Showing posts with label ამბები. Show all posts
Showing posts with label ამბები. Show all posts

Tuesday, July 7, 2009

ჰით ლეჯერის ხსოვნას

ჟურნალმა Vanity Fair აგვისტოს ახალ ნომერში ჰით ლეჯერი (Heath Ledger) გაიხსენა. ბრიუს ვებერის (Bruce Weber) ეს ფოტოები 2000 წელს დაიბეჭდა ჟურნალის ფურცლებზე. აგვისტოს ნომერში ძველი და რამოდენიმე გამოუქვეყნებელი ფოტოს დაბეჭდვით Vanity Fair კიდევ ერთხელ პატივის მიაგებს ავსტრალიელი ვარსკვლავის და ჩვენთვის ალბათ ერთ ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობის ხსოვნას.











ჟურნალის ლინკი Vanity Fair

Sunday, July 5, 2009

ლონდონის გეი ფრაიდი 2009

გუშინ 4 ივლისს ლონდონის გეი ფრაიდში მონაწილეთა ოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ციფრია, რომ ბევრგან გადავამოწმე. (ხომ იცით ჩვენთან აქტუალური თემაა 2 ათასი კაცი ზოგს 200 ათასად ეჩვენება ხოლმე) ინფორმაცია ყველა წამყვანმა მედია საშუალებამ დაადასტურა. ღმერთმა გვამრავლოს! :) წლევანდელი ლონდონური ფრაიდის სლოგანი 'Come out and play' იყო, ანუ "გაიხსენი და გაერთე."

გადახედეთ სურათებს. მაგარი სანახაობაა. სურათებში ბოი ჯორჯსაც წავაწყდი. მაგარი საყვარელია :) იქ მინდააა :(











Saturday, July 4, 2009

ფრაიდის შემდეგ ნიუ იორკში ყველაზე დიდი გეი ტუსოვკა მოეწყო

ივნისის თვეში მსოფლიოს მთავარ ქალაქებს 'პრაიდების' ტალღამ გადაუარა. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნიუ იორკის პრაიდია. თავადაც საკმაოდ ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა, თუმცა წელს გარემოებებმა არ შემიწყო ხელი. წლევანდელი ნიუ იორკული პრაიდი ამაყი სახელით გამოირჩეოდა 'We Can', ანუ 'ჩვენ შეგვიძლია'. ხვდებით ალბათ რატომ ვთქვი ამაყი და რატომ დაერქვა მსვლელობას 'We Can'.

ყველაზე საყვარელი კი მაინც ტუსოვკებია, რომელიც 'პრაიდის' შემდეგ ქალაქის სხვადასხვა კლუბში აღლუმის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად ეწყობა. წელს ყველაზე დიდი ტუსოვკა თაიმს სკვერთან, როსლანდ ბოლრუმში მოეწყო. თავისი ცხელი 'გოუგოუ დენსერებით' მდუღარე მუსიკითა და მსოფლიოს დედაქალაქის ყველაზე სექსი ბიჭებით.

იხილეთ რამოდენიმე სურათი როსლანდ ბოლრუმის ფართიდან და Youtube-ის ვიდეოც შეათვალიერეთ. გულის გასაჩერებელი რამაა :)







Thursday, June 4, 2009

კრიშტიანუს სარდინიული არდადეგები

ბარსელონასთან მწარედ დამარცხების შემდეგ მანჩესტერ იუნაითედისა და ყველა გეი მამაკაცის გულის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იტალიაშ ი, კერძოდ კი სარდინიაზე წატუსტუსდა. პატარას დასვენება მოუნდა და მაისისს ბოლოს, გასულ შაბათს კრიშტიანუ უკვე სარდინიის სანაპიროებზე ეფიცხებოდა მზეს. პაპარაცებმაც არ დააყოვნეს და მისი არდადეგების ქრონოლოგიას შეგვიძლია წუთი წუთზე მივყვეთ. თუმცა მე მხოლოდ გეი-მოტივირებულ ამბებს შემოგთავაზებთ.

დღე პირველი

კრიშტიანუ სანაპიროზე დასეირნობს და დრო და დრო სასტუმროს აუზს აბედნიერებს თავისი უსექსესი სხეულის გრილ წყალში ჩაწობით. კრიშტიანუს მოკლე რუხი ფერის შორტები აცივია და დრო და დრო პაპარაცებს ბაყვნარსაც ანახებს. ძძძძძააალიან სექსია ეს ბიჭი და რა გინდათ?






დღე მეორე

კრიშტიანუმ თავისი საყვარელი თეთრი მოკლე მოკლე შორტები ამოთხარა, რომლითაც შარშან ბევერლი ჰილსი და ლოს ანჟელესის პლიაჟები აიკლო. შორტების სიგრძის დამოკლება აშკარად შესამჩნევია და იმედი მაქვს ეს ტენდენცია "კომანდომდეც" მოგვიყვანს ;)




დღე მესამე

და დღე იგი უცნაური. კრიშტიანუმ ყველა განაცვიფრა, როდესაც საზოგადოებას ყურსუკან ყვავილ გარჭობილი გამოეცხადა. ეს ყოველად წარმოუდგენელი რამაა სთრაითი მამაკაცისათვის, პორტუგალიელისთვისაც კი. ყვავილი თმაში მხოლოდ ჰავაიზე და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებშია დასაშვები... ესეც არ იკმარა და კამერის წინ მუცლის კუნთების თამაშს მოყვა და არც კი შეუშმუშნია, როდესაც შიშვე მუცელზე ვინცა მახინჯმა მამაკაცმა დაუწყო თათუნი. მამაკაცი როგორც გაირკვა რონალდუს მეგობარია.



ნეტა რას გამოაგდებს შემდეგ დღეებში?? აუცილებლად დაგააფდეითებთ ;)
იფორმაციის წყარო

Monday, May 11, 2009

ჟურნალის Attitude შიშველი გამოშვება

ზაფხულის სეზონის აღსანიშნავად ბრიტანულმა ჟურნალმა Attitude შიშველი ნომერი მოამზადა. ჟურნალისათვის პოზირებდა ინგლისის ძალიან ცნობილი და ძალიან სექსი 25 ყმაწვილი.. თანაც დედიშობილა. მე მხოლოდ რამოდენიმე შედევრს შემოგთავაზებთ.

ექსტრემალი ბიჭები ლიამ რიჩარდსი და დენი ბოლი (Liam Richards and Danny Ball) იგივე Strike ბრიტანული გასართობი შოუს "Got Talent"-ის შარშანდელი ფინალისტები ლოგინში ერთად.



თუ ბიჭები, მოეწონათ აუცილებლად ნახეთ 2008 წლის "Got Talent"-ის ფინალი. გარწმუნებთ, ნომერის ნახვისას აუცილებლად შეგახურებთ ;) სხვათაშორის დენი 21-ისაა (შავგვრემანი), ლიამი კი 19-ის.




თუმცა ისევ Attitude-ს დავუბრუნდეთ. ბრიტანელი მსახიობი და მოცეკვავე რიჩარდ ვინსორი (Richard Winsor). სხვათაშორის ვინსორი ოსკარ უაილდის მიხედვით დორიან გრეის როლის შესრულების გამო გახდა სუპერ სასურველი გეი იდოლი (თუმცა თავად გეი არაა და შეყვარებულ გოგონასთან ერთად ცხოვრობს). მესამე სურათში მისი ტაკოს შემხედვარე გავსკდი რიჩარდის შეყვარებულ გოგონას შურით ;)





შიშველი გამოშვება რა შიშველი გამოშვებაა თუ მასში სპორტსმენები არ იქნებიან. ხოდა, ჟურნალმა Attitude-მა ოლი ბარკლი (Olly Barkley), პატალა მაგრამ ორგასტული რაგბისტი მოიწვია. სამწუხაროდ ოლისაც შეყვარებულ გოგონა ყავს, თუმცა ჯერ პატარაა ;) და თან იმდენს ჭორაობენ მის ჰომო და სექსუალურობაზე, რომ დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში შეძახილი ნამდვილად გაახმობს ხეს :))




ესეც სკოტ ბრუტონი (Scott Bruton), ბრიტანული ვარსკვლავების აკადემიის ანუ იმათებურად X Factor-ის შარშანდელი ფინალისტი. პაწუწა 20 წლისაა, აქვს გენიალური ხმა. არ გვინხელს თავის ორიენტაციას, თუმცა შარშანდელ წარმატებას აკადემიაში თლიანად ინგლისის გეი ქომიუნითის უნდა უმადლოდეს, ხვდებით ალბათ რატომ ;) მთავარი ისაა, რომ სკოტიც კარგად ხვდება ამას :))




ჯერ-ჯერობის სულ ესაა, თუმცა სურათები კიდევ ბევია. გაიხაროს Attitude-მა, ძალიან მასიამოვნა. მათ კი, ვისაც სკოტი ნამეტნავად მოუვიდა თვალში, შეუძლია ეს პატარა ვიდეო ნახოს სკოტის და X Factor-ის წარმატებების შესახებ.

Monday, April 6, 2009

ფოლადის ფალოსის ფესტივალი იაპონიაში



იაპონელები საერთოდ უცნაური ხალხია. კულტურისა და ცხოვრების სტილის მიხედვით ჩვენგან რადიკალურად განსხვავდებიან და ხშირად გვაოცებენ ხოლმე საუკუნოვანი ტრადიციების განსაკუთრებულობით. აპრილის პირველ კვირას (წელს დღე აპრილი იყო) კავასაკიში ტრადიციაული კანამარა მაცურის ფესტივალი (Kanamara Matsuri) ანუ ფოლადის ფალოსის დღეობა აღინიშნება. ცერემონიალური მსვლელობის ცენტრში გიგანური ფალოსია განთავსებული, რომლის ტრანპორტირებასაც ქალის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები (ან როგორც ამჯერად მოხდა შიმეილები) უზრუნველყოფენ. ქალაქი კუტუების ცვენას მიაქვს. ტკბილეული, ნაყინი, სათამაშოები, პლაკატები და სასალათედ გამზადებული იაპონური თალგამიც კი კუტუს ფორმისაა.

ფესტივალს ტრადიციულად რამოდენიმე დატვირთვა ქონა. მეძავეები გიგანტურ ფალოსს ვენერიული დაავადებებისაგან დაცვას თხოვდნენ, ორსულები უმტკივნეული მშობიარობას, უშვილოები ნაყოფიერებას, ბიზნესმენები ფულს, კლანის გაძლიერებას, ბარაქას და ასე შემდეგ. ცერემონიაში მსურველები ლითონისა და ხისაგან დამზადებულ ფალოსზე შემოჯდებოდნენ ხოლმე და სურვილებს ასე უთქვავდნენ ყოვლისშემძლე კუტას. ალბათ გამოთქმა - შანსია ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მაგხვდესო - კავასაკიდან იღებს სათავეს.

ფესტივალს ერთი ტრადიციული ლეგენდა უკავშირდება (წყარო), რომელზეც მაგრა ვიხალისე და თქვენც მოგიყვებით. ოდესღაც ერთ ქალიშვილ გოგონას ფუჩაში ძალიან მჭრელი კბილები ქონია. ორჯერ დაუპირებია გათხოვება და ქორწილის ღამეს, აი პატარძალს რომ არ ასცდება იმ ამბის დროს ორივე საქმროსთვის კუტუ წაუწყვეტია. ეს ამბავი იმით დსრულებულა, რომ მესამედ პატარძალისთვის შავი ლითონის პენისი გაურჭვიათ და ფუჩაში ჩამალული კიჭებიც ჩაუმტვრევიათ. თურმე ამის შემდეგ აღნიშნავენ კავასაკიში კანამარა მაცურის ფესტივალს. ნუ მიჭირს იმის ვარაუდი თუ რა მოუვიდა პირველ ფესტივალზე იმ პატარძალს. განგ-ბენგი რომ გარატირებული ქონდა ალბად ეს ცხადია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო თავად გადახედეთ სურათებს.

ერთი დამავიწყდა; დღეს ფესტივალს სხვა დანიშნულება აქვს და ფესტივალზე შიდსის წინააღმდეგ საბრძოლველად გროვდება შემოწირულობა. მმაგარი ხალხია იაპონელები!









Blog Widget by LinkWithin