Saturday, May 2, 2009

ენტონი გეიტონის "სამოთხის შვიდი წყალობა"

დღეს გადავწყვიტე ენტონი გეიტონის (Anthony Gayton) კიდევ ერთი ფოტოსერია, უფრო სწორედ ფოტორომანი, დამეპოსტა. ფოტოსერიას სამოთხის შვიდი წყალობა ქვია. გეიტონმა ეს ნამუშევარი თავისი ცნობილი ფოტოსერიის "შვიდი სასიკვდილო ცოდვის" შემდეგ შექმნა. გეიტონმა რამოდენიმე განმარტება გააკეთა - "ეს სერია დაფუძნებულია ძალიან ბანალურ ნოველაზე, რომელიც უცნაურად ამეკვიატა. შინაარს არანაირ შეხება არა აქვს რელიგიასთან. უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა თუ რა უცნაური რამაა სიყვარული და რა მოულოდნელობებითაა აღსავსე ამ გრძნობასთან დაკავშირებული განვითარებები".

ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ გეიტონი ნამდვილი ვირტუოზია. მისი ფოტოების აღქმა მარტო ფოტოებად წარმოუდგენელია. ჩემთვის ის რენესანსის პერიოდისეული ოსტატია, რომელმაც ფოტოშოფის "ბრაში" კლასიკოსის ფუნჯის კატეგორიაში გადაიყვანა და ყოველი ნამუშევარი ღრმა შინაარსით დატვირთა.

მოკლედ, კარგად დაათვალიერეთ ანტონი გეიტონის ძალიან ლამაზი, ამავე დროს საკმაოდ უცნობი ფოტო-ისტორია "სამოთხის შვიდი წყალობა".








2 comments:

Alexander said...

უიმეე, რანაირად შემოაპარაებ ხოლმე, რელიგიასთან საერთო არაფერი აქვსო და ისაო და ესაო :):):) კი ძალიან ლამაზი ნამუშევრებია და გარკვეულ ინტრიგასაც აღვიძებს :)

David M said...

ეგ მე არ მითქვავს. ავტორმა სთქვა :)

Blog Widget by LinkWithin