Sunday, May 10, 2009

Do Começo Ao Fim ანუ "თავიდან ბოლომდე"

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის - თავიდან ბოლომდე - გამოსვლის თარიღიც კი არაა დადგენილი, უკვე დიდი მითქმა მოთქმა, კამათი და ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების კორიანტელი დაატყდა თავზე ფილმის რეჟისორს ბრაზილიელ აურიზიო აბრანჩესს (Aluizio Abranches). ფილმი ორი ძმის უცნაური ურთიერთობების ისტორიაა... თავიდან ბოლომდე! თაილერის ნახვის შემდეგ მეც ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ამეკვიატა.. თუმცა, ფაქტია, რომ ისევე მოუთმენლად ველი ფილმის გამოსვლას, როგორც ბევრი წლის წინ ალმადოვარის "ცუდი აღზრდის" გამოსვლას ველოდებოდი თრაილერის ნახვის შემდეგ.

ფილმი პორტუგალიურადაა, თუმცა ინგლისური ტიტრები ფრიად სასარგებლოა და აუცილებლად წაიკითხეთ. მათ კი ვინც არც ერთ ამ ენაზე არ საუბრობთ უმოკლეს დიალოგს შემოგთავაზებთ:

(ქალი და მამაკაცი, აუზთან, ღვინის ჭიქებით ხელში)
-ჩვენს შვილებს გაუმარჯოს...
-გაუმარჯოს.
-მინდოდა მეკითხა... დაფიქრებულხარ, რომ ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან?
-რაღა თქმა უნდა! ისინი ხომ ჩემთან ცხოვრობენ.
-ხო, მაგრამ მე რაღაც სხვას ვგულისხმობ. ისინი ზედმეტად ახლოს არიან...
-ზედმეტად ახლოს?! რა გინდა ამით თქვა?
-ჯულიეტ...
-რას გულისხობ პედრო?!..
- ზედმეტად ახლოს... ვგულისხმობ ინტიმურად...

ნახეთ ახლა თრაილერი და კიდევ პატარა ნაწყვეტი ფილმიდან. უყურეთ თავიდან ბოლომდე!? აზრები კი გამიზიარეთ ;)


ესეც ნაწყვეტი ფილმიდან..



თუ Youtube-ზე ვიდეო არ მუშაობს შეამწმეთ ეს ლინკი.

1 comment:

Alexander said...

Очень странно, но красиво, ужасно красиво и никто не будет спорить, что красиво. ხო და მემგონი დაგავიწყდა ხალხისთვის გეთქვა, რომ სისხლით ძმები არ არიან, თუ რაღაც ეგეთი, ხალხს ნუ აბნევ :)

Blog Widget by LinkWithin