Tuesday, April 28, 2009

შიშველი რეკლამა Fashio156-საგან

მოდის სამყარო მომხმარებლამდე მიღწევის ახალ გზებს ეძებს. მთავარი გზა ყოვლეთვის რეკლამაა და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე რეკლამა კიდევ უფრო ორიგინალური, მიმზიდველი და იაფი უნდა იყოს. ბრიტანული მოდების ონლაინ ჟურნალისათვის Fashio156 ამ სამი კომპონენტის გაერთიანება შიშველი რეკლამა გახდა. ნუ, მთალდ შიშველი არა... შიშველი სხეული და ის ნივთი (ან ჩასაცმელი) რომლის რეკლამაც ხდება. ამ გენიალური ხრიკით რამოდენიმე კურდღელის დაჭერაა შესაძლებელი: 1. ფული გრანდიოზულ დეკორაციებზე არ იხარჯება და რეკლამა იაფი გამოდის, 2. შიშველი სხეული (განსაკუთრებით კი თომას ივასაკის ტაკუცუნები) ყველასათვის მიმზიდევლია და 3. ამაზე მეტი ორიგინალურობა რაღა გნებავთ. მოკლედ, წარმოგიდგენთ მსოფლიო მოდის სამყაროს მრავალფეროვანი წარმომადგენლების მიერ წარმოებულ უახლეს კოლექციებს ნახევრად ბრაზილიელი ნახევრად იაპონელი 23 წლის თომას ივასაკის გატრუკცკუნებულ ტაკუცუნებზე.

შარვალი ივ სენ ლორანისაგან (Yves Saint Laurent)


ზოლებიანი მოსასხამი ჰუმანოისისაგან (Humanoid)


მოღეღილ ყელიანი ჟაკეტი მარტინ არგიელასაგან (Martin Margiela)



შორტები ალექსანდრ მაკ ქუინისაგან (Alexander McQueen)

თხელი შორტები და პერანგი კონი ჰოსაგან (Connie Ho)


სათვალე ვირვა ლაუნოსაგან (Virva Launo)


მაისური რიკ ოუენსისაგან (Rick Owens)


მაისური ნილ ბარეტისაგან (Neil Barrett)


გამჭვირვალე პერანგი ქრისტი ლისაგან (Christie Lee)

დღეისათვის სულ ეს იყო ;)

1 comment:

Alexander said...

უმაგრესი ფოტოებია და უმაგრესი ბიჭია, я тоже хочу такого :)

Blog Widget by LinkWithin