ივნისის თვეში მსოფლიოს მთავარ ქალაქებს 'პრაიდების' ტალღამ გადაუარა. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნიუ იორკის პრაიდია. თავადაც საკმაოდ ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა, თუმცა წელს გარემოებებმა არ შემიწყო ხელი. წლევანდელი ნიუ იორკული პრაიდი ამაყი სახელით გამოირჩეოდა 'We Can', ანუ 'ჩვენ შეგვიძლია'. ხვდებით ალბათ რატომ ვთქვი ამაყი და რატომ დაერქვა მსვლელობას 'We Can'.
ყველაზე საყვარელი კი მაინც ტუსოვკებია, რომელიც 'პრაიდის' შემდეგ ქალაქის სხვადასხვა კლუბში აღლუმის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად ეწყობა. წელს ყველაზე დიდი ტუსოვკა თაიმს სკვერთან, როსლანდ ბოლრუმში მოეწყო. თავისი ცხელი 'გოუგოუ დენსერებით' მდუღარე მუსიკითა და მსოფლიოს დედაქალაქის ყველაზე სექსი ბიჭებით.
იხილეთ რამოდენიმე სურათი როსლანდ ბოლრუმის ფართიდან და Youtube-ის ვიდეოც შეათვალიერეთ. გულის გასაჩერებელი რამაა :)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
აუ ძალიან მაგარია.... იყო დრო ჩვენთანაც იყო მცდელობები, და ხალხი კარგადაც მხიარულოიბდა, დღეს კი.. არც ვიცი, გვეღირსება კი ოდესმე რამე ოდნავ მსგავსი...
Post a Comment