევრი ფილმი მინახავს, უბრალოდ აქ ერთი სხვაობაა. ამჯერად საქმე ზრდასრულ ადამიანს ეხება და არა თინეიჯერ ბიჭს. ოჯახური ალიაქოთი, თინეიჯერი ძმა, რომელიც მოშნად ჩაერთვება სიტუაციაში და ბევრი სახალისო და ზოგჯერ სევდიანი მომენტი. მოკლედ კარგი ფილმია, აუცილებლად ნახეთ!
ფილმს რამოდენიმე საერთაშორისო პრიზი აქვს აღებული. მათ შორის ნიუ ორკის გეი და ლესბოსელების ფილმების ფესტივლის პრიზი, უცხოურ ფილმებში საუკეთესო სცენარისათვის და ბრიუსელის გეი და ლესბოსელების ფესტივალის მაყურებლეთა სიმპატიის პრიზი.
ნუ რაღა თქმა უნდა კვლავ დიდი მადლობა Yak Lhu-ს ლინკის მოწოდებისთვის.
სანამ ქაჩავთ ნახეთ ტრაილერი -YouTube-ზე!
2 comments:
David M ძალიან დიდი მადლობა ფილმებისთვის...
ეს კინოც ძალიან მაგარია. მინდოდა მეყვირა როცა ვუყურებდი სიხარულისგან არადა აი არ ვიცი... მოკლედ, დიდი მადლობა ძვირფასო ;)
ძალიან საყვარელი ფილმია, მადლობა! დედა ძალიან შემეცოდა, ყველაფერმა მის თავზე გადაიარა.. დედის გული მაინც სხვაა...
Post a Comment