
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თეთრ საქორწინო კაბაში იყოთ და მოხდენილ ქერა პარიკში იყოთ გამოწყობილი, საკმაოდ დიდი ყვერები უნდა გქონდეთ, რომ გაბედოთ და მოსკოვის ქუჩაში საკუთარი უფლებების დასაცავად საპროტესტოდ გამოხვიდეთ.

თითქოს მოსკოვს და არც რუსეთს პრობლემა არ ქონია საკუთარ მიწაზე პლანეტის ყველაზე გეი ღონისძიებისათვის ემასპინძლა (ვგულისხმობ ევროვიზიის კონკურსს), თუმცა 80-მდე გეი აქტივისტი, რომელებიც ევროვიზიის კონკურსამდე საპროტესტო აქციას ამზადებდნენ საკუთარი უფლებების სასაცავად დაპატიმრებულნი არიან.
დაპატიმრებულია ნიკოლაი ალექსეევიც (Nikolai Alexeyev), რომელიც რუსეთის ყვლეაზე გალენიანი გეი აქტივისტია და მისი პარტნიორი ნიკოლაი ბაიევი (Nikolai Bayev).
"ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი მთლიანად ჰომოფობიური ქვეყანაა, თუმცა უმრავლესობა ნამდვილად არის. რუსი გეები დიდი ხანია მუდმივი თავდასხმების, შანტაჟის, შეურაწყოფის და დისკრიმინაციის მსხვეპლნი არიან. ეს სამარცვინო მდგომარეობაში აგდებს ძლევამოსილ რუსეთს." [ამონარიდი CNN-ის ახალი ამბებიდა]

მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ღონისძიებას სატანისური უწოდა და ქმედების გამართლებას შეეცადა იმით, რომ გეებს შიდსის გამავრცელებლობა დააბრალა. ლუჟკოვმა არაერთხელ აკრძალა მსგავსი მანიფესტაციები მოსკოვში და მრავალი გეი აქტივისტი ბევრჯერ გახდა უკანაონო დაპატიმრებისა და ნაციონალისტური ჯგუფებიდან თავდასხმების მსხვერპლი.

(შეგიძლიათ იხილოთ სტატია ინგლისურად Ohlalamag.com-ზე)
ესეც Youtube-ის ვიდეოები.
1 comment:
დავით გაიხარე ასეთი დელატული ინფორმაციისთვის, სტატიისთვის და ვიდეოებისთვის. ჩემი აზრი ჩემს ბლოგზე გამოვხატე (აქ რომ იგივე არ ვწერო) და მთლიანად ვეთანხმები შენი პოსტის სულისკვეთებას!!! :)
Post a Comment