Sunday, July 5, 2009

ქართული ბლოგების კვირის პოსტების მიმოხილვა გეი თემატიკით

  • რას ფიქრობენ და რას წერენ ვითომ ჟურნალისტები მეხუთე კოლონიდან "მამათმავლების შემოსევასთან" დაკავშირებით ინტერნეტში? თავისუფალი სიტყვის ბლოგი ორ საინტერესო სტატიას გვთავაზობს “ანტიპრესა”-ნაწილი I და ნაწილი II. აუცილებლად გადახედეთ ამ პოსტებს და თქვენი კომენტარებიც დაწერეთ. მე მადლობას ვუხდი თავისუფალი სიტყვის ბლოგს და პოსტების ავტორს.
  • სად გაქრა პლეშკაზე მდგარი პრომეთეს ქანდაკება, რომელიც მე ძალიან ძალიან მომწონდა? Ni2 News ამ ამბის შესახებ თავის ვერსიას გვთავაზობს (დააწკაპუნეთ აქ!), რა თქმა უნდა ბლოგის ჩვეულ სტილში.
  • დასვენების სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ვებ-გვერდი Gay.ge ევროპაში ხუთ საუკეთესო და ხელმისაწვდომი გეი სასტუმროს მიმოხილვას გვთავაზობს. გაეცანით სტატიას (დააწკაპუნეთ აქ!) და გაიგეთ სად გაჩერდეთ, თუ წელს ბერლინში, მადრიდში, ამსტერდამში, ლონდონში ან რიგაში მოხვდებით.
  • ჯექსონის ბიოგრაფის იენ ჰალპერინის მტკიცებით მაიკლი გეი იყო და მას არაფერი ქონდა საერთო პედოფილიასთან. საინტერესო ვერსია Tbilisi Gay Life-ის მთავარ გერდზე. გაეცანით პოსტს (დააწკაპუნეთ აქ!) და გაიგეთ თუ ვინ იყვნენ მაიკლის მამაკაცი საყვარლები.
  • საინტერესოა, რატომ მოხვდა უკვე მეორე რუსი სამხედროს საქართველოში გამოქცევის ამბავი რუსულენოვანი ГЕЙ КАВКАЗ-ის გერდზე? პოსტი საინტერესოა და მათ ვისაც ჯერ არ დაგავიწყდათ ეს ენა გირჩევთ გადახედოთ (დააწკაპუნეთ აქ!).
  • ქართული გეი ბლოგების ოჯახს კიდევ ერთი ბლოგუშკა დაემატა. Gay Advices - ვურჩიოთ ერთმანეთს! სულ თოთო საიტია. წარმატებები ვუსურვოთ მას და კიდევ ის რომ ხშირ-ხშირად ახლდებოდეს და ბევრი სხვა ახლად დაბადებული ქართული ბლოგივით "ზასტოის" ერაში არ აღმოჩნდეს.
* პოსტის სანახავად დააწკაპუნეთ აქ!

1 comment:

Anonymous said...

kargi rame mogipikrebia. magari sasargebloa. spaso

Blog Widget by LinkWithin