Tuesday, April 14, 2009

ლეგენდარული მამაკაცები ლეგენდარული ტონი დიურანის ფოტო შედევრებში

არ არსებობს წამყვანი გამოცემა და ჟურნალი, რომელსაც ფოტოგრაფი ტონი დიურანის დასაკუთრებაზე არ უოცნებია და არ არსებობს წამყვანი გამოცემა და ჟურნალი რომელსაც საკუთარ გვერდებზე ტონი დიურანის ფოტოების გამოქვეყნებით არ უამაყია. მიუხედავად ლეგენდარული ფოტოგრაფის მსოფლიო პოპულარობისა მასზე ძალზედ რთულია რაიმე ინფომაციის მოჩხრეკვა. მისი ბიოგრაფია საიდუმლოებად რჩება ფართო მასებისათვის და ინტერნეტში სულ რამოდენიმე აბზაცს თუ წააწყდებით. სამაგიეროდ გამორიცხულია მის ფოტოებიდან რომელიმე ერთხელ მაინც არ გქონდეთ ნანახი. დიურანის მოდელები ძალიან ხშირად გვიყურებენ ჟურნალებიდან და სარეკლამო პლაკატებიდან და გამორიცხულია მათ ვისაც უყვარს ეს მიმართულება არ იცნონ მისი ხელი და საინტერესო ხედვა. ამბობენ დიურანის ფოტოზე რაც არ უნდა მახინჯი იყო მაინც პრინცესად გამოჩნდებიო. ეს მტკიცება სადღაც მართალია, თუმცა დაკვეთით გადაღებების დასრულების შემდეგ დიურანი გადაღებას აგრძელებს თავის გმირებს სხვა თვალით გვანახებს; ფოტოები თითქოს გრიმის და დამუშავების გარეშეა... დახვეწილი ნაკვთები, იდეალური ხაზები და ფერის, სინათლისა და ჩრდილების თამაში. მე ძალიან მიყვარს ტონი დიურანი და დღევანდელი პოსტით მინდა ნელ-ნელა გაგაცნოთ მისი ხედვა.

დღეს დიურანის ლეგენდარულ ფოტოგმირებს წარმოგიდგენთ. დარწმუნებული ვარ ამ კუთხით მათთვის არასოდეს შეგიხედავთ. ამ დღეებში სხვა ფოტოებსაც დავდებ, უფრო ცოცხალს, უფრო შიშველს, ვნებიანსა და ჰომოეროტიულს.

მაშ ასე - ჯად ლო, კრის ო'დონელი, ბრედ პიტი, ჯეიმს ფრანკო, ბენ აფლეკი, ეშტონ კატჩერი, ორლანდო ბლუმი, ჩეინინგ ტატუმი და ჯასტინ ტიმბერლეიკი (თანმიმდევრობით).











2 comments:

Anonymous said...

dzalian magari suratebia. esetebi xshirad dade xolme ra. sul titveli kacebi mogvbezrda :)))

David M said...

გავითავლისწინებ ჩემო კარგო. thanx for visiting ;)

Blog Widget by LinkWithin