
ამერიკელი გეი საზოგადოება დიდი ხანია იბრძვის უფლებისათვის მსახურობდეს
სამხედრო შეიარაღებულ ძალებში თანაბარ პირობებზე, ღიად და დაუფარავად. გეებს აღარ აძევებენ ჯარიდან, თუმცა მაქსიმუმ რისი მიღწევაც შესძლეს ესაა პრინციპის - Don't Ask-Don't Tell - შემოღება (1993 წელს კლინტონის განკარგულებით). პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: შესაძლებელია ჰომოსექსუალი სამხედრო იყოს, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ უნდა განაცხადოს. პრინციპის მიხედვით, ჰომოსექსუალიზმის გამო არ შეიძლება სამსახურიდან გაგდება (თუ რა თქმა უნდა სხვა ეთიკურ ნორმების დარღვევასთან არ გვაქვს საქმე), არ შეიძლება გამოძიება ან ჩაძიება ზემდგომი პირების მხრიდან მოსამსახურის ორიენტაციის გასარკვევად. თუმცა თავად მოსამსახურესაც არა აქვს უფლება ღიად იყოს გეი. ანუ უხეშად რომ ვთქვათ - გეებმა მოკეტეთ, ჩვენ გვკიდია და არ შეგეკითხებითო. მიუხედავად იმისა, რომ 1993 წლამდე გეებს საერთოდ არ შეეძლოთ შეიარაღებულ ძალებში მსახური და პრინციპმა - Don't Ask-Don't Tell - ეს შსაძლებელი გახადა, ადამიანის უფლებების დამცველები მაინც ცხარედ აკრიტიკებენ ამ პოლიტიკას და თვლიან, რომ პრინციპი არღვევს პიროვნების თვითგამოხატვისა და თავისუფლების არსს. რაშიც სრულიად ვეთანხმები.

ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ ყოჩაღი ბიჭები ხართ ბარაკ და მალხაზ ;)
2 comments:
ვაუუუ, დავით, ყოჩაღ!!! აი ეს მესმის. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. და მართლაც რომ ყოჩაღ ობამასაც და მახოსაც, კაი ბიჭები არიან. არ ვიცოდი თუ შალიკაშვილი ასეთი ტიპი იყო. იმედია აქაც დადგება დრო, როცა ხალხი შეიგნებს, რომ ქვეყნის პატრიოტიზმი და სარწმუნოება არ განისაზღვრება სექსუალური ორიენტაციით. რამდენი გამოშტერებულია, რომ იძახის, თუ გეი ხარ, ესე იგი არც ქართველი ხარ და არც მართლმადიდებელიო, თითქოს ვინმე სხვა ჩემზე მეტი პატრიოტი იყოს ან ჩემზე მეტი გაეკეთებინოს ქვეყნისთვის, გინდაც საქმით და გინდაც სამხედრო სამსახურით. მოკლედ ეს პოსტი ძალიან გამიხარდა და გამიხარდა ქართველის არც თუ ისე მცირე მონაწილეობა ამაში. მგონი ობამა მართლა სხვა სამყაროში შეგვიყვანს, თუ დასცალდა რა თმა უნდა, ბევრი სირთულეების გადალახვა მოუწევს. შევეცი პუტინს!!!
udavod progresuli nabijia, mara iqauri ambebi didad ar magelvebs. chveni uflebebi sxva sferoebshi ufro misaxedia. aq kide batoni shalikashvili udzluria :(
Post a Comment