Monday, June 15, 2009

გაყინული ყვავილი - კორეული ფილმი ცისფერი ლეიტმოტივით


გაყინული ყვავილი - ასე ქვია ახალ სამხრეთ კორეულ ფილმს, რომელიც ფრიად საინტერესო და დამაინტრიგებელ ამბავს მოგვითხრობს კორეის სამეფო დინასტიის (გორიეო) ისტორიიდან. რეჟისორი იო ჰა-ს (Yoo Ha) კომენტარით ფილმი ორი მამაკაცის სიყვარულს ეხება. ისტორია გორიეოს მეფის შესახებ, რომელსაც საკუთარი დაცვის უფროსი სიგიჟემდე შეუყვარდება. რთული ვითარება რთული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. ტახტი, დინასტია და ქვეყანა მეფისაგან მემკვიდრის დატოვებას მოითხოვს. შიდა თუ გარეშე მტერი მოუთმენლად ელოდება მეფის შეცდომას. გამოუვალი მდგომარეობიდან მეფე გამოსავალს პოულობს. მემკვიდრის გაკეთებას ის საკუთარ საყვარელს სთხოვს.

ნახეთ 1ლი ვიდეო - ფილმის ტრაილერი და 2-ე ვიდეო - ცხარე სექსუალური სცენა მეფესა და მსახურს შორის.

როგორია?

1 comment:

Alexander said...

მინდა მინდა მინდააა :)

Blog Widget by LinkWithin